კერხერ-საქართველო – 2025 წლის შეჯამება "მიმდინარე წელი "კერხერ-საქართველოსთვის" პოზიტიური და წინსვლით სავსე იყო. 2024 წელთან შედარებით წელს საშუალოდ 20%-ით გავიზარდეთ როგორც გაყიდვების მიმართულებით, ისე თანამშრომელთა რაოდენობით"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

წლის ბოლო საუკეთესო დროა თვითრეფლექსიისთვის – რა ვისწავლეთ 12 თვის განმავლობაში და საით მივდივართ? ეს პროცესი განსაკუთრებით აქტუალურია ბიზნესსექტორისთვის.

ცვალებადი გეოპოლიტიკური თუ ლოკალური რეალობა და მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე ძვრები ქართული კომპანიებისთვისაც სერიოზულ გამოცდად და, ამავდროულად, შესაძლებლობებად იქცა. რა ბარიერების გადალახვამ მოუწიათ მათ 2025 წელს და რით ამაყობენ ყველაზე მეტად?

ENTREPRENEUR GEORGIA-სთან საუბარში განვლილ პერიოდს აჯამებს და 2026 წლის მოლოდინებს გვიზიარებს ნიკოლოზ ბათირაშვილი, "კერხერ-საქართველოს" მმართველი დირექტორი.მიმდინარე წელი "კერხერ-საქართველოსთვის" პოზიტიური და წინსვლით სავსე იყო. 2024 წელთან შედარებით წელს საშუალოდ 20%-ით გავიზარდეთ როგორც გაყიდვების მიმართულებით, ისე თანამშრომელთა რაოდენობით. ეს მაჩვენებელი ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ასახავს როგორც ბაზარზე მზარდ მოთხოვნას, ისე ჩვენი გუნდის ძალისხმევასა და ერთიანობას. ეს შედეგი გვაძლევს მეტ თავდაჯერებულობასა და მოტივაციას, რომ მომავალ წელს მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტი სიახლე, მეტი ხელმისაწვდომობა და უკეთესი გამოცდილება შევთავაზოთ. ზრდა გვაძლევს პასუხისმგებლობასაც, განვაგრძოთ ხარისხის შენარჩუნება და ის სტანდარტი, რომელსაც "კერხერი" წარმოადგენს. ამ წარმატებულ წელს ვაფასებთ როგორც სტაბილური განვითარების მყარ ეტაპს, რომელიც გვაჩვენებს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ და გვაქვს რესურსი, კიდევ უფრო მეტად გავაფართოოთ ჩვენი შესაძლებლობები როგორც მომხმარებლებისთვის, ისე გუნდისთვის.

რეგიონში არსებული პოლიტიკურ სტაბილურობა, ლარის კურსის მერყეობა და ბაზარზე მზარდი კონკურენცია – ეს ფაქტორები პირდაპირ ახდენს გავლენას მომხმარებლის ქცევაზე, გეგმებზე და, ზოგჯერ, შეძენის გადაწყვეტილებებზეც. მიუხედავად ამისა, შევძელით ამ გამოწვევებთან ეფექტიანად გამკლავება. ბაზრის ცვლილებებზე სწრაფი რეაგირებით, სტაბილური ოპერირებითა და სწორი ფინანსური დაგეგმვით შევინარჩუნეთ ზრდის დინამიკა. კონკურენციის ზრდა კი ჩვენთვის დამატებითი სტიმულია – გვაიძულებს, მუდმივად განახლება, მეტი მომხმარებლისთვის მისაწვდომობა და ხარისხის კიდევ უფრო მაღალი სტანდარტის დაცვა დავნერგოთ. შედეგად, მიუხედავად გარემო ცვლილებებისა, კომპანიამ განაგრძო წინსვლა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მოქნილობა, გააზრებული სტრატეგია და გუნდის ერთიანობა ყველაზე ეფექტიანი პასუხია ნებისმიერ გამოწვევაზე.

წლის ყველაზე საამაყო პროექტად მიჩნეულია ახალი ავტობაზის აშენება, რომელიც 5 აგრეგატითაა აგებული და სრულად შეესაბამება თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს. ეს ობიექტი უნიკალურია არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ მთელი კავკასიის მასშტაბით – მას შეუძლია ერთდროულად 5 ავტობუსის გარეცხვა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ეფექტიანობასა და მომსახურების სისწრაფეს. პროექტის განსაკუთრებულ ღირებულებას მისი ეკოლოგიურობა და ეკონომიურობა განსაზღვრავს: რეცხვის პროცესში გამოყენებული წყლის 85% გადამუშავდება და ფილტრაციის შემდეგ ხელახლა გამოიყენება. ეს არა მხოლოდ მნიშვნელოვნად ამცირებს წყლის მოხმარებას, არამედ გარემოზე ზეგავლენა მინიმუმამდე დაჰყავს. ეს პროექტი ჩვენი გუნდისთვისაა განსაკუთრებული – იგი ნათელი მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება ინოვაციის, ეკოლოგიური პასუხისმგებლობისა და თანამედროვე ინჟინერიული გადაწყვეტილებების შერწყმით შეიქმნას პროდუქტი, რომელიც სტანდარტებს არა მხოლოდ იცავს, არამედ თავად აყალიბებს.

2026 წელი "კერხერ-საქართველოსთვის" იქნება განვითარების ახალი ეტაპი. კომპანიას ექნება ახალი, თანამედროვე ოფისი, რომელიც უზრუნველყოფს უფრო კომფორტულ და ეფექტიან სამუშაო გარემოს. დაგეგმილია ინოვაციური შოურუმების გახსნა, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ადგილზე გაეცნონ ჩვენს უახლეს ტექნიკას, გამოცადონ პროდუქტები და მიიღონ პროფესიონალური კონსულტაცია.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სერვისის განახლებას: ტექნიკური ცენტრები განახლდება, გაიზრდება მათი შესაძლებლობები და კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით უზრუნველყოფილი იქნება მომსახურების ხარისხი. ასევე, საქართველოს ბაზარზე იქნება წარმოდგენილი "კერხერის" ინოვაციური ტექნიკის ახალი სერია, რომელიც მომხმარებლებს მისცემს ეფექტური, ენერგო-ეკონომიური და თანამედროვე გადაწყვეტილებების გამოყენების შესაძლებლობას.

ერთი სიტყვით, "კერხერ-საქართველოსთვის" 2026 წელი იქნება პროგრესის, ინოვაციებისა და მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდის წელი.