Get All Access for $5/mo

Lambda Gaming-ის გაბრწყინება CasinoBeats 2024-ზე 8Bit Football Twinko წლის საუკეთესო თამაშად დასახელდა!

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

CasinoBeats 2024, რომელიც წელს უკვე მეექვსედ ტარდება, ინდუსტრიის ლიდერები, ინოვატორები და პროფესიონალები კიდევ ერთხელ შეკრიბა. 21-23 მაისს მალტაში ჩატარებულმა ღონისძიებამ უზრუნველყო ყოვლისმომცველი პლატფორმა პარტნიორული, შემეცნებისა და ბიზნეს შესაძლებლობებისთვის. 4,500 ექსპერტთან ერთად, დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ ჩაბმულიყვნენ მსოფლიოს უახლეს ტრენდებსა და ინოვაციებში.

CasinoBeats-ის კონკურენტუნარიან ასპარეზზე, Lambda Gaming-ის თამაშმა მოიპოვა Best Game Release of the Year ჯილდო რვა რჩეულ ნომინანტს შორის. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Lambda Gaming-ის 8Bit მიმართულება საერთაშორისო სცენაზე აღიარეს, რაც მის სტაბილურობაზე მეტყველებს. Lambda Gaming-ის მიზანია - კლასიკური თამაშებისა და გამიფიკაციის ახლებური მეთოდების შერწყმა, რომელიც ჰარმონიაში მოდის ბაზარზე გაჩენილ მოთხოვნასთან.

8Bit Football Twinko-მ მიიპყრო დამსწრეებისა და სტრიმერების განსაკუთრებული ყურადღება. თამაში ფასდებოდა ჟიურის მიერ დადგენილი კრიტერიუმებით, მათ შორის გრაფიკისა და დიზაინის სტილით, ინოვაციით, თამაშის მექანიკით, ფუნქციებითა და ბონუსებით. ასევე, რაღა თქმა უნდა, მუსიკისა და ხმის ხარისხით. შეფასებაში მონაწილეობდნენ ისეთი სტრიმერები, როგორიცაა Gamducks, Chipmonkz და Slotjudge. ორდღიანი ინტენსიური სესიების შემდეგ, დამსწრეებმა ხმისმიცემით გამოავლინეს გამარჯვებული Best Game Release ნომინაციაში.

8Bit Football Twinko, შოუს ვარსკვლავი, ძირითად თამაშში Plinko-ს მსგავსი დინამიკით ხასიათდება. ხოლო, ბონუსში კი პოპულარული მობილურის თამაშის, 2048-ის მსგავსი მექანიკა აქვს. თამაში გამოირჩევა Რეტრო ვიზუალით, უნიკალური ხმოვანი ეფექტებითა და კლასიკურ-მოდერნისტული ნაზავით. მთავარი პრინციპი კი გოლის გატანა. Ბონუს თამაშში გადასვლის შემდეგ, ვიზუალი ეწყობა 2048-ის დაფაზე, სადაც ფილები ფეხბურთის ფორმების სტილშია გადაწყვეტილი. ეს ინოვაციური მიდგომა კი ქმნის სასიამოვნო გამოცდილებას ყველა მოთამაშისთვის.

სამომავლოდ, Lambda Gaming წარმატებას 8Bit-ებზე კვლავაც დააშენებს, რადგან გეგმაში აქვს პორტფოლიოს არაერთი 8-bit თამაშით გამდიდრება. ფოკუსით კრეატიულობასა და ხარისხზე, კომპანია მიზნად ისახავს უპასუხოს მოთხოვნას - კლასიკური თამაშები მოდერნისტული ინოვაციებით.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია