LINGOSTAR-ის ახალი ეტაპი – საქართველოში ინგლისური ენის პირველ ონლაინ ოლიმპიადა 2026 წელს სერთაშორისო გაფართოებას იწყებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ჟურნალ Entrepreneur-ის მკითხველი უკვე იცნობს LINGOSTAR-ს – საქართველოში ინგლისური ენის პირველ ონლაინ ოლიმპიადას, რომლის ისტორიაც 2024 წელს დაიწყო. პროექტმა შეძლო, თავი დაემკვიდრებინა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში და რეპუტაციულ, ინოვაციურ პლატფორმად ქცეულიყო.

LINGOSTAR არ არის მხოლოდ ოლიმპიადა, რომელიც ინგლისური ენის ცოდნას ამოწმებს – ეს არის პლატფორმა, რომელიც ახალგაზრდებს საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცისკენ უხსნის გზას და მოტივაციას აძლევს. ამ კონტექსტში განათლება ცვლილებების, განვითარებისა და წარმატების შენების ინსტრუმენტად არის წარმოჩენილი.

პროექტი რამდენიმე ძირითად ღირებულებას აერთიანებს:

ენობრივი კომპეტენციების გაძლიერება – ოლიმპიადა მოსწავლეებს ეხმარება ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავებაში, იმ უნარის, რომელიც 21-ე საუკუნეში საკომუნიკაციო, აკადემიური და პროფესიული განვითარების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია;

საერთაშორისო ინტეგრაციის ხელშეწყობა – პროექტი მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, ინგლისურენოვან გარემოში დახვეწონ ენობრივი და კულტურული უნარები და განავითარონ გლობალური აზროვნება;

ინკლუზიური დაჯილდოების სისტემა – ასაკობრივ კატეგორიებთან ადაპტირებული დაჯილდოების სისტემა მოიცავს საერთაშორისო საგანმანათლებლო ვიზიტებს, სპეციალურ პროგრამებსა და სტიპენდიებს.

დღესდღეობით LINGOSTAR უკვე პოზიციონირდება როგორც რეპუტაციული, სანდო და ინოვაციური საგანმანათლებლო ბრენდი, რომელიც აერთიანებს მოტივირებულ, შემოქმედებით და მიზანდასახულ ახალგაზრდებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. პროექტი აქტიურად პარტნიორობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ქმნის ეკოსისტემას, სადაც ცოდნა, გამოცდილება და შესაძლებლობები ერთმანეთთან იკვეთება.

ახალ წელს LINGOSTAR დიდი სიახლეებით ხვდება – პროექტი ახალ ეტაპზე გადადის და საქართველოს საზღვრებს სცდება. სწორედ 2026 წლიდან პლატფორმა ამოქმედდება სომხეთში, აზერბაიჯანში, ინდოეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ეს ახალი ეტაპი პროექტს აქცევს გლობალურ საგანმანათლებლო სივრცედ, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებს საერთო მიზნის გარშემო აერთიანებს. გაფართოების პარალელურად იგეგმება საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების განვითარება, უცხოურ სასწავლებლებში მოკლევადიანი საგანმანათლებლო ვიზიტები და საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

2026 წელს დაგეგმილი სიახლეების შესახებ Entrepreneur-ს LINGOSTAR-ის დამფუძნებელი, სოფიკო ქვარცხავა ესაუბრა:

"საერთაშორისო კონტექსტში LINGOSTAR არის საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის მოტივირებულ ახალგაზრდებს საერთო ღირებულებების გარშემო. ეს ღირებულებებია განათლება, განვითარება და გლობალური ჩართულობა. LINGOSTAR არის მომავალზე ორიენტირებული პროექტი, რომელიც ადგილობრივ განათლებასა და გლობალურ შესაძლებლობებს შორის ხიდს აშენებს. ის არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ განათლება უნივერსალური ენაა, რომელიც მსოფლიოს აერთიანებს".

სოფიკო ქვარცხავას თქმით, 2026 წელი საერთაშორისო გაფართოების საწყის ეტაპად შემთხვევით არ შერჩეულა. ამ დროისთვის LINGOSTAR-მა უკვე შეიძინა პრაქტიკული გამოცდილება, ჩამოაყალიბა სანდო საორგანიზაციო მოდელი და მიიღო პოზიტიური უკუკავშირი როგორც მონაწილეების, ისე მასწავლებლებისა და პარტნიორებისგან. მისივე განმარტებით, საერთაშორისო ნაბიჯის გადადგმას წინ უძღოდა პროექტის მიმართ მზარდი ინტერესი და გაფართოებული პარტნიორული ქსელი. ეს გარემოებები LINGOSTAR-ს საშუალებას აძლევს, დაგროვილი გამოცდილება უკვე საერთაშორისო მასშტაბებზე გადაიტანოს. სოფიკო ქვარცხავას შეფასებით, 2026 წელი გლობალური განვითარების ლოგიკური ეტაპია, როდესაც პროექტი ადგილობრივი ინიციატივიდან სრულფასოვან საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმად ყალიბდება.

LINGOSTAR-ის საერთაშორისო გაფართოების მასშტაბები წინასწარ გააზრებულ სტრატეგიას ეფუძნება. პროექტის პირველი გლობალური ნაბიჯები იმ ქვეყნებს უკავშირდება, სადაც ახალგაზრდებში განსაკუთრებით მაღალია ინგლისური ენისა და საერთაშორისო განათლების მიმართ ინტერესი და სადაც საგანმანათლებლო ეკოსისტემები სწრაფი ტემპით ვითარდება.

"სომხეთი და აზერბაიჯანი საქართველოსთვის ბუნებრივი საგანმანათლებლო და კულტურული პარტნიორია, რაც რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობას ქმნის. ინდოეთი წარმოადგენს მასშტაბურ და დინამიკურ ბაზარს, რომელსაც ძლიერი აკადემიური პოტენციალი აქვს და ამავდროულად, ინგლისური ენის გამოყენების დიდი პრაქტიკით გამოირჩევა, ხოლო არაბთა გაერთიანებული საამიროები საერთაშორისო განათლების ერთ-ერთ გლობალურ ჰაბად მიიჩნევა, რომელიც ინოვაციური პროგრამებითა და მრავალეროვანი ახალგაზრდული აუდიტორიით ხასიათდება", – განმარტავს LINGOSTAR-ის დამფუძნებელი.

LINGOSTAR-ის საერთაშორისო გაფართოების გეგმების პარალელურად, საინტერესოა ოლიმპიადის ფორმატის ადაპტაცია სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემასთან. როგორც სოფიკო ქვარცხავა Entrepreneur-თან საუბრისას განმარტავს, LINGOSTAR-ის ძირითადი კონცეფცია და შეფასების სტანდარტები საერთაშორისო გაფართოების პროცესში უცვლელი დარჩება, თუმცა ოლიმპიადის ფორმატი მოქნილი და ადაპტირებული იქნება სხვადასხვა ქვეყნის სასწავლო სისტემის, ასაკობრივი კრიტერიუმებისა და კულტურული თავისებურებების შესაბამისად. ადაპტაცია გავრცელდება შეფასების სკალაზე, ასაკობრივ კატეგორიებსა და დავალებების კონტექსტზე, რათა ისინი მაქსიმალურ შესაბამისობაში იყოს ადგილობრივ საგანმანათლებლო რეალობასთან. ამავე დროს, ინგლისური ენის ცოდნის შეფასების ერთიანი ჩარჩო უზრუნველყოფს შედეგების ობიექტურობას. ამგვარი მიდგომა LINGOSTAR-ს საშუალებას აძლევს, შეინარჩუნოს საერთაშორისო პლატფორმის იდენტობა და ამავდროულად, დარჩეს რელევანტური და ეფექტური თითოეული ქვეყნის საგანმანათლებლო გარემოსთვის.

საერთაშორისო ბაზარზე, სადაც ინგლისური ენის კონკურსები მრავლად არის, LINGOSTAR მკაფიოდ განსაზღვრავს საკუთარ ნიშასა და სტრატეგიას. განსხვავებით ბევრი არსებული საერთაშორისო კონკურსისგან, LINGOSTAR არ შემოიფარგლება მხოლოდ ცოდნის შეფასებით, არამედ ქმნის განვითარების სრულ სისტემას, რომელიც მონაწილეებისთვის უზრუნველყოფს საერთაშორისო გამოცდილებასა და შემდგომ მხარდაჭერას.

საერთაშორისო მასშტაბზე გასვლა LINGOSTAR-ისთვის პოზიციონირების ახალი ეტაპია, რომელიც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ბრენდს და მას გლობალურ საგანმანათლებლო პლატფორმად ჩამოაყალიბებს.

"გაფართოება შესაძლებლობას გვაძლევს, კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოვაჩინოთ ჩვენი ღირებულებები და გრძელვადიანი ხედვა. ეს LINGOSTAR-ს მისცემს საშუალებას, გაამყაროს საკუთარი პოზიციონირება როგორც ინოვაციურმა, ინკლუზიურმა და მომავალზე ორიენტირებულმა ბრენდმა, გააძლიეროს პარტნიორობა უცხოურ ორგანიზაციებთან და შექმნას მეტი ღირებულება როგორც მონაწილეებისთვის, ისე პარტნიორებისთვის. შედეგად, LINGOSTAR ჩამოყალიბდება ძლიერ საერთაშორისო საგანმანათლებლო ბრენდად, რომელიც ასოცირდება ხარისხთან, შესაძლებლობებსა და გლობალურ განვითარებასთან", – ამბობს LINGOSTAR-ის დამფუძნებელი სოფიკო ქვარცხავა.