კანის კინოფესტივალზე საქართველოს ირინა გელაშვილი და ანა ბარჯაძე წარადგენენ
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
რიგით 77-ე კანის კინოფესტივალი წელს 14-25 მაისს გაიმართება, სადაც სტუმრები ქართველი რეჟისორის ანა ბარჯაძის სადებიუტო პროქტს "მწარე შაქარი" გაეცნობიან.
ფესტვალის მარკეტზე სფოთლაითის სექციაში წარდგენილი დოკუმენტური ფილმის პროექტი ქართული ოჯახის ყოველდღიურ ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელშიც დაბა აგარაში დარჩენილი ბავშვები ემიგრირებულ მშობლებთან კომუნიკაციას მხოლოდ ტელეფონით ახერხებენ.
ფილმის პროექტმა "მწარე შაქარი" კრიტიკოსების მოწონება და ყურადღება უკვე დაიმსახურა და AJB დოკუმენტურ კინოფესტივალზე 4 პრიზიც მოიპოვა, მათ შორის "Cannes Doc Award".
წელს პროექტს "მწარე შაქარი" კანის კინოფესტივალის მარკეტზე აგრეთვე ნახავენ ისეთი სხვა მნიშვნელოვანი ფესტივალების წარმომადგენლებიც, როგორებიცაა: ბერლინალე, ვენეციის კინოფესტივალი, IDFA და საერთაშორისო მედიაპლატფორმები: BBC და სხვა.
"პირველ რიგში, ,მიხარია, რომ კანის კინომარკეტზე ჩვენი კომპანიის RADIUM FILMS-ის სადებიუტო ნამუშევრით მოვხვდით. ეს უკვე დიდი მიღწევაა! ფილმის თემატიკა ემიგრაციის პრობლემას უსვამს ხაზს და მე და ანას, ფილმის პროექტის წარდგენის გარდა, საშუალება გვექნება ამ მნიშვნელოვან საკითხზე ისეთი მასშტაბური პლატფორმიდან ვისაუბროთ, როგორიც კანის კინოფესტივალია." - აცხადებს ფილმის პროდუსერი ირინა გელაშვლი.
კინოფესტივალის ფარგლებში შედგება პანელური დისკუსიაც, სადაც ირინა გელაშვილი ქართულ კინოინდუსტრიაზე, მიმდინარე ვითარებაზე და გამოწვევებზე ისაუბრებს.
კანის კინოფესტივალი ყოველწლიური, ყველაზე დიდი და პრესტიჟული პლატფორმაა კინოს სფეროში, რომელიც მოიცავს კინომარკეტსაც და აქ მოხვედრა ერთგვარი გარანტიაა, რომ პროექტს იხილავენ მსოფლიო კინოინდუსტრიის პროფესიონალები და საერთაშორისო მედიები.