Get All Access for $5/mo

Kärcher-მა ქართველი მეღვინეებისთვის პირველი საგამოფენო ღონისძიება მოაწყო "როდესაც ბიზნესში ჰიგიენა ყველაზე მნიშვნელოვანია"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

3 ივლისს Expo Georgia-მ Kärcher-ის მორიგ ახალ კონფერენციას უმასპინძლა, სახელწოდებით: "როდესაც ბიზნესში ჰიგიენა ყველაზე მნიშვნელოვანია". Kärcher-ის წარმომადგენლებმა სტუმრებს 50-მდე ახალი პროდუქცია გააცნეს, რომელიც მეღვინეობის სფეროში, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გამოიყენება. მოწვეული სტუმრებისთვის მოწყობილი იყო სივრცეები, სადაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ წარმოდგენილ პროდუქციას დეტალურად გასცნობოდნენ და თავად გამოეცადათ თითოეული მათგანი. ნიშანდობლივია ასევე ისიც, რომ აღნიშნულმა კონფერენციამ ხაზი გაუსვა Kärcher-ის თანამშრომლობის მეორე წელს სხვადასხვა სექტორთან, მათ შორის მრეწველობასთან, სტუმართმოყვარეობასთან, აგრობიზნესთან და სხვა.

შედეგად, Kärcher-ის გამოფენა წარმოადგენდა ღირებულ შესაძლებლობას ქართველი მეღვინეებისთვის, გასცნობოდნენ ჰიგიენის მნიშვნელობას მეღვინეობაში და ენახათ, თუ როგორ შეუძლიათ Kärcher-ის პროდუქცია დაიხმარონ საკუთარი საქმიანობის ჰიგიენის კუთხით გაუმჯობესებაში. ღონისძიება ასევე შესანიშნავი საშუალება იყო Kärcher-ისთვის, რათა წარედგინა თავისი პროდუქცია პოტენციური მომხმარებლებისთვის საქართველოში.

მსგავსი ტიპის ღონისძიება Kärcher-მა საქართველოში უკვე მეხუთედ ჩაატარა. პირველი ღონისძიება კომპანიამ ბათუმში, 2019 წელს გამართა სასტუმროების სექტორის წარმომადგენლებისთვის, 2022 წელს კი ინოვაციური ტექნოლოგიის 2-დღიანი გამოფენა ჩატარდა Expo Georgia-ს მე-3 პავილიონში, სადაც მიწვეული იყვნენ აგრობიზნესისა და აგროინდუსტრიის წარმომადგენლები. 2023 წელს თბილისში, ისევ Expo Georgia-ს მე-3 პავილიონში, ხოლო ბათუმში, "აჭარა ივენთ ჰოლში", ჩატარდა სტუმარ-მასპინძლობის ღონისძიება, სახელწოდებით "როდესაც ბიზნესში სისუფთავე მნიშვნელოვანია", Horeca-სექტორის წარმომადგენლებისთვის. 2023 წლის ივნისში კი ჩატარდა ღონისძიება თბილისში, Expo Georgia-ს მე-3 პავილიონში, მეღვინეების სექტორის წარმომადგენლობისათვის, სახელწოდებით "როდესაც ბიზნესში სისუფთავე მნიშვნელოვანია".

კომპანიის გაყიდვების ხელმძღვანელ გიგა გაბუნიას თქმით, Kärcher-ისთვის მნიშვნელოვანია წვლილი, რომელიც მათ სტუმარ-მასპინძლობის სექტორის განვითარებაში შეაქვთ:

"მოგეხსენებათ, სტუმარ-მასპინძლობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ის ასევე მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც, ვინაიდან Kärcher ამზადებს დასუფთავებისთვის საჭირო ყველანაირ ინვენტარს, ქიმიას, ხსნარებს, ხელსაწყოებს და ა.შ. თანაც, ამავე დროს, ყველაფერი არის უმაღლესი ხარისხის. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Horeca-სექტორს საქმეს ვუმარტივებთ და უკეთესი შედეგების მიღწევის საშუალებას ვაძლევთ", − აღნიშნა გიგა გაბუნიამ.

"კერხერ საქართველოს" გენერალურ დირექტორ ნიკოლოზ ბათირაშვილის განცხადებით კი, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, ჩვენს ქვეყანაში შემოიტანოს და დანერგოს ევროპაში დამკვიდრებული და პოპულარული ინოვაციური ტექნოლოგიები:

"კერხერ საქართველო" წლებია მასპინძლობს არაერთ მიზნობრივ ჯგუფს, მათ შორის სასტუმროებს. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საკუთარ მომხმარებელთან პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება გვეძლევა და მათ ვაცნობთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებას, მათ შორის ინოვაციურ პროდუქტებს", − აღნიშნა ნიკოლოზ ბათირაშვილმა.

კომპანია Kärcher-ი ალფრედ კერხერის მიერ 1935 წელს დაარსდა და დღეს პროდუქციას 150-ზე მეტ ქვეყანაში ყიდის. 2016 წლიდან დღემდე საქართველოს წარმომადგენლობას ("კერხერ საქართველოს") 5 ფილიალი აქვს: დიღომი: ა. ბელიაშვილის #167 ნომერში; საბურთალო: ვაჟა-ფშაველას #4; ბათუმი: ლუკა ასათიანის #51; ქუთაისი: შოთა რუსთაველის #96; და ზუგდიდი − დავით აღმაშენებლის #6.

Business News

ზრუნვა საკუთარ თავზე?

მე ჩემზე ვიზრუნებ, რომ შენზე უკეთ ვიზრუნო