Get All Access for $5/mo

La Clinique Tbilisi - პირველი Skin Bar-ი საქართველოში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

La Clinique Tbilisi პირველი Skin Bar-ია საქართველოში, სადაც ღია სივრცეში თქვენი კანისთვის საჭირო ყველა პროცედურის უსაფრთხოდ და კომფორტულად ჩატარება შეგიძლიათ, უმაღლესი ხარისხის, მსოფლიოში აღიარებული აპარატურით.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით Entrepreneur კომპანიის დამფუძნებელს, ელენე კერძაიას ესაუბრა. მან სერვისების ხელმისაწვდომობის და თითოეული პროცედურის უნიკალურობის შესახებ გვიამბო.

"სივრცე იმით არის გამორჩეული, რომ ყველა ტიპის კოსმეტოლოგიური პროცედურის ჩატარებას გთავაზობთ. მათ შორისაა მსოფლიოში აღიარებული და მოთხოვნადი ენდოსფეროთერაპია. პროცედურა ცხიმის დაგროვების წინააღმდეგ ბრძოლის და ვენური შეშუპების მკურნალობის ულტრათანამედროვე მეთოდია." - გვიყვება ელენე.

გარდა ამისა, კლინიკა მომხმარებელს სთავაზობს Hydrafacial-ს ანუ კანის აპარატული მოვლის საშუალებას, რომელიც გამოიყენება კანის აღდგენის, გაახალგაზრდავების, აკნეს მკურნალობის პროცედურებში. მასთან თანამშრომლობენ ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა Dior, Jlo Beauty, Murad.

ასევე შეგიძლიათ ჩაიტაროთ დერმაპენის პროცედურა. ეს არის უნიკალური აპარატი, რომლის მეშვეობითაც ხდება კანში კოლაგენის გამომუშავება. პროცედურა გამოიყენება ცელულიტის, ალოპეციის, გადაჭარბებული თმის ცვენის, აკნეს ნაწიბურების მკურნალობის ან კანის ელასტიკურობის დაკარგვის შემთხვევაში.

კლინიკაში შეგიძლიათ ისარგებლოთ Unicskin's LED სხივური თერაპიის ნიღბით, რომელიც აუმჯობესებს კანის ჯანმრთელობას, ხელს უშლის ნაადრევ დაბერებას და აკნეს წარმოქმნას.

La Clinique-ის სივრცეში ასევე შეძლებთ ჩაიტაროთ თმის მოშორების სრულიად უსაფრთხო და უმტკივნეულო პროცედურა, Soprano Titanium-ის ინოვაციური სამსხივიანი ლაზერით.

რაც შეეხება Make-up არტისტებს, მომსახურებას გაგიწევენ ისეთი პროფესიონალები, როგორებიც არიან მაკა შავერდაშვილი და ეკატერინე ჩანჩიბაძე.

კოსმეტოლოგიური სივრცე თბილისში, აბაშიძის #44-ში მდებარეობს. აქ შეგიძლიათ ყველა პროცედურა სრულიად უსაფრთხოდ და უმტკივნეულოდ ჩაიტაროთ, პრემიუმ ხარისხის, მსოფლიოში აღიარებული აპარატების მეშვეობით.

სამუშაო საათები: 09:00-23:00

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან

სიახლეები

გირჩევთ წაიკითხოთ: რა იქნა ჩემი ყველი?

ეს არის მარტივი იგავი ღრმა ჭეშმარიტების შესახებ

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ