Kontakt-ის უპრეცედენტო კამპანია, რომელიც კომუნალურ გადასახადებს რეალურ შეღავათად აქცევს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კომუნალური გადასახადების ზრდა ალბათ თქვენც შეამჩნიეთ - ბოლო პერიოდში გაზრდილმა ტარიფებმა ბევრი ოჯახის ყოველთვიურ ხარჯებზე საგრძნობლად იმოქმედა. სწორედ ამ ფონზე, Kontakt-მა მომხმარებლებისთვის ახალი შეთავაზება წარადგინა - კომპანია კომუნალური გადასახადების თანხას ტექნიკის შეძენისას ფასდაკლებად გითვლით.
საქართველოში კომუნალურ მომსახურებაზე დაახლოებით 1 500 000-ზე მეტი აბონენტია რეგისტრირებული, შესაბამისად შეთავაზება საკმაოდ მასშტაბურია.
დეტალების გასარკვევად კამპანიის პირობები ადგილზე გადავამოწმეთ და გიზიარებთ პირობებს:
რა პირობებს მოიცავს აქცია?
აღნიშნული შეთავაზება მოქმედებს საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და ტელევიზორებზე. მთავარი პირობა კი ისაა, რომ კომუნალური გადასახადის ოდენობა არჩეული პროდუქტის ღირებულების მაქსიმუმ 20%-ს უნდა შეადგენდეს.
კამპანია განსაკუთრებით საინტერესოა სწორედ ამ პერიოდში, როცა გაზრდილი ტარიფები მომხმარებლებისთვის დამატებით ფინანსურ დატვირთვას ქმნის. Kontakt-ის ახალი ინიციატივა კი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, ყოველთვიური ხარჯი რეალურ შეღავათად აქციონ.
აღნიშნული აქცია მაისის ბოლომდე გაგრძელდება.