ლეო ინსტიტუტი და PMCG დაუჯერებელი შედეგით 450%-იანი ზრდა 2 წელიწადში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებმაც "ლეო მეთოდოლოგიის" დახმარებით ტრანსფორმაცია გაიარეს, შეხვდებით: Shell, NASA, Boeing, VISA და სხვა. ამ სიას ქართული კომპანიებიც აგრძელებენ, რადგან მეთოდოლოგიის თანაავტორმა სამი კოენმა, ანა კოენთან ერთად საქართველოში "ლეო ინსტიტუტი" 2019 წელს დააფუძნა.
ერთ-ერთი გუნდი, რომელთანაც "ლეო ინსტიტუტმა" საქართველოში იმუშავა, საკონსულტაციო კომპანია PMCG-ია. მენეჯმენტის ამბიციური მიზანი 5 წელიწადში კომპანიის 10-ჯერ გაზრდაა.
PMCG 2007 წლიდან არსებობს და მას შემდეგ განვითარების არაერთი გზა განვლო. რაც მეტად შედიოდა კომპანია ბაზარზე, მით უფრო მკაფიოდ ხედავდა დიდ შესაძლებლობებს. 2015-2016 წლებში PMCG-იმ გაცილებით გრძელვადიანი დაგეგმვის პროცესი დაიწყო და 5-წლიანი გეგმა მომზადდა, რომლის მიხედვით კომპანია საგრძნობლად უნდა გაფართოებულიყო. თუმცა, 2018-2019 წლებში კომპანიის ზრდის დინამიკა მნიშვნელოვნად შემცირდა, შენელდა როგორც გაყიდვების ტემპი, ისე მიმდინარე შემოსავლები. შესაბამისად, მიზნების მიღწევა შეუძლებელი ჩანდა.
PMCG თავიდანვე აქტიურად იყენებდა სხვადასხვა მხარდამჭერ ინსტრუმენტს თიმბილდინგისთვის, თუმცა ეს აქტივობები გუნდის წევრების რაოდენობის ზრდასთან ერთად, კომპანიის მზარდ ტენდენციას ვერ უზრუნველყოფდა. სწორედ ამ დროს გადაწყვიტეს კომპანიაში "ლეო ინსტიტუტთან" თანამშრომლობა. მათი კორპორაციული მიზანი იყო, საკონსულტაციო ბაზარზე ჩამოეყალიბებინათ საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანი და რეგიონის დონეზე ლიდერი კომპანია. მიზნის მისაღწევად კი გაყიდვებისა და შემოსავლების მოცულობა მომდევნო 5 წელიწადში 10-ჯერ უნდა გაზრდილიყო. შესაბამისად, თითოეულმა დეპარტამენტმა და მიმართულებამ მიზნად 10-ჯერ ზრდა დაისახა.
PMCG-ის გენერალურ დირექტორ ლექსო ალექსიშვილის თქმით, კომპანიის ხელმძღვანელი გუნდი მზად იყო ინფორმაციულ დონეზე. მკაფიოდ ჩანდა კორპორაციული პრობლემები და სისუსტეები, მაგრამ არა ის ფსიქო, ადამიანური ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლის ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლას.
"ფეხბურთიდან ან სპორტიდან ანალოგი რომ მოვიყვანო: თითქოს ყველამ იცის, რომ გუნდის გამარჯვება აუცილებელი პირობაა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში შესაძლოა საგოლე პასი არ გააკეთო. ეს შეიძლება ბევრი ფაქტორის გამო მოხდეს: მიგაჩნდეს, რომ თვითონ უკეთ იზამ, რომ შენი თანაგუნდელი არ იმსახურებს, ან არ არის საკმარისად ძლიერი, ან შენ უფრო მეტად გეკუთვნის, ან თავის წარმოჩენა გჭირდება და ა.შ. შედეგად, გუნდი აგებს ან ვერ აღწევს იმ შედეგს რომელიც უნდოდა", − აცხადებს ლექსო ალექსიშვილი.
ლექსო ალექსიშვილი, PMCG-ის გენერალური დირექტორი
მეორე წელია რაც, კომპანიის მენეჯმენტის 7-კაციანი გუნდი "ლეო ინსტიტუტთან" Inside My Leadership პროგრამას ახორციელებს. შედეგად, კორპორაციული ზრდის თვალსაზრისით, კომპანიას 2022 წელს წინა წელთან შედარებით 40%-იანი ზრდა ჰქონდა, გაყიდვები კი 75%-ით გაიზარდა. ახლა მათი მიზანია, ეს ზრდა მომდევნო 5 წლის განმავლობაშიც შეინარჩუნონ და ინსტიტუციური მდგრადობაც ჰქონდეთ, რათა მოცულობების ზრდასთან ერთად ხარისხი არ დაეცეს.
"მთლიანობაში მიმაჩნია, რომ პროგრამა ძალიან კარგი ინსტრუმენტია ლიდერების ინდივიდუალური ზრდისა და ურთიერთთანამშრომლობისთვის. მე ვხედავ, რომ ზოგიერთი მათგანი უფრო მკაფიოდ ხედავს გამოწვევებს, გაცილებით ხშირია უკუკავშირი, უფრო მშვიდად რეაგირებს სხვების უკუკავშირზე და პროცესიც ბევრად კოლეგიალურია", − განმარტავს ლექსო ალექსიშვილი.
ლექსო ალექსიშვილის თქმით, მისთვის, როგორც ლიდერისთვის, ამ პროცესში მთავარი გამოწვევა იყო, საკუთარ თავში დაენახა ბარიერები, რომლებიც გუნდს წარმატებაში უშლიდა ხელს.
"30 წლის განმავლობაში ჩვენი მეთოდოლოგიით 10-მდე ქვეყანაში სხვადასხვა ზომის ბიზნესთან ვიმუშავე. ჩემი დაკვირვებით ძალიან ცოტა ლიდერს სჯერა, რომ ორგანიზაციაში ადამიანურ განზომილებაზე ფოკუსს მნიშვნელოვნად შეუძლია კომპანიის წარმატების განსაზღვრა. ჩვენი ყოველი მომდევნო პროექტი დასტურია იმისა, რომ ადამიანური განზომილება არის კრიტიკული ფაქტორი, რომელიც ქმნის განსხვავებას კარგ და გასაოცარ შედეგებს შორის", − სამი კოენი, ლეო ინსტიტუტის თანადამფუძნებელი.