Join our Waitlist for Expert Advice!

"კავავინი" - ღვინის კონცეპტუალური მაღაზიისა და ბარის პირველი ფილიალი საქართველოშიც გაიხსნა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

პრემიუმ კლასის ალკოჰოლის საკოლექციო მაღაზია და ბარი "კავავინი" საქართველოშია - ფრანგული ბრენდის პირველი მაღაზია ჭავჭავაძის გამზირზე, 58 ნომერში უკვე გაიხსნა და ვიზიტორებს ელის.

"კავავინი" ფრანგული წარმომავლობის საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც ამჟამად აერთიანებს 300-მდე ღვინის მაღაზიასა და ბარს ევროპის მასშტაბით. ბრენდი მთელი მსოფლიოდან ღვინის უნიკალურ კოლექციებს ფლობს.

"კავავინის" ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში გახლავთ კომპანია "ალკორიუსი". კომპანიის მიზანია ერთ სივრცეში გააერთიანოს და ხელმისაწვდომი გახადოს ღვინო მთელი მსოფლიოდან. როგორც "ალკორიუსის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ირაკლი ხალვაში, ამბობს, სწორედ ამიტომ შეირჩა "კავავინი" - ბრენდი ღვინის გაყიდვის მრავალწლიანი გამოცდილებით, რომელიც ასევე გამორჩეულია - როგორც კონცეპტუალურად, ისე სერვისის მიწოდების ხარისხით.

"კავავინი" ეს არის ადგილი მათთვის, ვინც აფასებს ალკოჰოლის მაღალ სტანდარტს, მაღაზია და ბარი, რომელიც გამოგზაურებთ მსოფლიო ღვინის სამყაროში, რათა აღმოაჩინოთ ახალი გემოები და დატკბეთ საინტერესო ისტორიებით თითოეული ეტიკეტ მიღმა. ჩვენს თაროებზე განლაგებულია საგულდაგულოდ შერჩეული ალკოჰოლური სასმლის კოლექციები, ღვინის რელიზები მთელ მსოფლიოში ცნობილი შატოებიდან და ვენახებიდან.

ხარისხი არის ყველაფრის საფუძველი, რასაც ვაკეთებთ. ღვინოების შერჩევიდან დაწყებული ჩვენი სივრცის დიზაინამდე, ყველა დეტალი განიხილება ჩვენი მომხმარებლებისთვის პრემიუმ გამოცდილების უზრუნველსაყოფად", - ამბობს ირაკლი ხალვაში.

მომხმარებელს "კავავინში" დახვდება ღვინის შერჩეული კოლექცია საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, პორტუგალიიდან, ესპანეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან და არგენტინიდან. სულ მალე ასორტიმენტს დაემატება ღვინის კოლექციები ე.წ. ახალი მსოფლიოდან (ჩილე, ახალი ზელანდია, ავსტრალია, აშშ).

მაღაზიას დაემატება ქართული მიმართულებაც, სადაც ქვევრის ტექნოლოგიით მომზადებული ქართული ბრენდები იქნება წარმოდგენილი. გარდა ამისა, რადგანაც "ალკორიუსი" საერთაშორისო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობაა, კომპანიას საშუალება ექნება, ქართული ბრენდები განათავსოს "კავავინის" ევროპულ მაღაზიებში. ეს კი, რასაკვირველია, ქართული ღვინის ცნობადობას გაზრდის.

"გარდა ამისა, სულ მალე ამოქმედდება ბარი, სალონი, სადაც მომხმარებელი შეძლებს დააგემოვნოს განსხვავებული და პიკანტური, მაღალი ხარისხის კოქტეილები და მძიმე ალკოჰოლური სასმელებ. ასევე შევთავაზებთ სხვადასხვა კულტურის, სხვადასხვა ქვეყნის ხემსს", - გვიყვება ირაკლი ხალვაში ინტერვიუში.

ასევე, კომპანია მზად არის დაეხმაროს ახალგაზრდებს განათლებასა და განვითარებაში როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რათა გახდნენ მაღალი რანგის პროფესიონალები ღვინის წარმოების მიმართულებით.

კომპანია "ალკორიუსის" მარკეტინგის მენეჯერი, ნათია გელაშვილი ამბობს, რომ "კავავინის" სივრცე, ღვინის ბარი ხშირად დაეთმობა კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს. ბარი უმასპინძლებს სხვადასხვა შეკრებას, მასტერკლასებს, იგეგმება ღონისძიებები მუსიკოსებთან, მხატვრებთან, ხელოვან ადამიანებთან ერთად. ასევე მოეწყობა საუბრები და დისკუსიები ამა თუ იმ საკითხზე.

"გარდა ივენთებისა, გვინდა ვუთხრათ მოსახლეობას, რომ ეს არის ევროპული ტიპის დაწესებულება, სადაც ველოდებით ყველას, ვისაც სურს გემრიელი სასმელი, სასიამოვნო, მშვიდი გარემო, კარგი მუსიკა.

ჩვენთან მომხმარებელს დახვდება მომსახურების მაღალი სტანდარტი. ჩვენი პროფესიონალი სომელიეები მზად არიან გაუწიონ მათ დახმარება და მიაწოდონ საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია ვაზის სხვადასხვა ჯიშის, ადგილწარმოების და დაგემოვნების შესახებ", - ამბობს ნათია.

Entrepreneur-თან ინტერვიუში ნათია საუბრობს იმაზეც, თუ როგორი გავლენა ექნება პრემიუმ ხარისხის სასმლის ბაზარზე გამოჩენას ქართულ მეღვინეობაზე. მისი თქმით, ეს ერთგვარი პოზიტიური გამოწვევა იქნება ქართველი მევენახეებისთვის, რომ მუდმივად ხარისხის გაუმჯობესებაზე იზრუნონ.

მსოფლიოს საუკეთესო შატოებიდან ჩამოტანილი ღვინო, ნათიას თქმით, იმოქმედებს მომხმარებლის ქცევაზე - მყიდველი, ცხადია, უკეთესი ხარისხის პროდუქციას აირჩევს. ეს კი პირდაპირ გავლენას იქონიებს ქართველ ღვინის მწარმოებლებზე და მისცემს მათ ბიძგს, არ დაკმაყოფილდნენ შედეგით, ყოველთვის იფიქრონ უკეთესობისკენ სვლაზე.

"მეორე მხრივ, ჩვენ თანადგომას და დახმარებას ვთავაზობთ ქართულ მეღვინეობებს, რომ მათი პროდუქცია ხელმისაწვდომი გახდეს მსოფლიოსთვის. ეს იქნება რამდენიმე გზით, კონკურსების, მასტერკლასების სახით და ასევე ქართული ღვინის ექსპორტით, როგორც უკვე ვთქვით", - გვეუბნება ნათია გელაშვილი.

"კავავინის" პირველი ფილიალი უკვე გახსნილია და მასპინძლობს ვიზიტორებს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, უკვე იგეგმება მეორე მაღაზიისა და ბარის გახსნაც - უახლოეს მომავალში "კავავინის" ახალ ფილიალს ბათუმში ვიხილავთ.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ანტრეპრენერობა - აზროვნების ტიპია

"რაღაც უნდა ისწავლოთ და ამავე დროს, რაღაც უნდა დაივიწყოთ"