Get All Access for $5/mo

ქართულმა სტარტაპმა Scroll-მა კვიპროსში დაიწყო ოპერირება "მუშაობა აია ნაპადან დავიწყეთ. შემდეგ იქნება ნიქოზია და ლიმასოლი"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

5-წლიანი პაუზის შემდეგი ქართული სტარტაპი Scroll კვიპროსში, კერძოდ აია ნაპაში იწყებს ოპერირებას. როგორც კომპანიის ბიზნესგანვითარების დირექტორმა დანიელ დოინიცინმა Entrepreneur-თან აღნიშნა, Scroll-ის ისტორია სწორედ კვიპროსიდან დაიწყო, თუმცა გარკვეული რეგულაციების გამო მუშაობა შეჩერდა.

"Scroll-ზე მუშაობა სწორედ კვიპროსიდან დავიწყეთ, თუმცა საწყის ეტაპზე ქვეყანაში კანონმდებლობის დახვეწა მიმდინარეობდა და გარკვეული მოთხოვნები იყო რეგულატორის მხრიდან. შემდეგ პანდემია დაგვემთხვა და ძალიან გაიწელა ეს პროცესი. სწორედ ახლა დაიწყო ტურისტული სეზონი კვიპროსში და შესაბამისად მუშაობა აია ნაპადან დავიწყეთ. შემდეგ იქნება ნიქოზია და ლიმასოლი", აღნიშნავს დანიელ დოინიცინი.

რამდენიმე კვირაში Scroll კვიპროსის სხვა ქალაქებშიც გამოჩნდება და იმავე პრინციპით იმუშავებს, როგორც საქართველოში. ამჟამად Scroll-ი საქართველოში, კერძოდ თბილისსა და ბათუმში ოპერირებს, სამომავლოდ კი ქუთაისის ათვისება იგეგმება.

კვიპროსის გარდა, საერთაშორისო მასშტაბით Scroll უკრაინაში, კერძოდ კიევშიც ფუნქციონირებს და საჯარო მოხელეებს გადაადგილებაში ეხმარება, ვიდრე კიევის ქუჩებში ბომბისა და სირენების ხმა ისმის. როგორც დანიელი აღნიშნავს, ამჟამად Scroll ნელ-ნელა წინ მიიწევს, სამომავლოდ კი საერთაშორისო დონეზე ერევნის ათვისებაც სურთ.

Scroll ელექტროსკუტერების გაზიარების სერვისია, რომელიც ამ სფეროში არსებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიის − Bird-ის პარტნიორია. Scroll-ის მთავარი ამოცანაა გარემოზე ზრუნვა და ის, რომ გადაადგილება უფრო სწრაფი და მოსახერხებელი იყოს.

ინსპირაცია

როგორ ვმართოთ შიში?

სიმშვიდე აუცილებელი პირობაა, რომ ადამიანმა წონასწორობა შეინარჩუნოს.

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან

სიახლეები

ფაგიო® სააფთიაქო ქსელებში დაბრუნდა

17,5 მილიონი ლარის 2-წლიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელების შედეგად, "ბიოქიმფარმი" გახდა ფაგების პირველი, GMP-სერტიფიცირებული ინდუსტრიული საწარმო როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში