კონფლიქტი თეთრ სახლში - რა მოხდა დონალდ ტრამპსა და ილონ მასკს შორის?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ილონ მასკმა სულ რამდენიმე საათის წინ გავრცელებულ განცხადებაში პლატფორმა X-ზე თქვა, რომ "დონალდ ტრამპი ეფშტეინის ფაილებშია" და სწორედ აშშ-ის პრეზიდენტის გამო არ საჯაროვდება ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ინფორმაცია სრულად.

როგორც ცნობილია, "ეფშტეინის ფაილების" სახელით მოიხსენიებენ ტრეფიკინგსა და სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული ჯეფრი ეფშტეინის გახმაურებული საქმის მასალებს. გავრცელებული ცნობებითვე, ამერიკელ ფინანსისტსა და ბიზნესპერსონასთან ახლო კავშირი ჰქონდა როგორც ჰოლივუდის ბევრ ვარსკვლავს, ისე სხვადასხვა პოლიტიკოსს, მათ შორის დონალდ ტრამპსაც.

თუმცა, მასკსა და ტრამპს შორის განხეთქილება უფრო ადრე დაიწყო და უკავშირდება ბიზნესმენის მიერ "დიდი, მშვენიერი" ბიუჯეტის წინააღმდეგ წასვლას. აღნიშნული დოკუმენტი წარმომადგენელთა პალატამ უკვე მიიღო. კანონპროექტი საგადასახადო შეღავათებსა და ხარჯების შემცირებას ეხება, რაც ბიზნესმენისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. BBC წერს, რომ მასკის თქმით, ახალი ბიუჯეტი "უპასუხისმგებლოდ გაზრდის აშშ-ის ეროვნულ ვალს". ის მოუწოდებდა თანამოაზრეებს, ბიუჯეტის გეგმა გაეპროტესტებინათ.

მილიარდერებს შორის კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდა ხუთშაბათს - მათ ერთმანეთი საკუთარ მფლობელობაში არსებულ სოციალურ ქსელებში გააკრიტიკეს. BBC წერს, რომ მათი მოულოდნელი ალიანსი "მწარე დასასრულისკენ მიდის".

ტრამპმა განაცხადა, რომ მასკის მხრიდან კანონპროექტის კრიტიკას არ მოელოდა და "ერჩივნა, პირადად გაეკრიტიკებინა". საპასუხოდ კი მასკმა თქვა, რომ ტრამპი მისი მხარდაჭერის გარეშე არჩევნებს ვერ მოიგებდა და პრეზიდენტს "უმადურობა" დააბრალა.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მასკს ელექტრომობილების სუბსიდიების გაუქმება არ მოეწონა, რადგან ეს Tesla-ზეც უარყოფითად აისახებოდა. ეს კი ბიზნესმენმა უარყო. თუმცა, პრეზიდენტსა და მილიარდერს შორის კონფლიქტის გამწვავების შემდეგ Tesla-ს აქციების ფასები დაახლოებით 14%-ით შემცირდა.

მასკისა და ტრამპის პარტნიორობა მაშინ დაიწყო, როდესაც მასკმა ტრამპს წინა ივლისში საჯაროდ დაუჭირა მხარი პენსილვანიაში მომხდარი მკვლელობის მცდელობის შემდეგ. გავრცელებული ცნობებით, Tesla-ს მფლობელმა მისი თეთრ სახლში დაბრუნების კამპანიაში 290 მილიონი დოლარი ჩადო.

ილონ მასკი ტრამპის ადმინისტრაციაში მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა და ის მუშაობის დაწყებიდან ზუსტად 129-ე დღეს დატოვა.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი