Get All Access for $5/mo

ლეონიდ რადვინსკი - მილიარდერი OnlyFans-ის იმპერიის უკან

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლეონიდ რადვინსკი უკრაინაში დაბადებული ანტრეპრენერია, რომელიც ამჟამად ფლორიდაში ცხოვრობს და პორნოინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდი პლატფორმას ფლობს.

რადვინსკი $2.1 მილიარდით "ფორბსის" მილიარდერთა სიაში 2022 წლის შემდეგ დაწინაურდა − მან ბოლო სამ წელიწადში პლატფორმიდან შემოსავლის სახით $889 მილიონი მიიღო, 2022 წელს კი ყოველდღიურად $1.3 მილიონს იღებდა.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლატფორმის მფლობელი სიტყვაძუნწ ბიზნესმენად მიიჩნევა − ნაკლებად თანხმდება ინტერვიუებს, არ ასაჯაროებს პირად ინფორმაციას. ისიც კი არ არის ცნობილი, თუ კონკრეტულად სად ცხოვრობს მილიარდერი − ვიცით მხოლოდ ის, რომ ოჯახთან ერთად ფლორიდაშია. უცნობია მისი ცოლის ვინაობაც კი.

ერთადერთი წყარო, სადაც მის შესახებ ინფორმაციის მოპოვება შეიძლება, რადვინსკის LinkedIn-პროფილია. BBC-ის ცნობით, ინფორმაცია აქაც მწირია, თუმცა შეიძლება იმის გაგება, რომ ბიზნესმენი "ინვესტორი, ფილანთროპი და ტექმეწარმეა, რომელსაც აქვს განსაკუთრებული ინტერესი განვითარებადი სოციალური მედიის პლატფორმების მიმართ".

იმავე ბრიტანული გამოცემის ცნობით, პროგრამირებისა და ფილანთროპიის გარდა, რადვინსკის აინტერესებს ჭადრაკი და არის ვერტმფრენის დამწყები პილოტი. ანტრეპრენერის ერთ-ერთი ჰობი, მისსავე თქმით, კითხვაც გახლავთ.

რადვინსკის ბიზნესი რამდენიმე წლის წინ სკანდალშიც გაეხვია. 2021 წელს BBC-იმ ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და აღმოაჩინა, რომ OnlyFans-ზე არასრულწლოვანებიც რეგისტრირდებოდნენ და მათი მონაწილეობით ვიზუალური მასალა იყიდებოდა. ბიზნესის წარმომადგენლობამ მაშინ განაცხადა, რომ ასაკის კონტროლის პროცედურები სამართლებრივ მოთხოვნებზე მაღალ დონეზე იქნებოდა აყვანილი.

უკრაინაში, ქალაქ ოდესაში დაბადებული რადვინსკის ოჯახი ჯერ კიდევ მის ბავშვობაში გადავიდა აშშ-ში, ჩიკაგოში საცხოვრებლად. მან 2002 ნორსვესტერნის უნივერსიტეტი დაამთავრა, სადაც ეკონომიკას სწავლობდა.

ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლისას დააარსა პორნოსაიტების რეფერალური კომპანია Cybertania. კომპანია მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა, პაროლების გამოყენებით დაეთვალიერებინათ კონტენტი, მათ შორის, პორნოგრაფიული, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს.

OnlyFans-ზე 3.2 მილიონზე მეტი კონტენტკრეატორია რეგისტრირებული, ხოლო "ფანების", ანუ მომხმარებელთა რაოდენობამ 2022 წლის ბოლოს 239 მილიონს გადააჭარბა.

რადვინსკი პლატფორმის 100%-იან წილს ფლობს. მან OnlyFans 2018 წელს იყიდა სტოუკლების ოჯახისგან. პლატფორმის მშობელი კომპანია Fenix International-ია, რომელსაც ასევე ბიზნესმენი ფლობს. მათი ინფორმაციით, OnlyFans წლებია ინარჩუნებს ზრდის და შემოსავლიანობის ტემპს.

"ეს აისახება როგორც პლატფორმის ზრდაში კონტენტკრეატორებისა და "ფანების" რაოდენობით, ისე შემოსავლების მატებაში", − ნათქვამი იყო Fenix International-ის განცხადებაში 2022 წლის ბოლოს.

სიახლეები

საახალწლო სურვილები

თუ თქვენს თავს ისე შეხედავთ, როგორც საყვარელი ფილმის გმირს ან წიგნის პერსონაჟს, გაცილებით ცნობისმოყვარე გახდებით საკუთარი ცხოვრების მიმართ