Get All Access for $5/mo

"კურორტი საირმე" - მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ბრენდი უნიკალური სერვისებით

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"კურორტი საირმე" 2010 წლიდან ოპერირებს და მას შემდეგ იღებს სტუმრებს მთელი მსოფლიოდან სამკურნალო თუ სარეკრეაციო მიმართულებით.

2018 წელს სასტუმროს იერსახე შეიცვალა, განვითარდა როგორც სამკურნალო, სარეკრეაციო მიმართულებები, ასევე სხვადასხვა გასართობი საშუალებები დაემატა, როგორიცაა ზიპლაინი, პროფესიონალური კომპაკსპორტინგი, ჯიპტურები და სხვ.

2010 წლიდან კურორტმა 700 000-ზე მეტ დამსვენებელს უმასპინძლა, აქედან სარეკრეაციო მიმართულებით, დაახლოებით, 55%-ს. ამჟამად, კურორტზე 325 ადამიანია დასაქმებული, რომელთაგან 90% ადგილობრივი მოსახლეა.

Entrepreneur-ი კურორტის პროდუქტების განვითარების მენეჯერს, ელი ჩაკვეტაძეს ესაუბრა.

რა განაპირობებს საირმის უნიკალურობას და რისთვის არის მნიშვნელოვანი აქ დასვენება?

საქართველო მდიდარია კურორტული ზონებით, წყლებით თუ სამკურნალო მიმართულებებით, თუმცა კურორტი საირმე თავისი უნიკალურობით განსხვავდება სხვა კურორტებისგან, არათუ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით.

მდებარეობის, შერეულ წიწვოვანი ტყის მასივის, ჟანგბადი ოზონის მაღალი კონცენტრაციისა და თერმული წყლის გარდა, მის მთავარ ღირებულებას სამკურნალო სასმელი წყლები წარმოადგენს, 4 ტიპის შემადგენლობით.

წყლების სამკურნალო თვისებებს აქვს გამოყენების და ეფექტურობის საუკუნოვანი ისტორია და დღეს გერმანული ლაბორატორია STORCH-ის მიერაა აღიარებული, როგორც სამკურნალო თვისებების მქონე.

რა საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს ბრენდი და როგორ ინარჩუნებს ხარისხს წლების განმავლობაში?

ყოველწლიურად გერმანული ლაბორატორია STORCH-ი ატარებს როგორც სამკურნალო სასმლის, ასევე თერმული წყლის შემოწმებას.

"კურორტი საირმე" ერთადერთია ამიერკავკასიაში, რომელიც ევროპის სპა ასოციაციამ (ESPA) საპატიო წევრად მიიღო. შემოწმებები ყოველწლიურად აქტიურად მიმდინარეობს და ESPA-ს რეკომენდაციებსა და მიმართულებებს მკაცრად ვიცავთ.

ხოლო მომსახურების სფერო ყოველწლიურად ვითარდება და იხვეწება საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. თანამშრომლებს, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ტრენინგები უსაფრთხოებისა და სერვისის მიმართულებებით უტარდებათ.

რა აუდიტორიებისთვის არის საინტერესო საირმე?

2010 წლიდან დამსვენებლების 44% ქართველია, დარჩენილი დატვირთვა, უმეტესად, ყაზახეთზე, უზბეკეთზე, ბალტიისპირა ქვეყნებზე ნაწილდება. წელს ყაზახეთის ბაზარი შევზღუდეთ და მეტი წილი ქართველებს დავუთმეთ, შესაბამისად, დამსვენებლების 61% ქართველები იყვნენ.

რაც შეეხება ინტერესებს, უნიკალური ინფრასტრუქტურა სტუმრებს საშუალებას აძლევს, დატვირთონ ვიზიტი როგორც ექსტრემალური აქტივობებით, ასევე სამკურნალო თუ საპროფილაქტიკო, სარეაბილიტაციო მომსახურებებით. პერსონალის დახმარებით შესაძლებელია მოკლე დროში შესაბამისი პროგრამა დაიგეგმოს.

ახლახან წამოვიწყეთ სოციალური კამპანია იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც საირმეში მკურნალობა მნიშვნელოვანია ექიმის სარეკომენდაციო წერილისა და დიაგნოზის საფუძველზე. კურორტი მათ განთავსებაზე 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.

რისთვის არის საჭირო და მნიშვნელოვანი უნიკალური მინერალური წყლები?

სასმელი სამკურნალო წყლები 4 ტიპისაა და გამოიყენება სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ევროპის მასშტაბით მხოლოდ საირმეშია ნომერი 1 და ნომერი 3 ტიპის წყლები, რომლების ეფექტურად გამოიყენება სხვადასხვა უროლოგიური პათოლოგიების, განსაკუთრებით - შარდკენჭოვანი დაავადებების სამკურნალოდ.

გარდა ამისა, ეფექტურია ნაღვლკენჭოვანი, გასტროენტეროლოგიური და ენდოკრინული დაავადებების დროს. ნივთიერებათა ცვლის მოშლის, ჰეპატიტის არამწვავე ფორმების, ნაღვლის ბუშტისა და მისი გზების, პოლიპებისა და დისკინეზიის სამკურნალოდ.

თერმული წყალი იდეალურია კანის დაავადებების, ძვალსახსროვანი, გინეკოლოგიური, პირის ღრუს პათოლოგიებისა და ასევე კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საირმის წყლების შემადგენლობაში აღმოჩენილია ლითიუმი, რომელიც აქტიურად გამოიყენება ფსიქოემოციური სტატუსის გასაუმჯობესებლად.

რამდენად დაშვებულია, ადამიანმა ექიმის რეკომენდაციის გარეშე მიიღოს წყალი?

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ წყლებს, მრავალ დადებით ეფექტთან ერთად, აქვს კონკრეტული უკუჩვენებები და მისი არასწორად ან თვითნებურად მიღება არ არის რეკომენდებული. აუცილებელია ექიმის რეკომენდაცია. უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად ანამნეზის მიხედვით - წყლების მიღების დოზა, ტემპერატურა და დრო კვებასთან მიმართებით.

რა არის "მენეჯერის სინდრომი" და როგორ უნდა ამოიცნოს ადამიანმა დაავადების ნიშნები?

მენეჯერის სინდრომი (ნეიროცირკულარული დისტონია) არის დაავადება, რომლის დროსაც ადამიანი სულ მცირე, ბოლო 6 თვის განმავლობაში მუდმივად გრძნობს ფიზიკურ და სულიერ დაღლილობას.

ის არ გაივლის ხანგრძლივი დასვენების შემდეგაც კი და მეტად ძლიერდება ფიზიკური და ფსიქოემოციური გადაძაბვის შემდეგ. ხელშემწყობ ფაქტორად მიიჩნევა ცხოვრების არასწორი წესი, შრომითი საქმიანობის მძიმე პირობები.

ადამიანები, რომლებიც ინტენსიურ შრომას ეწევიან და ვერ ამჩნევენ განვითარებადი დაავადებების სიმპტომებს, არ მკურნალობენ ბოლომდე, ძირითადად, "ფეხზე გადააქვთ" ავადმყოფობა.

უპირველესად, აუცილებელია დასვენება, სრულფასოვანი ძილი და სწორი კვება. სასარგებლოა ფიზიკური ვარჯიშები, მასაჟი, კონტრასტული შხაპი, პროცედურები, რომლებიც აუმჯობესებს და ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას. დადებითად მოქმედებს პირის ღრუსა და ცხვირის დანამატი ღრუების ქრონიკული პათოლოგიების მკურნალობა.

ქრონიკული დაღლილობის სინდრომის ნიშნებია:

- დაქვეითებული შრომისუნარიანობა

- გუნება-განწყობილების დარღვევები

- ქოშინი უმნიშვნელო ფიზიკურ დატვირთვაზე

- უინიციატივობა

- ადვილად დაღლა

- დეპრესია

- ძილის დარღვევა

ხშირად დაავადების სახელწოდება მომხმარებელს აბნევს და აფიქრებინებს, რომ სინდრომი დამახასიათებელია მხოლოდ მენეჯერის სტატუსის მქონე ადამიანებისთვის, რაც სწორი არ არის. სინდრომი შესაძლოა აღენიშნებოდეს ნებისმიერს, ვინც საკუთარი ცხოვრების მენეჯმენტით არის დაკავებული, ცხოვრება ფიზიკურად, ემოციურად თუ მენტალურად მძიმედ დატვირთულ გარემოში უწევს.

რას გეგმავთ უახლოეს მომავალში, აპირებთ თუ არა სერვისის გაფართოებას?

ვაპირებთ, საირმის რესურსის მაქსიმალური გამოყენებით ხელი შევუწყოთ ჯანსაღი საზოგადოების ზრდას. დაგეგმილია და მუშავდება სხვადასხვა ტიპის შეთავაზებები ორგანიზმისა და ცხოვრების გაჯანსაღებით დაინტერესებული ადამიანებისთვის. მაგალითად, როგორებიცაა სადაზღვევო კომპანიებთან აქტიური თანამშრომლობა, მენოპაუზისა და ანდროპაუზის პერიოდში მყოფი ადამიანებისთვის შექმნილი პაკეტები და სხვა მრავალი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია