Get All Access for $5/mo

L&D სკოლა - ადგილი, რომელიც მუდმივი ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას გთავაზობთ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

L&D სკოლის მიზანია ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებული სივრცის შექმნა, რომელიც ადამიანებსა და ორგანიზაციებს სწავლის პროცესის სწორად წარმართვაში დაეხმარება.

"ჩვენი მთავარი იდეა არის მუდმივი ზრდა და განვითარება. მიგვაჩნია, რომ განათლება უწყვეტი პროცესია პროფესიული წარმატების მისაღწევად", - ელენე ზერეკიძე, L&D სკოლის დამფუძნებელი.

სწავლებისა და განვითარების სკოლა მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისებს სთავაზობს, რაც მოიცავს ტრენინგებისა და განვითარების პროგრამებს, კურსებსა და პერსონალურ სწავლებას, როგორც ინდივიდუალური პირებისთვის, ასევე ორგანიზაციებისთვის.

"ჩვენი მთავარი მიმართულებებია პროფესიული და პიროვნული უნარების გაძლიერება, ლიდერობისა და კომუნიკაციის ტრენინგები, ასევე, სასწავლო მასალების შემუშავება და ტრენინგების დიზაინი".

სკოლა ინდივიდუალური მეთოდებით უნიკალურ გამოცდილებას ქმნის. თითოეული პროგრამა ისეა შემუშავებული, რომ კონკრეტული მომხმარებლის ან ორგანიზაციის საჭიროებებზეა მორგებული.

"ბაზარზე არის ინდივიდუალური ტრენინგების ნაკლებობა. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ყველა მსმენელი ჯგუფურ სწავლებას, შესაძლოა, ვერ მოერგოს. ამ ინდივიდუალური მიდგომით მსმენელებს შეუძლიათ, ისწავლონ ზუსტად ის, რაც მათ სჭირდებათ, დაზოგონ დრო და ენერგია".

როგორც ელენე ამბობს, ყველა ტრენინგი საერთაშორისო და ადგილობრივ გამოცდილებაზე დაყრდნობითაა მომზადებული.

"საერთაშორისო გამოცდილება ჩვენი ქვეყნის რეალობას მოვარგეთ და შედეგად მსმენელს შეუძლია, მიღებული ცოდნა პრაქტიკულად გამოიყენოს.

ჩვენ არამხოლოდ თეორიულ ცოდნას გავცემთ, მომხმარებლებს ემპირიული გამოცდილების მიღების საშუალებასაც ვუქმნით".

ელენე გვიყვება, რომ ბრენდის დაარსების გადაწყვეტილება მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილებისა და განათლების სფეროში დაგროვილი ცოდნის საფუძველზე მიიღო.

"მანამდე სხვადასხვა სფეროში ვმუშაობდი, რომლებიც სწავლებისა და ტრენინგების მიმართულებასთან იყო დაკავშირებული, მათ შორისაა, ტრენინგ ცენტრები, უნივერსიტეტები, ადამიანური რესურსების განვითარების პროგრამები. ამ საქმიანობამ დამანახვა, რამდენად მნიშვნელოვანია სწორი განათლება და უწყვეტი განვითარება როგორც ინდივიდების, ასევე ორგანიზაციებისთვის".

მიაჩნია, რომ ბრენდის შექმნა ლოგიკური ნაბიჯი იყო.

"ვგრძნობდი, რომ განვითარების პროგრამების მიმართ ბაზარზე მოთხოვნა უფრო მოქნილი და ეფექტური იყო. თუმცა ეს ყველაფერი პროფესიულ რისკებს უკავშირდებოდა.

როცა ახალ ბიზნესს იწყებ, ყოველთვის არის გაურკვევლობა – იქნება ეს კონკურენციის ფონზე ბაზარზე ადგილის დამკვიდრება თუ საწყის ეტაპზე ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება.

მიუხედავად ამისა, მიზანმა, შემექმნა სივრცე, სადაც განათლება და განვითარება უწყვეტი პროცესი იქნებოდა, გამაძლიერა და ეს რისკები დამაძლევინა".

ანტრეპრენერებს ურჩევს, რომ შეცდომების დაშვებისა და სიახლეების არ შეეშინდეთ. ამბობს, რომ გამოწვევები ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილებს გვასწავლის და განვითარებაში გვეხმარება.

"მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი უნარები და ძლიერი მხარეები გააცნობიეროთ. სწავლა და განვითარება არასდროს შეწყვიტოთ. ახალი იდეების გაცნობა, ცოდნის მუდმივი განახლება და ახალი უნარების დაუფლება გვეხმარება, სიახლეებს უფრო თავდაჯერებულად შეხვდეთ".

L&D სკოლა კიდევ უფრო ფართო აუდიტორიისთვის ტრენინგებისა და განვითარების პროგრამების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე მუშაობს.

"ვგეგმავთ ახალი კურსების და სერვისების დამატებას, რომლებიც მოიცავს არა მხოლოდ პროფესიული უნარების გაძლიერებას, არამედ პიროვნულ განვითარებასა და ახალი ტექნიკური უნარების გამომუშავებას.

ჩვენი მთავარი მიზანია, რომ "მუდმივი ზრდისა და განვითარების" სლოგანი რეალურად განვახორციელოთ და მომხმარებლებს მუდმივად განახლებადი, პრაქტიკული და ინოვაციური სასწავლო პროგრამები შევთავაზოთ, რომლებიც მათ პროფესიულ და პიროვნულ წარმატებაში დაეხმარება".

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი