Get All Access for $5/mo

კვლევის ახალი ჰორიზონტი - რას სთავაზობს "მეთოდო" კომპანიებს?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბაზრის კვლევა და მომხმარებლების ინტერესების, პრეფერენციების ცვლილებაზე ინფორმირებულობა ნებისმიერი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია. სამიზნე აუდიტორიების შესწავლას კი, ისევე სჭირდება პროფესიონალური მიდგომა, როგორც ბიზნესის მართვის სხვა ნებისმიერ ასპექტს.

კვლევითი კომპანია "მეთოდო" ბიზნესს სწორედ ამ მიმართულებით სთავაზობს ექსპერტულ დახმარებას. მისი დამფუძნებელი, ნატალია კვიწინაშვილ ამბობს, რომ კომპანიის იდეა სპონტანურად არ დაბადებულა, ეს აზრი გარემოებების კარგმა თანხვედრამ მოამწიფა, საერთო მიზნებისა და ღირებულებების მქონე ადამიანების გაერთიანებამ კი ახალი ბრენდის შექმნა რეალური გახადა.

"მეთოდოს შემქმნელებს ბიზნესთან ახლო და ურთიერთობის დიდმა, ხანგრძლივმა გამოცდილებამ, გვაჩვენა, რომ სტანდარტული კვლევითი კომპანიებისგან განსხვავებით ბაზარი რაღაც ახალს, განსხვავებულ ხედვასა თუ მიდგომას ითხოვდა. სწორედ ამ ორი მნიშვნელოვანი ფაქტორის თანხვედრამ განაპირობა "მეთოდოს" ბრენდის შექმნა. იდეა იმდენად მომწიფებული იყო, რომ ენთუზიაზმით ანთებულმა ადამიანებმა დროის უმოკლეს მონაკვეთში შეძლეს ბრენდის შექმნა - სახელიდან დაწყებული მისი ბრენდირების ყველა დეტალით დამთავრებული."

მეთოდოს გუნდის მრავაწლიანმა გამოცდილებამ ბიზნესის და კვლევის მიმართულებით და დამკვეთების მოთხოვნებზე და ტრენდებზე მუდმივმა დაკვირვებამ ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა გაამარტივა. ნატალიას თქმით, გამოიკვეთა ტენდენცია, რომ კომპანიების მიერ ბაზრისა თუ უკვე არსებული მომხმარებლების კვლევა აღარ არის მხოლოდ დიდი კორპორაციების პრეროგატივა, კვლევა აღარ არის ფუფუნება და ის გარდაუვალი საჭიროებაა ნებისმიერი ბიზნესისთვის. ამას ემატება ის ფაქტორიც, რომ რიგ შემთხვევაში კომპანიას აქვს შიდა რესურსი, რაღაც დონეზე განახორციელოს კიდეც კვლევა, თუმცა, სადაც ექსპერტული დახმარება სჭირდება, იმ დანაკლისს ხშირად ვერ ივსებს.

"მეთოდო" სწორედ ამ ორი ძირითადი ხედვის განხორციელებას გეგმავს, ერთის მხრივ კომპანია დამკვეთს ჰპირდება კვლევის სრული ციკლის განხოციელებას და მის თითოეულ ეტაპზე მხარდაჭერას, ხოლო მეორეს მხრივ კომპანიებს სთავაზობს გააძლიერონ თავიანთი შესაძლებლობები კვლევის მიმართულებით. კიდევ ერთი დანაკლისი, რასაც "მეთოდო" ბიზნესს შეუვსებს, კვლევის შედეგების გამოყენება იქნება. საველე სამუშაოების ჩატარების, მომხმარებლებისა თუ ბაზრის კვლევის შემდეგ არანაკლებ მნიშვნელოვანია მოპოვებული მონაცემების გადაწყვეტილებებში გამოყენება.

ვინ შეიძლება იყოს "მეთოდოს" მომსახურებით დაინტერესებული? - კომპანიის სერვისი გათვლილია როგორც სახელმწიფო, ასევე ბიზნეს სექტორზე ზომის მიუხედავად - მცირე, საშუალო და მსხვილი ორგანიზაციები. მეთოდო ბაზარს სთავაზობს ყოვლისმომცველ მომსახურებას კვლევის ნებისმიერ ეტაპზე, მიუხედავად იმისა, ესა თუ ის ორგანიზაცია საკუთარი ძალებით ფიქრობს კვლევის განხორციელებას თუ კვლევის სრული ციკლის გარედაკვეთა აქვს გადაწყვეტილი.

"მეთოდო ბაზარს უზრუნველყოფს მეთოდოლოგიური კონსალტინგით, დაეხმარება ორგანიზაციებს კვლევითი გუნდების გაძლიერებაში, სტრატეგიულ დაგეგმვაში, ღირებული ინფორმაციის მოგროვებასა და კვლევის შედეგების პრაქტიკულ გამოყენებაში", - ამბობს ნატალია.

"მეთოდოს" დამკვეთებს საშუალება ექნებათ, მიიღონ არა მხოლოდ სრული კვლევა, არამედ, კვლევის ნებისმიერ ცალკეულ ეტაპზე მხარდაჭერა: გუნდის მეთოდოლოგიური გაძლიერება, კონკრეტული მიკრო დარგის ექსპერტიზასთან წვდომა, ცალკეული ეტაპის აღსრულება, კვლევის შედეგების ინტერპრეტაცია და მისი ბიზნესის სხვა და სხვა დომეინში ინტეგრაცია.

"ჩვენი ჰოლისტიკური მიდგომა უზრუნველყოფს ბიზნესის სტრატეგიაში კვლევის იდეების ბუნებრივ ინტეგრაციას."

მეთოდოს გუნდში დღეს გაერთიანებული პროფესიონალები, კვლევის მიმართულებით აკადემიურ განათლებასა და მრავალწლიან პრაქტიკულ გამოცდილებას ფლობენ, ისინი ხელმძღვანელობდნენ მასშტაბურ და რთულ კვლევით პროექტებს სხვადასხვა ინდუსტრიაში. ამასთან, მეთოდოს გუნდი კვლევის მიღმა სხვდასხვა კომპეტენციის ადამიანებს აერთიანებს, რომლებიც თავიანთ სფეროში წარმატებულ და დასამახსოვრებელ პროდუქტებს ქმნიან. ბიზნეს ანალიტიკის, მარკეტინგის, სტრატეგიული კომუნიკაციების პროფესიონალები მეთოდოს მიდგომებს თავიანთი ხედვითა და მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით ამდიდრებენ.

Entrepreneur-თან ინტერვიუში "მეთოდოს" დამფუძნებელი განმარტავს, რომ ამ გუნდის უნიკალურობას ღირებულებებისა და პროფესიონალიზმის თანხვედრა განაპირობებს. უმთავრესი კი, რაც ამ გუნდს აერთიანებს ერთმანეთის პროფესიონალიზმის აღიარებაა, რაც ორმაგ ბიძგს აძლევს მეთოდოს განვითარებას და ქმნის დამკვეთის მიმართ განსაკუთრებულ მიდგომას - მისი საჭიროებების წვდომას, გარემოსა და კონტექსტის აღქმას და მხარდაჭერას წარმატების მიღწევის ყველა საკვანძო მომენტში.

"მეთოდო" ბიზნესსა თუ სხვა ტიპის ორგანზაციებს დაეხმარება კვლევითი მიმართულების გაძლიერებაში, კომპეტენციების აუთსორსში, ასევე კვლევების მიმართულებით შესთავაზებს სერვისის ფართო სპექტრს, როგორიცაა ბაზრის კვლევა, პროდუქტის კვლევა, რეკლამის და შეფუთვის ტესტირება, ბრენდის კვლევა, მომხმარებლის გამოცდილების კვლევა, თანამშრომლის გამოცდილების კვლევა და საზოგადოებრივი აზრის შესწავლა.

მეთოდო მისიად სახავს კვლევის პროცესში ჩართული მხარეების გაძლიერებას, ამ მიზნის მიღწევის საშუალება კი, მეთოდოს აკადემია იქნება. "განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ კვლევით დაინტერესებული სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკლევარების გაძლიერებაზე. გვაქვს შექმნილი სპეციალიზირებული სასწავლო ბილიკები და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმატები, რაც ორგანიზაციებს, ახალგაზრდა მკლევარებს, სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს დაეხმარება საიმედო კვლევების ორგანიზებასა და განხორციელებაში. მეთოდო აკადემია გათვლილია როგორც ინდივიდებზე, ასევე ორგანიზაციებზე. შესაბამისად, ბაზარს შესთავაზებს როგორც ღია ტრენინგ კურსებს, ასევე ცალკეული ორგანიზაციის საჭიროებებზე მორგებულ კორპორატიულ ტრენინგებს".

მეთოდოში ორიენტირებულნი არიან პრაქტიკული კვლევითი უნარების გამომუშავებაზე, რაც დაინტერესებულ მხარეებს დაეხმარებათ თეორიული ცოდნების პრაქტიკულ გამოყენებაში. აკადემია სტუდენტებს აძლევს საშუალებას აკადემიური ცოდნის პარალელურად თავად გამოსცადონ კვლევის პრაქტიკული განხორციელების ყველა ეტაპი, აკადემიის მენტორების მხარდაჭერით სტუდენტები განახორციელებენ ნებისმიერი სირთულის კვლევას, გამოიყენებენ ქმედით ინსტრუმენტებს და ტექნიკებს. "ამასთან, მეთოდოს აკადემიის ფარგლებში ჩვენ ვქმნით ცოდნის ბანკს - ეს იქნება ვირტუალური სივრცე, სადაც მომხმარებელს დახვდება ყველა საჭირო ინფორმაცია კვლევის პრაქტიკულ ნაწილზე - სხვადასხვა ადაპტირებული მასალა, ქეისები და არსებული კვლევების განხილვები, ინფორმაციით გაძლიერება და მხარდაჭერა ჩვენი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დაპირებაა", - აღნიშნავს ნატალია კვიწინაშვილი..

მეთოდოს განსხვავებული ხედვა აქვს კომუნიკაციის მიმართულებით, მომხმარებელი არამარტო კვლევითი საქმიანობის ცენტრშია მოქცეული, ის მეთოდოს საკომუნიკაციო ფოკუსშიც იქნება. რეალური მომხმარებლების ხმის, პრეფერენციებისა და გამოცდილების ჩვენებით, მეთოდო ქმნის ემოციურ კავშირს აუდიტორიასთან - "როდესაც მომხმარებლები საკუთარ თავს ხედავენ ასახულ ისტორიებში, რომელსაც ჩვენ ვყვებით, ეს მათ ნდობას, ბრენდის ავთენტურობის შეგრძნებას და პოზიტიურ დამოკიდებულებას აძლიერებს".

მეთოდისთვის მომხმარებელი არ არის მხოლოდ პასიური მიმღები; ის კვლევის პროცესის მამოძრავებელი ძალაა. მათი საჭიროებების, ჩვევების და უნიკალური გამოცდილების გაგება არის ის, რაც ხელს უწყობს ბიზნესს დასახოს ეფექტური და ინოვაციური სტრატეგიები. თითოეულ მომხმარებელს აქვს განსხვავებული პერსპექტივა და მეთოდოს სურს თითოეული მომხმარებლის ხმა რეალური და ხელშესახები გახადოს. "ამით გვინდა გავაზიაროთ რწმენა, რომ კვლევა არ არის მხოლოდ მშრალი მონაცემები, არამედ წარმოაჩენს რეალურ ადამიანებს, რომლებიც დღეს ქმნიან მოთხოვნას ბაზარზე" - დასძენს ნატალია.

ფოტოპროექტი სახელწოდებით "ქართველი მომხმარებელი ფოკუსში", ცნობილ ეგვიპტელ ფოტოგრაფ ეზ გაბერთან ერთად დაიგეგმა და მეთოდოს ხედვას - მომხმარებლის მნიშვნელობაზე, ვიზუალურად აცოცხლებს. ქვეყანაში, სადაც ადგილობრივი მომხმარებლების ვიზუალური წარმოდგენა იშვიათია, ეს ინიციატივა ცალსახად აყალიბებს Methodo-ს, როგორც ბრენდს, რომელიც აფასებს ქართველი მომხმარებლების ყოველდღიურ გამოცდილებას. როგორც ნატალია აღნიშნავს "გვსურდა არამარტო მოგვეყოლა ქართველ მომხმარებელზე, არამედ გვეჩვენებინა ისინი, ამიტომ გადავწყვიტეთ მომხმარებელთა ასახვა რეალურ სამომხმარებლო სიტუაციებში - იქნება ეს პროდუქტის გამოყენება/შეძენა, სერვისით სარგებლობა თუ უბრალოდ მათი ყოველდღიური ცხოვრება".

ამ გზით "მეთოდო" მიზნად ისახავს ქართველი ხალხის მრავალფეროვნების, კულტურისა და მისწრაფებების ასახვას, კვლევითი მოგზაურობის ნამდვილი გმირების გაცნობას, რომლებიც ქმნიან მოთხოვნას ბაზარზე.

"მეთოდოს" სამომავლო გეგმები ამბიციური და შორსმიმავალია. კომპანია გეგმავს როგორც გეოგრაფიული არეალის გაფართოებას, ისე პარტნიორული ალიანსების ჩამოყალიბებას/გაძლიერებასა და აკადემიური მიმართულებით აქტიურობას. "მეთოდოს" მიზანია, ახალი სიტყვა თქვას კვლევით სფეროში.

"უმოკლეს მიზნად კი, დასახული გვაქვს მაქსიმალურად ბევრ კომპანიას გავაცნოთ ჩვენი მიდგომები და ხელი შევუწყოთ კვლევითი ინდუსტრიის განვითარებას", - გვეუბნება ნატალია.

Business News

სელფი მობაილის 5G უკვე თბილისშიც

უფრო ადრე, სელფი მობაილის 5G გაეშვა აჭარაში, სამეგრელოში და პოპულარულ მთის კურორტებზე გუდაურსა და ბაკურიანში