Kia-ს სამი გამარჯვება Golden Steering Wheel-ზე EV2-მა, K4 Sportswagon-მა და EV5-მა გერმანიის ყველაზე პრესტიჟული საავტომობილო ჯილდო მოიპოვა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Kia "Golden Steering Wheel"-ის მთავარი გამარჯვებული გახდა: ჯილდო ერთდროულად EV2-მა, K4 Sportswagon-მა და EV5-მა მიიღეს. Kia პირველი არაევროპული ბრენდია, რომელმაც ერთ წელიწადში ერთზე მეტი "Golden Steering Wheel" ჯილდო მოიპოვა.
"Golden Steering Wheel" გერმანიის ყველაზე პრესტიჟული საავტომობილო ჯილდოა, რომელსაც AUTO BILD და BILD am SONNTAG აწყობენ. წელს კონკურსი 50-ედ ჩატარდა: 90 ნომინირებული მოდელიდან 27 ფინალისტი შეირჩა.

K4 Sportswagon-მა კომპაქტურ კლასში VW ID.3 Neo და Cupra Born დაამარცხა, EV5-მა კომპაქტური SUV-ების კატეგორიაში Audi Q3-სა და Cupra Formentor VZ5-ს აჯობა, EV2 კი "საუკეთესო ავტომობილი 30 000 ევრომდე" გახდა.
ფინალისტები DEKRA-Lausitzring-ის ტრასაზე 23-წევრიანმა ჟიურიმ გამოსცადა, მათ შორის რალის ცხრაგზის მსოფლიო ჩემპიონმა სებასტიენ ოჟიემ და ბორის ბეკერმა.
"სამი ჯილდო "Golden Steering Wheel"-ზე Kia-სთვის დიდი პატივი და მთელი ჩვენი გუნდის შრომის შესანიშნავი აღიარებაა", — განაცხადა Kia-ს პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ჰო სუნგ სონგმა. — "ბოლო თორმეტ თვეში Kia-მ რამდენიმე ნოვატორული მოდელი წარადგინა და დღეს ევროპის ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე ფართო და განახლებულ მოდელების ხაზს გთავაზობთ."
"ის, რომ Kia-მ სამ სხვადასხვა კატეგორიაში გაიმარჯვა, როგორც ელექტრო, ისე ბენზინის ძრავიანი მოდელებით, აჩვენებს, რომ ბრენდი სხვადასხვა კლასში საუკეთესო საერთო პაკეტს სთავაზობს", — აღნიშნა AUTO BILD-ის მთავარმა რედაქტორმა რობინ ჰორნიგმა.
ახალ გამარჯვებულებთან ერთად Kia-ს უკვე რვა მოდელს აქვს "Golden Steering Wheel" ჯილდო მიღებული. წინა წლების გამარჯვებულები არიან XCeed (2019), Sorento (2020), Niro EV (2022), EV9 (2023) და EV3 (2024).
კომპანიის შესახებ
Kia საქართველო ადგილობრივ ბაზარზე Kia-ს გლობალურ გამოცდილებას, საერთაშორისო სტანდარტებსა და ინოვაციებს აერთიანებს. ბრენდის საერთაშორისო წარმატება და ისეთი აღიარებები, როგორიცაა "Golden Steering Wheel"-ის სამ კატეგორიაში გამარჯვება, იმ ხარისხისა და განვითარების დასტურია, რომელსაც Kia მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებლებს სთავაზობს. Kia საქართველოს მიზანია, ეს გამოცდილება ქართველ მომხმარებლამდეც მოიტანოს და ავტომობილის შერჩევიდან მისი ფლობის ყველა ეტაპზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება უზრუნველყოს.