La'meta Georgia – სასურველი, ხარისხიანი და ესთეტიკური სუფრების ფართო არჩევანი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"La'meta Georgia დიასახლისებს ეხმარება სასურველი, ხარისხიანი და ესთეტიკური სუფრების პოვნაში, რაც ქართულ ბაზარზე ნაკლებად არის წარმოდგენილი. მომხმარებელს ვთავაზობთ სრულად ინდივიდუალურ გადაწყვეტას შესაბამისი ზომითა და დიზაინით.
იდეა დაგვებადა, როცა დავინახეთ, რომ ქართულ ბაზარზე, პრაქტიკულად, შეუძლებელია დიდი, სპეციფიკურ ზომებზე მორგებული, უნიკალური დიზაინის სუფრის მოძიება. ჩვენი მიზანი იყო ქართველი დიასახლისებისთვის ახალი გამოცდილება შეგვექმნა. ინდივიდუალური შეკვეთა, პერსონალური კონსულტაცია და შედეგი, რომელიც ზუსტად შეესაბამება მათ სტილსა და სივრცეს", – ელენე კოლიაშვილი, La'meta Georgia-ს დამფუძნებელი.
ელენე მიიჩნევს, რომ La'meta ქართულ ბაზარზე განსაკუთრებული სიახლე იყო, რადგან მომხმარებელს ინდივიდუალურ მომსახურებას სთავაზობდა. ბიზნესის წამოწყება კი, თავის მხრივ, გამბედაობას, რესურსების სწორად განაწილებასა და თავდაჯერებულობას მოითხოვდა.
"ყველაზე დიდი გამოწვევა იყო ისეთი სერვისის შექმნა, რომელიც ერთდროულად იქნებოდა სწრაფი, ხარისხზე ორიენტირებული, მომხმარებლისთვის სანდო და კომფორტული. გვინდოდა, რომ არა მხოლოდ საბოლოო შედეგი, არამედ მთელი პროცესი, მასალის არჩევიდან მიწოდებამდე, სასიამოვნო გამოცდილება ყოფილიყო. ამას სტანდარტიზებული პროცესებითა და მომხმარებელთან გამჭვირვალე კომუნიკაციით მივაღწიეთ. ყველაზე დიდ მოტივაციას მომხმარებლის კმაყოფილება და მათი გულწრფელი უკუკავშირი მმატებს. ეს გვაჩვენებს, რომ ჩვენი შრომა მათთვის ღირებულია".
La'meta Georgia აპირებს ფიზიკური სივრცის გახსნას, სადაც მომხმარებლებს შეეძლებათ, ქსოვილები ადგილზე ნახონ და შეარჩიონ. კომპანია ქსოვილების ასორტიმენტის გაფართოებასა და ტექსტილის სხვა პროდუქტების დამატებაზეც მუშაობს.
"ჩვენი მიზანია, La'meta Georgia ჩამოყალიბდეს ხარისხიან ტექსტილზე სპეციალიზებულ ქართულ ბრენდად, რომელიც მომხმარებელს ინდივიდუალურ და გამორჩეულ გადაწყვეტილებებს შესთავაზებს".