"კრისტალი" მომხმარებლებს მაღალი სარგებლისა და სანდოობის გარანტიით დეპოზიტებს სთავაზობს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საფინანსო ბაზარზე ახალ ეტაპზე გადასულმა "კრისტალმა", მიკრობანკის ლიცენზიის მიღების შემდეგ, მომხმარებლებისთვის დეპოზიტების შეთავაზება დაიწყო. ეს არის პროდუქტი, რომელიც გამორჩეულია საპროცენტო განაკვეთებითა და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული მოქნილი პირობებით.

"კრისტალის" დეპოზიტებით სარგებლობა მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს, დაზოგილი თანხა შემოსავლის სტაბილურ წყაროდ აქციონ. მნიშვნელოვანია, რომ მიკრობანკი ჩართულია "დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში", რომელიც საქართველოს კანონის საფუძველზე მოქმედებს. ეს ნიშნავს, რომ ყველა დეპოზიტი დაზღვეულია 30 000 ლარის ფარგლებში და მომხმარებლის ფინანსური უსაფრთხოება სრულად დაცულია. შესაბამისად, ბანკთან თანამშრომლობა არა მხოლოდ მოგებიანია, არამედ სანდოობის მაღალ სტანდარტსაც აკმაყოფილებს.

დეპოზიტების გახსნა შესაძლებელია როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის. მინიმალური ოდენობა 100 ლარს შეადგენს, მაქსიმალური კი 30 000 ლარია, ან შესაბამისი თანხა დოლარსა ან ევროში. ვადები მომხმარებლის სურვილზეა მორგებული – მინიმუმ 3-დან მაქსიმუმ 24 თვემდე. საპროცენტო განაკვეთები კი განისაზღვრება დარიცხვის წესისა და დეპოზიტის ვადიანობის მიხედვით. მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს პროცენტის ყოველთვიური დარიცხვა, ვადის ბოლოს მიღება ან წინასწარ დარიცხვა – რაც დამატებით მოქნილობასა და არჩევანს სთავაზობს მათ.

"კრისტალის" საბანკო პროდუქტების წარდგენა ბაზარზე 16 ივნისს დაიწყო. ამ ეტაპზე მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ გახსნან საბანკო ანგარიშები და განახორციელონ ტრანზაქციები როგორც ლარში, ისე უცხოურ ვალუტაში. 23 ივნისიდან კი მათ დეპოზიტების გახსნის შესაძლებლობაც მიეცათ. განსაკუთრებით აღსანიშნავია მოქმედი სააქციო პირობები, რომლებიც 1 აგვისტომდე გაგრძელდება: ლარში დეპოზიტებზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 14%-მდე, დოლარში — 7%-მდე, ხოლო ევროში — 4.75%-მდე. ეს მაჩვენებლები "კრისტალის" დეპოზიტს მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს სხვა ფინანსური ინსტიტუტების შეთავაზებებთან შედარებით.

დეპოზიტების დანერგვის გადაწყვეტილება "კრისტალმა" საქართველოს ბაზარზე არსებული ტენდენციებისა და მომხმარებლის საჭიროებების გათვალისწინებით მიიღო. ბოლო წლებში ქვეყანაში დეპოზიტებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. სწორედ ამ მოთხოვნის საპასუხოდ, ბანკმა ერთ-ერთ მთავარ პროდუქტად სწორედ დეპოზიტები წამოსწია. მათი პირობებიც მაქსიმალურად მორგებული და ხელმისაწვდომია სხვადასხვა შემოსავლის მქონე პირებისთვის.

სანამ "კრისტალი" საბანკო საქმიანობას დაიწყებდა, ის მომხმარებლებს უკვე სთავაზობდა საინვესტიციო პროდუქტს – "მონეტას", რომელიც განკუთვნილი იყო უფრო დიდი მოცულობის ინვესტიციებისთვის და მაღალი საპროცენტო სარგებლის შესაძლებლობას აძლევდა დაინტერესებულ პირებს. თუმცა მისი მინიმალური ოდენობა 100 000 ლარით განისაზღვრებოდა. დეპოზიტების შემთხვევაში კი თანხა გაცილებით უფრო ხელმისაწვდომია – სულ რაღაც 100 ლარი, რაც ინვესტირების შესაძლებლობას ბევრად უფრო ფართო აუდიტორიას აძლევს.

27-წლიანმა გამოცდილებამ, საერთაშორისო ინვესტორებთან თანამშრომლობამ და სანდოობამ "კრისტალს" ბაზარზე გამორჩეული რეპუტაცია მოუტანა. გამჭვირვალობასა და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული საქმიანობა არაერთხელ იქნა აღიარებული ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. სწორედ ეს მყარი საფუძველი უჩენს მომხმარებლებს მეტ ნდობას და არწმუნებს, რომ მათი ფინანსური მიზნების მიღწევა "კრისტალთან" პარტნიორობით ნამდვილად შესაძლებელია.

მომდევნო თვეებში "კრისტალი" გეგმავს კიდევ უფრო მრავალფეროვანი პროდუქტების დანერგვას ინოვაციური მიდგომითა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პირობებით. სექტემბრიდან კი მომხმარებლები შეძლებენ ისარგებლონ პლასტიკური ბარათებითაც, რაც საბანკო მომსახურებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომსა და სრულყოფილს გახდის.

მიკრობანკი "კრისტალი" საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიკურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას "კრისტალი" 27-წლიანი გამოცდილებითა და სანდო იმიჯით, 566-მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 48 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლითა და ქვეყნის მასშტაბით 100 000-ზე მეტი უნიკალური მომხმარებლით შეხვდა. "კრისტალის" პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.

ინდუსტრიული ტრენდები

ცხოვრება დაკიდებულ სივრცეებში

"კაზა სოლე" – ქართული არქიტექტურული პროექტი, რომელმაც საკუთარი ხედვა მსოფლიო არქიტექტურულ სცენაზე წარმოადგინა

Business News

Villa Perla By NEXT: ნექსთი ესპანეთშია!

მარბეია არაერთი წლის განმავლობაში ინარჩუნებს მოწინავე პოზიციას ევროპის უძრავი ქონების ბაზარზე