ხელოვნური ინტელექტი "სამუშაო ადგილებს გააქრობს", მაგრამ ადამიანებს, რომლებსაც ეს უნარები აქვთ, შესაძლებლობების "დიდი არჩევანი" ექნებათ - ჯეიმი დიმონი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა სამუშაო ბაზარი შეცვალოს, თუმცა, JPMorgan Chase-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯეიმი დიმონის თქმით, გარკვეული უნარების ფლობა ადამიანებს კარიერის გადარჩენაში დაეხმარება.

"AI სამუშაო ადგილებს გააქრობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანები უქმად დარჩებიან", - აცხადებს დიმონი. მისი თქმით, მთავარია კრიტიკული აზროვნება, ემოციური ინტელექტი (EQ), კომუნიკაცია, წერა და გუნდში მუშაობა.

"ამ უნარებით სამუშაოს უხვად იპოვით".

მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტები შრომის ბაზარზე მოსალოდნელ კრიზისზე საუბრობენ (მათ შორის, Anthropic-ის დირექტორი, დარიო ამოდეი აფრთხილებს, რომ უახლოელ წლებში თეთრი საყელოების სამუშაოების ნახევარმდე გააქრობს), დიმონის რჩევა სწორედ ამ გამოწვევებთან გამკლავებას ისახავს მიზნად.

ცვლილებებს სხვა აღმასრულებელი დირექტორებიც პროგნოზირებენ.

"ცხადია, რომ ხელოვნური ინტელექტი ფაქტობრივად ყველა პროფესიას შეცვლის", - აღნიშნა Walmart-ის დირექტორმა დაგ მაკმილონმა.

ჯეიმი დიმონი კი ლიდერებისთვის ე.წ. "რბილი უნარების" (soft skills) მნიშვნელობას უსვამს ხაზს. მისი თქმით, ეფექტიან ლიდერს უნდა შეეძლოს სწორი კითხვების დასმა, სხვისი გამოცდილების გაზიარება და საკუთარ შეცდომებზე სწავლა.

"თუ რეალობასა და ცვლილებებს ადეკვატურად ვერ აფასებთ, ადრე თუ გვიან, მარცხისთვის ხართ განწირული", - აცხადებს ის.

დიმონის მოსაზრებას სხვა ბიზნესლიდერებიც იზიარებენ. Amazon Web Services-ის დირექტორი, მეთ გარმანი აღნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში წარმატების მთავარი გასაღები კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა და ცვლილებებთან ადაპტაციის უნარია - AI-ს ადმინისტრაციული და ტექნიკური დავალებების შესრულება შეუძლია, თუმცა ნიუანსირებული გადაწყვეტილებების მიღება ჯერ კიდევ ადამიანის პრეროგატივაა.

ექსპერტების თქმით, ტექნოლოგიურ ეპოქაში უმნიშვნელოვანესია ეფექტიანი კომუნიკაცია და ემოციური ინტელექტი (EQ). კოლეგებთან ურთიერთობის დამყარება, პასუხისმგებლობის აღება და მოსმენის კულტურა პროფესიულ გავლენას ზრდის.

ჰარვარდის პროფესორი ელისონ ვუდ ბრუქსი დასძენს, რომ ნამდვილი "სუპერძალა" არა უბრალოდ თავის დაქნევა, არამედ თანამოსაუბრის ყურადღებით მოსმენა, ინტერესის გამოხატვა და სიღრმისეული კითხვების დასმაა.