"კოლოსის" გზა და მისი ახალი პროექტი "ეზო"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბინის შეძენა მარტივი გადაწყვეტილება და ჩვეულებრივი ტრანზაქცია არ არის – ეს გრძელვადიანი გადაწყვეტილებაა, რომლის მიღებისას ადამიანი ცდილობს ზუსტად იცოდეს, რას ყიდულობს. მთავარი არა მხოლოდ ლოკაცია ან ფასია, არამედ რამდენად გახდება მისი საცხოვრებელი გარემო უფრო უსაფრთხო, ხარისხიანი და ნამდვილად ისეთი, როგორსაც ჰპირდებიან.

ქალაქის აჩქარებულმა ტემპმა, დატვირთულობამ და სტრესმა ისიც დაგვანახა, რომ საცხოვრებელი სივრცე არის არა უბრალოდ ბინა, არამედ გარემო, რომელსაც ყოველდღე ვეხებით.

ასევე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ამ გადაწყვეტილებისას არის – ვინ აშენებს?

დეველოპერის მიმართ ნდობა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა. რეკლამაში ყველაფერი ყოველთვის ბრჭყვიალაა, მაგრა რამდენად გადადის ეს ყველაფერი საბოლოო ხარისხში, დეტალებში? ვინ არის კომპანია, რამდენად სტაბილურია, სრულდება თუ არა პროექტები ზუსტად დროში, როგორი გუნდია, როგორ შეასრულეს პირობები სხვა პროექტებში? სწორედ აქედან იწყება გადაწყვეტილება.

ბაზარზე არაერთი ისეთი კომპანია არსებობს, რომელსაც აქვს დადებული პირობის შესრულების ამბიცია. ჩვენ ერთ-ერთ მათგანზე გიყვებით.

ქართული დეველოპერული კომპანია "კოლოსი" 7 წელია ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე პასუხისმგებლიან გუნდად ჩამოყალიბდა. მცირე განაშენიანებით დაწყებული, მრავალფუნქციურ პროექტებამდე მისული კომპანია დღეს ბაზარს სთავაზობს მთავარ პრინციპს – ჩვენი სახლის მცხოვრებლებს ზედმიწევნით უნდა შეუსრულდეთ ყველა მიცემული პირობა.

ეს მიდგომა კომპანიის ისტორიაშიც ჩანს:

"კოლოსი" 100%-ით ქართული კომპანიაა. ის ადგილობრივ კაპიტალს, ქართულ ხედვასა და ქართულ პროფესიონალებს ეყრდნობა.

"კოლოსს" 7-წლიანი თანმიმდევრული განვითარების ისტორია აქვს მცირე პროექტებიდან კომპლექსურ დეველოპმენტამდე.

ყველა პროექტს ჯანსაღი ფინანსური მოდელი უმაგრებს ზურგს.

ვადებში დასრულებული ყველა პროექტი, რაც "კოლოსისთვის" მუშაობის აუცილებლი პირობაა.

ბოლო 7 წლის განმავლობაში ყველა პროექტი ზუსტ ვადებში ჩაჰბარდა. მეტიც, ხშირად იმაზე უკეთესი ხარისხით და პირობებით, ვიდრე თავდაპირველ გეგმაში თუ შეთანხმებაში ეწერა.

ესეც "კოლოსის" ფაქტობრივი ისტორია:

– საცხოვრებელი სახლი მირიან მეფის ქუჩაზე, დიდ დიღომში, რომელიც გამოირჩევა როგორც არქიტექტურული გადაწყვეტით, ისე პრემიუმ ხარისხის სამშენებლო მასალებით.

პროექტი ფატმანის ქუჩაზე, დიდ დიღომში, განსაკუთრებული საცხოვრებელი კომპლექსი, ლოკაციასთან თავსებადი არქიტექტურით და სპეციალურად შექმნილი რეკრეაციული ზონით.

პროექტი ტარიელის ქუჩაზე, თანამედროვე არქიტექტურის საცხოვრებელი სახლი განსხვავებული დიზაინით.

კერძო დასახლება საგურამოში, ყველა სახლი ინდივიდუალური არქიტექტურითა და დიზაინით, დასრულებული, პრემიუმ ხარისხის მშენებლობით, კეთილმოწყობილი ეზოებით, პერსონალური აუზებით.

ოთხი პროექტი ლისზე, ცაცხვების ქუჩაზე, პრემიუმ კლასის საცხოვრებელი სახლები, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე დიზაინისა და ტრადიციული, მყარი მშენებლობის ნაზავს.

"კოლოსის" დასრულებული პროექტები:

www.coloss-development.com

ყველა ეს პროექტი ზუსტ ვადებში ან შეთანხმებულზე ადრე დასრულდა და იმაზე უკეთესი პირობებით, ვიდრე თავდაპირველად იყო დაგეგმილი.

"კოლოსში" ამბობენ, რომ არასდროს უყურებენ მშენებლობას, როგორც "ჩასაბარებელ" პროექტს, მათთვის მშენებლობა არის ადამიანებისთვის ცხოვრების გარემოს შექმნა, სადაც ყველა დეტალი მნიშვნელოვანია.

"ეზო"ახალი საცხოვრებელი კომპლექსი ორთაჭალაში, რომელიც ახალ სტანდარტს ქმნის

თუ დღემდე "კოლოსის" პორტფოლიო გამოირჩეოდა საქმისადმი პასუხისმგებლობით, ორთაჭალაში დაწყებული პროექტი "ეზო" უკვე სხვა მასშტაბის დასტურია.

რატომ "ეზო"?

როგორც თავად გუნდისგან ვიგებთ, "ეზო" არის იდეა, რომელიც ბევრ მნიშვნელოვან ფაქტორს აერთიანებს:

– კულტურულ კოდს – ეზოს, სივრცეს, სადაც ურთიერთობა იქმნება,

– ადამიანზე მორგებულ გარემოს – ყველა თაობისა და ცხოვრების სტილისთვის საოცნებო, უნივერსალურ ინფრასტრუქტურას,

– სივრცეს, სადაც ცხოვრება არა მხოლოდ კომფორტულია, არამედ მშვიდი და ჯანსაღი – გარანტირებული, დაცული ხედებით, მთისა და მდინარის ჰაერის ნაზავით.

ირაკლი ინგოროყვა "კოლოსის" დამფუძნებელი:

"ეს ის პროექტია, სადაც გვინდოდა ადამიანური ურთიერთობების კულტურა და თანამედროვე ცხოვრების წესი ყველა თაობისთვის გაგვეერთიანებინა.

"ეზო" ეფუძნება დღეს მსოფლიოში უფრო და უფრო პოპულარულ "მესამე სივრცის" კონცეფციას. ეს არის ნეიტრალური, ხელმისაწვდომი და სტუმართმოყვარე სივრცე, სადაც ადამიანები არაფორმალურად ატარებენ დროს. ამ კონცეფციით, ჩვენ თანამედროვე და კომფორტული სახლის ირგვლივ განვავითარეთ 10 ათას კავდრატულ მეტრზე მოწყობილი ეზო, სადაც სხვადასხვა თაობა შეიკრიბება, ერთმანეთს გაუზიარებენ ახალ ამბებს, დაკავდებიან სპორტით მოედანსა თუ აუზზე, ახალგაზრდები გაერთობიან, ისწავლიან, ღია კინოთეატრში უყურებენ ფილმს მეგობრებთან ერთად, მშობლები და შვილები გაასეირნებენ თავიანთ ოთხფეხა მეგობრებს.

ჩვენ ვაშენებთ გამორჩეულ სახლს დიდ ეზოში, სადაც შეგიძლია განიტვირთო, იმუშაო, ისწავლო, დაისვენო, დაკავდე სპორტით, შეხვდე მეგობრებს ან, უბრალოდ, დრო გაატარო თავისუფლად".

დღევანდელ მშენებლობების ბუმში მართლაც ცოტაა ისეთი პროექტი, რომელშიც სამშენებლო მოედნის 80%-ზე მეტი ეზოს, რეკრეაციას, მწვანე ინფრასტრუქტურას უკავია.

მნიშვნელოვანი ალბათ ისიცაა, რომ ეს სიკეთეები საერთოა ყველა მცხოვრებლისთვის – შენ ერთოთახიანი სტუდიოს ტიპის ბინა გაქვს 30 კვ.მ-დან თუ პენტჰაუზი, ყველა მობინადრე ერთიანად იღებს იმ სიკეთეს, რაც "ეზოს" მოაქვს.

"ეზოს" მთავარი უპირატესობები:

ადგილმდებარეობა – ორთაჭალის ეკოლოგიურად სუფთა ზონა, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად და პრესტიჟულ უბნად გარდაიქმნება.

"ეზო" მდებარეობს მშვიდ, ერთგვარად პრივატულ სივრცეში, სადაც ქალაქის ხმაური არ აღწევს, მაგრამ ცენტრალურ წერტილებამდე, მაგალითად, თავისუფლების მოდენამდე მისასვლელად 10 წუთზე ნაკლებია საჭირო.

ეზოს კონცეფცია – დიდ, გამწვანებულ სივრცეებში განთავსებული:

საცურაო აუზი

ამფითეატრი კულტურული ეპიცენტრი

პადელის მოედანი

სრული ფიტნეს სპექტრი

სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი ფუნქციური ზონები

შინაური ცხოველების ზონა

ბუნებაში ინტეგრირებული ფანჩატურები

მოსასვენებელი ზონები ყოველ 50 მეტრში

შენარჩუნებული მრავალწლოვანი ხეები და ბუნებრივი ეკოსისტემა

სეზონური ყვავილების ზონები

ველო და სარბენი ბილიკები

ეს ყველაფერი მცხოვრებლებს სიმშვიდის განცდას ანიჭებს არა მხოლოდ თავიანთ ბინებში, არამედ გარეთაც.

ხარისხი, რომელიც დეტალებშიც ჩანს და არახილვად ფენებშიც.

"კოლოსი" ყველა პროექტში იყენებს მაღალი ხარისხის მასალებს, თუმცა "ეზოში" ის რეალურად პრემიალურია: ბედეგის ბლოკი მაქსიმალური თბო და ხმის იზოლაციისთვის, ალუმინის ორშრიანი მინა-პაკეტის კარ-ფანჯარა, ყველა კლიმატზე მორგებული, თანამედროვე დიზაინით დამუშავებული ფასადი, თითოეულ სართულზე სამი OTIS-ის ლიფტი, უმაღლესი ხარისხის ლობი და სადარბაზო, დაცვისა და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემები, ორდონიანი ავტოპარკინგი და სხვა.

სმარტ ტექნოლოგიები და EZO App ციფრული აპლიკაცია-ასისტენტი, რაც საშუალებას მოგცემს მიიღო და მართო შემდეგი სერვისები: კონსიერჟის მომსახურება, ამფითეატრის ღონისძიებების კალენდარი, აუზის დაჯავშნა, ტერიტორიაზე არსებული მაღაზიების თუ სხვა სერვისების შემოთავაზებები, ტრაფიკის კონტროლი და სხვა.

ჩვენ მენეჯმენტის და გუნდის წევრებს ერთი საერთო ბლიც-კითხვა დავუსვით: რა არის ის მთავარი ღერძი, რის გარშემოც მყარად ვითარდება "კოლოსი"?

ირაკლი ინგოროყვა, დამფუძნებელი:

"ჩვენ ასე ვაშენებთ: რასაც დავპირდით, ზუსტად იმას ვაკეთებთ. და ხშირად უფრო მეტსაც. ხარისხი და პასუხისმგებლობა ისაა, რის გამოც გვიბრუნდებიან და გვირჩევენ".

ამირან ანდღულაძე, დირექტორი:

"დეტალები, რომლებიც არ ჩანს. იქ იწყება ნამდვილი ხარისხი და პასუხისმგებლობა თითოეულ ოჯახზე.

ჩვენი მშენებლობის პროგრესი და ტემპი, ხარისხის მუდმივი მონიტორინგის პირობებშიც, არის გამორჩეული".

თამარ ჯაფარიძე, პროექტების განვითარების ხელმძღვანელი:

"ყველაზე ხშირად მეკითხებიან, რა განასხვავებს "კოლოსის" პროექტს?

ჩემი პასუხი ერთი და მარტივია: ხედვა, რომელიც სრულად მომავალი მცხოვრებლის საჭიროებაზეა მორგებული. "ეზო" ყველა ასეთ საჭიროებას და კომფორტს ერთ საოცარ სივრცეში აერთიანებს".

ორთაჭალაში, გორგასლის 113-ში მშენებარე "ეზოში" უკვე გადმოვიდა "კოლოსის" მთელი გუნდის სათავო და გაყიდვების ოფისები.

მთელი ტერიტორიის დათვალიერებისას რწმუნდები, რომ ეს არაა მხოლოდ საცხოვრებელი ბლოკების მშენებლობა. ეს მართლაც ახალი სივრცის, ახალი ეკოსისტემის შექმნაა, მთასა და მდინარეს შორის, და ამავე დროს, ცენტრიდან რამდენიმე წუთის დაშორებით.

თუ "კოლოსს" დღემდე იცნობდნენ პასუხისმგებლობით და ხარისხით – "ეზოს" შემდეგ მას უკვე გაიცნობენ როგორც კომპანიას, რომელიც ქმნის თანამედროვე ცხოვრების ახალ სტანდარტს.

P.S. ახალი წელი ახლოვდება!

"კოლოსი" თავის მოხმარებელს განსაკურებულ შეთავაზებებს უმზადებს!

ბუნებრივია, მათ, ვისი საახალწლო სურვილიცაა – სახლი დიდ "ეზოში"!