Liberty Wealth – კაპიტალის მართვა, რომელიც გრძელვადიან ხედვასა და ნდობაზეა დაფუძნებული

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქართული საბანკო სექტორის განვითარებასთან ერთად, წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა კაპიტალის მართვისა და საინვესტიციო სტრატეგიის ის ფორმატი, რომელიც მომხმარებელთან ინდივიდუალურ ურთიერთობაზე, ნდობასა და პერსონალიზებულ მომსახურებაზეა დაფუძნებული. მანანა აკობიას პროფესიული გზა ამ პროცესს ბუნებრივად უკავშირდება კარიერა მან საბანკო სექტორში ოპერატორის პოზიციიდან დაიწყო, მოგვიანებით კი გახდა ერთ-ერთი პირველი პირადი ბანკირი საქართველოში. დღეს ის ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტში Wealth Management-ის მიმართულებას ხელმძღვანელობს.

მისი ხელმძღვანელობით, Liberty Wealth ქმნის სერვისს, სადაც კაპიტალის მართვა მხოლოდ ფინანსურ პროდუქტად არ განიხილება – ის ყალიბდება როგორც გრძელვადიანი პარტნიორობა, საინვესტიციო სტრატეგიის მოდელი და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული გამოცდილება.

Liberty Wealth მაღალი შემოსავლის მქონე მომხმარებლებს სთავაზობს არა მხოლოდ საბანკო მომსახურებას, არამედ პერსონალიზებულ ეკოსისტემას, სადაც ერთიანდება ფინანსური გადაწყვეტილებები, საინვესტიციო შესაძლებლობები და ცხოვრების სტილზე მორგებული შეთავაზებები.

რა გზა გაიარა ამ მიმართულებამ საქართველოში, როგორ შეიცვალა მომხმარებელი, რას ნიშნავს პირადი ბანკირის რეალური როლი და რა ხედვით ვითარდება Liberty Wealth დღეს – ამ საკითხებზე Entrepreneur-თან მანანა აკობია საუბრობს. ინტერვიუში ის მიმოიხილავს როგორც საკუთარ პროფესიულ გამოცდილებას, ისე იმ ტენდენციებსა და პრინციპებს, რომლებიც კაპიტალის მართვის თანამედროვე სტანდარტს განსაზღვრავს ქვეყანაში.

როგორ დაიწყო თქვენი პროფესიული გზა საბანკო სექტორში და რა ეტაპები იყო ამ გზაზე თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი?

ფინანსების მიმართულებით განათლება "კავკასიის უნივერსიტეტში" მივიღე. საბანკო სექტორში საქმიანობა 2001 წელს დავიწყე, ოპერატორის პოზიციიდან. ეს ეტაპი ჩემთვის მნიშვნელოვანი პროფესიული სკოლა იყო, რადგან საბანკო სფეროს საფუძვლების შესწავლა სწორედ ამ დონიდან დავიწყე.

კარიერული განვითარების პროცესში ეტაპობრივად გადავედი პირადი ბანკინგის მიმართულებით და 2005 წელს უკვე ერთ-ერთი პირველი პირადი ბანკირი ვიყავი საქართველოში – იმ პერიოდში ეს სერვისი სრულიად ახალი იყო ქართულ საბანკო ბაზარზე.

პრემიუმ სეგმენტის ფორმირების პროცესში მონაწილეობა ჩემთვის განსაკუთრებული გამოცდილება იყო. ეს იყო პერიოდი, როდესაც ვქმნიდით არა მხოლოდ ახალ პროდუქტს, არამედ მომხმარებლებთან ურთიერთობის ახალ სტანდარტს.

2009 წლიდან "ლიბერთის" გუნდთან ერთად დავიწყეთ Wealth მიმართულების სისტემური განვითარება. წლების განმავლობაში ეს მიმართულება არა მხოლოდ გაიზარდა, არამედ ჩამოყალიბდა ბანკის ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულ და მზარდ ბიზნესმიმართულებად.

ჩემთვის ეს გზა ნიშნავს პროცესის მართვას თავიდანვე – იდეიდან სტრუქტურირებულ და მდგრად სისტემამდე.

რა არის Liberty Wealth და რა იდეაზე დგას ეს მიმართულება?

Liberty Wealth შექმნილია მაღალი შემოსავლის მქონე მომხმარებლებისთვის, თუმცა მისი არსი მხოლოდ ფინანსური პროდუქტებით არ შემოიფარგლება.

ჩვენ ვქმნით ეკოსისტემას, სადაც ფინანსური სერვისები, საინვესტიციო შესაძლებლობები და ცხოვრების სტილთან დაკავშირებული შეთავაზებები ერთიანდება ერთიან, პერსონალიზებულ გამოცდილებად.

ჩვენთვის ეს პროცესი არ არის მხოლოდ პრივილეგია – ეს არის პასუხისმგებლობა მაღალი ღირებულების კაპიტალის მართვაზე.

Liberty Wealth-ის მიზანია გახდეს გრძელვადიანი ფინანსური პარტნიორი, რომელიც კაპიტალს არა მხოლოდ მართავს, არამედ სტრატეგიულად ავითარებს და იცავს.

ვინ არიან Liberty Wealth-ის მომხმარებლები და როგორ შეიცვალა მათი მოლოდინები ბოლო წლებში?

ჩვენი მომხმარებლები არიან მეწარმეები, ტოპმენეჯერები და ინვესტორები – ადამიანები, რომლებიც თავად ქმნიან ეკონომიკურ ღირებულებას.

მათთვის დრო ყველაზე ძვირადღირებული რესურსია. ისინი ელიან სწრაფ, ეფექტურ და პერსონალიზებულ მომსახურებას, პროფესიონალიზმსა და სრულ გამჭვირვალობას.

ბოლო წლებში აშკარად შეიმჩნევა საინვესტიციო კულტურის ზრდა. მაღალი შემოსავლის მქონე მომხმარებლები სულ უფრო მეტად ფიქრობენ კაპიტალის სტრუქტურირებასა და დივერსიფიკაციაზე, მათ შორის საერთაშორისო ბაზრებზე.

ციფრული ეპოქის მიუხედავად, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა პრემიუმ ბანკინგის მთავარ ღირებულებად რჩება.

რა როლი აქვს პირად ბანკირს პრემიუმ ბანკინგში და რატომ სცდება ეს ფუნქცია ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას?

პირადი ბანკირი წარმოადგენს მომხმარებლის ფინანსურ პარტნიორს. მისი ფუნქცია სცდება ყოველდღიურ ოპერაციებს და მოიცავს ფინანსური სტრუქტურირების დაგეგმვას, კაპიტალის მართვას, რისკების შეფასებასა და გრძელვადიანი სტრატეგიის ჩამოყალიბებას.

ჩვენი მიზანია, მომხმარებელმა საკუთარი დროისა და ენერგიის კონცენტრირება შეძლოს საკუთარ საქმიანობაზე, ხოლო ფინანსური არქიტექტურა პროფესიონალთა ხელში იყოს.

სტანდარტული ბანკინგი ოპერაციებზეა ორიენტირებული, Liberty Wealth კი – ურთიერთობასა და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე.

რა მნიშვნელობა აქვს Liberty Wealth-ის გუნდს ამ სერვისის ხარისხისა და მომხმარებელთან ურთიერთობის შენარჩუნებაში?

Liberty Wealth-ის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით, რომელთაც აქვთ ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება.

კაპიტალისა და საინვესტიციო სტრატეგიის მართვაში შეცდომის ფასი ყოველთვის მაღალია. ამიტომ ჩვენთვის პროფესიონალიზმი ნიშნავს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ პასუხისმგებლობას კლიენტის კაპიტალისა და ნდობის წინაშე.

გუნდის განვითარება, ეთიკური სტანდარტები და ურთიერთობის კულტურა ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტებია. წარმატება განისაზღვრება არა მხოლოდ პორტფელის მოცულობით, არამედ ურთიერთობების მდგრადობითა და ხარისხით.

რა განასხვავებს Liberty Wealth- სტანდარტული საბანკო მომსახურებისგან?

Liberty Wealth განსხვავდება სტანდარტული საბანკო მომსახურებისგან ინდივიდუალური და კომპლექსური მიდგომით. თითოეული მომხმარებლისთვის სერვისი მორგებულია მის ფინანსურ მიზნებსა და ცხოვრებისეულ პრიორიტეტებზე.

ეს მოიცავს პრივილეგირებულ პირობებს, გამარტივებულ პროცესებს, ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და პარტნიორულ პროგრამებს.

მთავარი განსხვავება კი პერსონალური პასუხისმგებლობაა – მომხმარებელს ჰყავს კონკრეტული პირადი ბანკირი, რომელიც მის ფინანსურ სურათს მთლიანობაში ხედავს და მართავს.

როგორია Liberty Wealth-ის მომავალი ხედვა და განვითარების შემდეგი ეტაპი?

Liberty Wealth-ის განვითარების შემდეგი ეტაპი უკავშირდება სერვისის გაღრმავებასა და საერთაშორისო მიმართულების გაძლიერებას.

ჩვენ ვმუშაობთ საინვესტიციო პროდუქტების გაფართოებაზე, პარტნიორული ქსელის განვითარებასა და მომხმარებლისთვის დამატებითი ღირებულების შექმნაზე.

ტექნოლოგიური განვითარება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, თუმცა ჩვენი სტრატეგია ეფუძნება ბალანსს – ციფრული ეფექტურობა უნდა აძლიერებდეს ადამიანზე ორიენტირებულ პრემიუმ გამოცდილებას და არა ცვლიდეს მას.

ჩვენი მიზანია, Liberty Wealth საქართველოში კაპიტალის მართვის სტანდარტად ჩამოყალიბდეს და ხელი შეუწყოს ფინანსური პასუხისმგებლობისა და საინვესტიციო კულტურის ხარისხობრივ ზრდას.