📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ქართული სტარტაპი "პრეშფუდი" World Summit Award 2023-ის რჩეულ მონაწილეთა შორის მოხვდა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Preshfood

ქართული ეკოსტარტაპი "პრეშფუდი" World Summit Award 2023-ის რჩეულ მონაწილეთა შორის მოხვდა. მსოფლიოს 60 ქვეყნიდან შერჩეულ 136 კომპანიას შორის "პრეშფუდი" ერთადერთი ქართული სტარტაპია.

სამიტზე ის კომპანიები ირჩევა, რომლებიც გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან (UNSDG) შესაბამის ინოვაციას ნერგავს და სოციალური ცვლილების კუთხით დგამს ნაბიჯებს.

"World Summit Award Shortlist 2023-ში მოხვედრა როგორც სასიხარულო და სასიამოვნო, ასევე მეტად საპასუხისმგებლო ამბავია. ვინაიდან მსოფლიოს მასშტაბით 60 სხვადასხვა ქვეყნიდან 136 კომპანია შეირჩა, ხოლო შანსი იმისა, რომ საქართველო ამ გლობალურ სცენაზე წარდგეს, ჩვენ გვხვდა წილად", - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი, რატი დანელია.

"პრეშფუდი" 2023 წელს შექმნილი აპლიკაციაა, რომელიც საშუალებას აძლევს მზა კვების ობიექტებს, იქონიონ წვდომა ათასობით მომხმარებელთან და განათავსონ თავიანთი ჭარბი პროდუქცია ძვირფასი ჩანთების მეშვეობით, ხოლო მომხმარებლებს შეუძლიათ სიმბოლურ ფასად დაჯავშნონ, მითითებულ დროს ეწვიონ და აღმოაჩინონ, თუ რა სახის პროდუქციას გადაარჩენენ მათთვის საყვარელი საკვები ობიექტებიდან.

რატი გვეუბნება, რომ "პრეშფუდის" გუნდისთვის აღნიშნული წარმატება კიდევ ერთი დასტურია, რომ ისინი სწორ საქმეს ემსახურებიან.

"ჩვენი საქმიანობისთვის ეს მიღწევა, უბრალოდ, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სწორ გზას ვადგავართ. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ "პრეშფუდის" მეშვეობით საქართველო გაეროს მიერ დაწესებულ მდგრადი განვითარების მიზნების (UN SDGs) შესრულებას კიდევ უფრო ახლოვდება, ვინაიდან სწორედ ამ კრიტერიუმის მიხედვით დავწინაურდით", - გვიყვება სტარტაპერი.

რატი დანელია Entrepreneur-თან ინტერვიუში მადლობას უხდის Impact Hub Tbilis-ს თანადგომისთვის.

სიახლეები

გამორჩეული ადამიანების თვისებები

რა განასხვავებთ ცხოვრების თამაშში "გამარჯვებულებს" დანარჩენებისგან?