კრისტალის საკურორტო ზონა 2025-2026 წლის ზამთრის სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურითა და სიახლეებით ხვდება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

როცა საუბარია ზამთრის სეზონზე და სამთო-სათხილამურო კურორტებზე, დამსვენებლებისა და ინვესტორებისთვის გადამწყვეტი ფაქტორი გამართული ინფრასტრუქტურა და კომფორტია. "კრისტალის" საკურორტო ზონა, რომელიც ბაკურიანში დასვენების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს, 2025-2026 წლის ზამთრის სეზონს სიახლეებით ხვდება. წლიდან წლამდე "კრისტალი" ამტკიცებს, რომ ის უფრო მეტია, ვიდრე, უბრალოდ, სასტუმროსა და აპარტოტელების კომპლექსი: ეს არის ერთიანი ეკოსისტემა, სადაც დასვენების დაგეგმვა მარტივია, ხოლო სერვისი – ევროპული სტანდარტების შესაბამისი.

ზამთრის ახალ სეზონზე "კრისტალის" საკურორტო ზონამ კიდევ უფრო გააფართოვა მასპინძლობის შესაძლებლობები. სასტუმროს 65 ახალი ნომერი დაემატა, რაც პირდაპირი პასუხია საქართველოში საერთაშორისო ტურისტული ნაკადის ზრდის ტენდენციაზე. გაზრდილი განთავსების ადგილების პარალელურად, განახლდა გასართობი და დასასვენებელი სივრცეებიც: სასტუმროს ტერიტორიაზე მოეწყო ახალი საბილიარდე და გაფართოვდა საბავშვო ზონა, რაც ოჯახური დასვენებისთვის კიდევ უფრო მეტ კომფორტს ქმნის.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ზამთრის აქტივობების გამრავალფეროვნებას. კომპანია სტრატეგიულად ავითარებს სათხილამურო ინფრასტრუქტურას. სრულად განათდა სათხილამური ტრასები, რაც ზრდის საკურორტო ზონის დატვირთვის შესაძლებლობას და სტუმრებს უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხელოვნური გათოვლიანების სისტემა უზრუნველყოფს სტაბილურ თოვლის საფარს უამინდობის დროსაც კი, რაც ბიზნესისთვის სტაბილურობის, ხოლო დამსვენებლისთვის გარანტირებული სრიალის წინაპირობაა.

დამწყები მოთხილამურეებისა და ბავშვებისთვის სრიალის შესწავლის პროცესი უფრო გამარტივდა – სასრიალო ტრასებს დაემატა სპეციალური ესკალატორი – მოძრავი ბილიკი, რაც საგრძნობლად ამარტივებს პატარების გადაადგილებას და უსაფრთხო გარემოს ქმნის სრიალისთვის პირველი ნაბიჯების გადასადგმელად.

"კრისტალის" საკურორტო ზონის მთავარი უპირატესობა მის ავტონომიურობაშია. სტუმარს არ უწევს ტერიტორიის დატოვება იმისთვის, რომ სრულყოფილი ზამთრის გამოცდილება მიიღოს. აქ ყველაფერი ერთ სივრცეშია თავმოყრილი: სამი საბაგირო, აღჭურვილობის გაქირავების პუნქტები, პროფესიონალი ინსტრუქტორები, ყინულის მოედანი, ატრაქციონი ტობოგანი, ველნეს-ცენტრები და სხვადასხვა კონცეფციის კაფე-რესტორნები ქართული და ევროპული მენიუთი.

"კრისტალის" საკურორტო ზონის განვითარება სცდება მხოლოდ ერთი კომპანიის წარმატების ფარგლებს. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებამ და სერვისების დამატებამ გაზარდა ზამთრის სეზონის მიმზიდველობა, შექმნა დამატებითი სამუშაო ადგილები და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რეგიონული ეკონომიკის გაძლიერებაში. მაღალი სტანდარტის ზამთრის ტურიზმის ეკოსისტემის ჩამოყალიბებით "კრისტალი" ხელს უწყობს საერთაშორისო ტურისტების მოზიდვას და ბაკურიანს გლობალურ ტურისტულ რუკაზე ღირსეულ ადგილს უმკვიდრებს.

"კრისტალის" საკურორტო ზონა აგრძელებს ზრდასა და განვითარებას. ყოველი ახალი პროექტი, იქნება ეს ნომრების რაოდენობის ზრდა თუ ინოვაციური ატრაქციონები, ემსახურება ერთ მიზანს – შეიქმნას ახალი ეკონომიკური აქტივობის წერტილი რეგიონში და გააძლიეროს ბაკურიანის, შემდეგ კი სრულიად ქვეყნის პოტენციალი, გახდეს ზამთრის წამყვანი ტურისტული მიმართულება.