Get All Access for $5/mo

კარგ რეკლამებში ყურადღება არა ტექნოლოგიაზე, არამედ მომხმარებლებზეა გამახვილებული

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

შესაძლოა, ერთი შეხედვით გაზვიადებულად მოგეჩვენოთ ეს სიტყვები, მაგრამ ასე არ არის: როდესაც რეკლამასა და ინტერნეტზე მიდგება საქმე, ყველაზე დიდ შესაძლებლობებს მომხმარებლის გამოცდილება გვაძლევს. ჩვენ ბოლო 20 წლის განმავლობაში გავხდით ახალი მედიის გამოჩენის მოწმენი, რომელიც გართობის, შთაგონების, ინფორმირებისა და ადამიანთა მომსახურების პრაქტიკულად უსაზღვრო შესაძლებლობებს გვაძლევს. ინტერნეტი ყველასთვის ღიაა, ნებისმიერს შეუძლია ერთდროულად კონტენტის შემქმნელიც იყოს და კრიტიკოსიც, შემსრულებელიც და მაყურებელიც, ინდივიდიც და საზოგადოების ნაწილიც. ამავდროულად, მომხმარებლის გამოცდილება ჩვენი დროის მარკეტინგისა და მედიაინდუსტრიის დიდი კრიზისის მიზეზიცაა.

ჩვენმა გატაცებამ ახალი ტექნოლოგიებით და ხარჯების რაც შეიძლება მეტად შემცირების სურვილმა, გამოიწვია ის, რომ ციფრული რეკლამა მომხმარებელთა ბოროტად გამოყენების ერთ-ერთი ფორმად იქცა. იმედგაცრუებულმა მომხმარებლებმა ამ ტენდენციას უპასუხეს და რეკლამების დასაბლოკად, საგანგაშო ტემპით დაიწყეს პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება. ჩვენ ინტერნეტის დამფუძნებელ პრინციპზე ვთქვით უარი, იმაზე, რომ მომხმარებლები უნდა აკონტროლებდნენ ვითარებას და ამით სრულ იზოლაციაში მოვაქციეთ რეკლამა იმ მომხმარებლებისგან, რომლისთვისაც მას ვქმნით.

შემოქმედებითი ტექნოლოგიები იმიტომ განვითარდა, რომ დროთა განმავლობაში ყველაფერი, როგორც წესი, მოსაწყენი ხდება. ანიმაციური რეკლამები სტატიკური რეკლამებისგან წარმოიშვა, რომლებიც არ ამართლებდა. ანიმაციური რეკლამებიდან შემდეგ უკვე მულტიმედიურ მასალებს ვიღებთ ვიდეო და აუდიოეფექტებით. ამის შემდეგ კი, ინტერაქციული ვიდეორეკლამები გამოჩნდა, რომელთა გადახედვა ჩამოტვირთვამდე შეიძლება. მართალია, ტექნოლოგია უფრო დაიხვეწა, მაგრამ მომხმარებლების გამოცდილება სულაც არ გაუმჯობესებულა, პირიქით − ხშირ შემთხვევაში, ბევრად უარესი გახდა.

ყველაფერი იმით იწყება, თუ რის გაკეთება შეგვეძლო ტექნოლოგიებით. შემოქმედებითი ტექნოლოგიები ისე განვითარდა, რომ შესაძლებელი გახდა როგორც რეკლამების უფრო სწრაფად შექმნა, ისე უფრო დიდი იდეების ხორცშესხმაც. თუმცა, იმ დონემდე ნამდვილად არ განვითარებულა, რომ შემოქმედებითად მოაზროვნე პროფესიონალებს ან ადამიანის გამჭრიახობას ჩანაცვლებოდა.

წლევანდელი Super Bowl-ის დროს, თავშესაქცევ რეკლამებზე ბევრი ფული დაიხარჯა, მათ შექმნას მილიონობით დოლარი დასჭირდა, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ გაშვებაზე. და მაინც, ყველაზე წარმატებული სარეკლამო რგოლი უმარტივესი იყო: QR-კოდი, რომელიც ეკრანზე დახეტიალობს. რატომ? იმიტომ, რომ ის განსხვავებული იყო, არაფრით ჰგავდა რომელიღაც სხვას, რომელიც Super Bowl-ისთვისაა დამახასიათებელი და გაიჭრა წინ მთელ ამ ხმაურში.

Coinbase-ის რეკლამა დაბალ ტექნოლოგიურია (ცოტა შეუხედავი, მაგრამ სახალისო რეტროსტილის) და გენიალური, და ჩვენს ფესვებთან გვაბრუნებს, როდესაც რეკლამა შთაგონებისა და აღფრთოვანების წყარო იყო. 2017 წელს ჩატარებული კვლევისას, კომპანია Nielsen-მა, 500 ინტერნეტ სარეკლამო კამპანია შეისწავლა და დაადგინა, რომ როდესაც რეკლამა შემოქმედებითია, იგი ციფრული რეკლამის 89%-ში გასაოცარი ფაქტორი ხდება წარმატების მისაღწევად. მიუხედავად ამისა, ციფრულ ინდუსტრიაში ზუსტად საპირისპირო სიუჟეტი მივიღეთ და ამაში დიდ ფასს ვიხდით.

იმის ნაცვლად, რომ ტექნოლოგია იქცეს მომხმარებელთა გამოცდილებისა და კრეატიულობის გასაუმჯობესებელ აუცილებელ საშუალებად, ძალიან ბევრმა ჩვენგანმა ტექნოლოგია დააყენა პირველ ადგილზე, უფრო და უფრო მეტი გზის ძიება დაიწყო მარკეტინგული გადაწყვეტილებების ავტომატიზაციისთვის, ფასების დასაწევად, მონაცემთა მისაღებად და კიდევ უფრო დაჟინებული ზემოქმედების მოსახდენად მომხმარებელზე, უგულებელყო რა მომხმარებლის გამოცდილება და ისიც, თუ რა სურს მას.

მეტისმეტად ნუ შეცვლით მომხმარებლის გამოცდილებას. თქვენი შემოქმედებითი მიდგომა და შეტყობინებები ეფექტიანი უნდა იყოს, მაგრამ თუ თქვენი პროდუქტი უარყოფით გამოცდილებას ქმნის, რისკავთ, რადგან ბრენდზე თქვენი უარყოფითი ასოციაცია შეიქმნება. ეცადეთ იფიქროთ თქვენი რეკლამის კონტექსტზე და მომხმარებელთა სამიზნე აუდიტორიაზე. ადგილობრივ მოსახლეობაზე გათვლილი რეკლამები შესანიშნავი ინსტრუმენტია. თუ მათ კონტექსტს მოარგებთ, ეს გახდება გარანტია იმისა, რომ თქვენი რეკლამები არ იქნება შეუსაბამო იქ, სადაც განათავსებთ.

რაიმე უნიკალური მიაწოდეთ თქვენ მომხმარებლებს, ისინი ადამიანები არიან. იფიქრეთ იმაზე, თუ ვინ არიან ისინი და რას აფასებენ. თქვენი ბრენდისთვის კრეატიული და ავთენტური შეტყობინებები გამოიყენეთ, რომელიც საჭირო აუდიტორიას მოეწონება. ამასთან ერთად, მიმართეთ ინტერაქტიულობას ან იუმორს, თუ ეს უადგილო არ იქნება.

იმაზე იფიქრეთ, თუ როგორ იყენებთ სარეკლამ ტექნოლოგიებს. პროფესიონალებმა იციან − სარეკლამო ტექნოლოგიას მხოლოდ იმიტომ არ იყენებთ, რომ უბრალოდ ეს შეგიძლიათ. უმჯობესია, აქცენტი ჯანსაღ სტრატეგიასა და ინტელექტუალურ დიზაინზე გამახვილდეს. სპეციალისტებს ეფექტიანად შეუძლიათ უახლესი ინსტრუმენტების გამოყენება იმის მიხედვით, თუ როდის და როგორ მიმართავენ მათ ბრენდების ეფექტურად წარმოსაჩენად.

ეს ხაზს უსვამს დიდი რეკლამების შესაქმნელ რამდენიმე ძირითად წესს, ტექნოლოგიებით გაჟღენთილ, მაგრამ რეალური ადამიანებით დასახლებულ სამყაროში:

  1. მომხმარებლები არ არიან მონაცემთა ნაკრები. ისინი ცოცხალი არსებები არიან, ინტელექტით, ემოციებით, იდეებით, სურვილებითა და მოთხოვნებით, რომელთა გაგება აუცილებელია იმისთვის, რომ მათ სათანადოდ მოემსახუროთ.
  2. პლატფორმები განუწყვეტლივ იცვლებ. სოციალური მედია, მობილური მოწყობილობები, ტელევიზია, ტექნოლოგიები − განუწყვეტლივ ვითარდებიან და ჩვენი რეკლამაც მათთან ერთად უნდა განვითარდეს. მაგრამ უპირველესად, მომხმარებლით უნდა დაიწყოს და არა მხოლოდ იმით, რაც ტექნოლოგიითაა შესაძლებელი.
  3. ტექნოლოგია გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ახალი აუდიტორიის გაზრდილი მოლოდინის დასაკმაყოფილებლად. თუმცა ტექნოლოგიამ შემოქმედებით აზროვნებას უნდა შეუწყოს ხელი და არა მის შეზღუდვას.

ჩვენ საფუძვლებს უნდა დავუბრუნდეთ და ყველაფერზე წინ მომხმარებლის გამოცდილება უნდა დავაყენოთ. Super Bowl-ის წლევანდელი ეფექტიანი რეკლამა ამის შესანიშნავი შეხსენება იყო. კარგი იდეა და კარგად რეალიზებული რეკლამა, რომელიც ჭკვიანურ მედიასტრატეგიასთანაა შერწყმული, შეიძლება ეფექტური იყოს და წარმატებულ კამპანიამდე მიგიყვანოთ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ იგი გააზრებულად არის ინტეგრირებული ყველა იმ გასაოცარ საშუალებებთან, რომლებსაც სარეკლამო ტექნოლოგიები გვთავაზობს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი