ლოიალობის პლატფორმის განვითარების მოდელი: ლიბერთი ბანკის სტრატეგიის წარმატებული მაგალითი როგორ ქმნის Liberty-ს ლოიალობის მიმართულება რეალურ ღირებულებას მომხმარებლისა და პარტნიორი ბიზნესებისთვის
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ეკონომიკური გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ როგორ პასუხობს ბიზნესი საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებს.
საქართველოში "ლიბერთის" სოციალური ბარათის მფლობელების რაოდენობა 1,2 მლნ ადამიანს აჭარბებს, და მათი ყოველდღიური ხარჯების მართვა ქვეყნის სოციალურ სტაბილურობაზე რეალურ ზეგავლენას ახდენს.
სწორედ აქ ჩნდება პასუხი: "ლიბერთის" ლოიალობის განვითარების ინოვაციური ხედვისა და სტრატეგიის ფარგლებში შექმნილი ე.წ. სოციალურ ბარათებზე დაფუძნებული ლოიალობის პროგრამა, რომელიც ერთდროულად ემსახურება სოციალური პასუხისმგებლობის მიზნებს, მომხმარებლის ყოველდღიურობის გაუმჯობესებასა და პარტნიორი კომპანიების ჩართულობით ბიზნესებისთვის მომხმარებლის მოცვისა და დაფარვის არეალის მიზნების შესრულებას", – დაჯი მალაღურაძე, ლოიალობის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი.
ლიბერთის ლოიალობის განვითარების მიმართულების სტრატეგიის ფარგლებში რომელი პროექტები ხორციელდება ბანკში?
ლოიალობის განვითარების მიმართულება მოიცავს ბანკისთვის სტრატეგიულად პრიორიტეტულ ორ პროექტს: სოციალური პროექტი და CashBack. მათი მიზანია, "ლიბერთის" მომხმარებლებში ლოიალობის შექმნა და განვითარება, ადამიანების ყოველდღიურობის გაუმჯობესებასა და შემსუბუქებაზე ზრუნვა პარტნიორი კომპანიების ჩართულობით და მათთან ერთად საერთო სტრატეგიული მიზნების მიღწევა.
ლოიალობის პროექტები ჩვენს ბანკში წარმოადგენს ერთგვარ სტრატეგიულ კავშირს საქართველოს ბაზარზე არსებული ტოპსექტორების წამყვანი კომპანიების – "ლიბერთის" მომხმარებლების შესაბამის მოთხოვნილებებთან/სურვილებთან იდენტიფიცირების მოხდენასა და დაკმაყოფილებასთან.
სოციალური პროექტი სრულად ორიენტირებულია სახელმწიფო სოციალური სარგოს მიმღებ 1,2 მლნ-ზე მეტ ადამიანზე, ვინც ფლობს "ლიბერთის" ე.წ. სოციალურ ბარათს.
CashBack წარმოადგენს ინოვაციურ ციფრულ ეკოსისტემას, რომელიც ემსახურება "ლიბერთის" ნებისმიერ მომხმარებელს, ვინც ფლობს "ლიბერთის" ბარათს და საშუალება აქვს, ისარგებლოს ციფრული შესაძლებლობებით.
ლოიალობის პროქტებში რა როლი აქვს მომხმარებელსა და პარტნიორ კომპანიას?
სტრატეგიულად, ლოიალობის მიმართულებაში კრიტიკულად და თანაბრად მნიშვნელოვანია მომხმარებელი და პარტნიორი კომპანია. სოციალური პროექტი და CashBack ეფუძნება ბიზნესთან კოლაბორაციას და საერთო ღირებულების შექმნას ბანკის მომხმარებლებისთვის.
ლოიალობის პროექტების მიმდინარეობის პროცესში უკვე 2 000-ზე მეტ კომპანიასთან ვითანამშრომლეთ. მათთან პარტნიორობა გრძელვადიან ხედვას ეფუძნება და ეტაპობრივად სულ უფრო ღრმავდება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია "ლიბერთის" მიმართ პარტნიორი კომპანიების კმაყოფილების მაღალი ინდექსი, რასაც თითოეული ბიზნესის სპეციფიკის გათვალისწინებით და ინდივიდუალური მიდგომით ვაღწევთ.
ჩვენ ზუსტად ვიცით ჩვენი მომხმარებლების სურვილები და საჭიროებები. ეს ცოდნა დაფუძნებულია მუდმივ კვლევებსა და სიღრმისეულ ანალიტიკაზე, რაც წინაპირობაა, მოვახდინოთ იდენტიფიცირება და შევქმნათ ის შეთავაზებები, რომელიც მომხმარებელში რეალურ კმაყოფილებას გამოიწვევს.
ლოიალობის პროექტები ჩვენი პარტნიორი ბიზნესებისთვის სტრატეგიული შესაძლებლობაა მისწვდეს "ლიბერთის" 1,8 მლნ-მდე მომხმარებელს და ბანკთან კოლაბორაციით, ერთობლივი საუკეთესო შეთავაზებით – ბაზარზე შექმნას სექტორში ლიდერის პოზიციონირება, ასევე, მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობა.
როგორ სარგებლობს "ლიბერთის" მომხმარებელი ბანკის ლოიალობის პროექტებით?
"ლიბერთისა" და პარტნიორი კომპანიების ერთობლივი შეთავაზების მომხმარებლამდე მიტანას ციფრული ეკოსისტემით ვახორციელებთ, რომლის განვითარება ლოიალობის სტრატეგიის ერთ-ერთი გამოკვეთილი პრიორიტეტია. გუნდის კომპეტენციასა და მრავალწლიან გამოცდილებაზე დაფუძნებით, მომხმარებელზე ორიენტირებული სისტემის განვითარება მუდმივი პროცესია, რაც კიდევ უფრო ზრდის ინდივიდუალური, თითოეულ მომხმარებელზე მორგებული შეთავაზებების გავრცელების შესაძლებლობებს.
ლოიალობის პროექტებით სარგებლობის მთავარი პირობაა: "ლიბერთის" ბარათით – "ლიბერთის" პოს ტერმინალზე გადახდა.
ბანკის მასშტაბით ტექნიკური და ციფრული ეკოსისტემის გამართული ფუნქციონირება მნიშვნელოვანი კომფორტია პარტნიორი კომპანიებისთვის. ასევე, შეთავაზების სრულფასოვნად, მომენტალური სარგებლობის შესაძლებლობას ვქმნით, რაც გამორჩეული პრიორიტეტია ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის. ერთობლივი ბენეფიტით სარგებლობას პარტნიორი კომპანია თავის კლიენტს ყოველგვარი დამატებითი ძალისხმევის გარეშე სთავაზობს – ბანკის ეკოსისტემის გავლით.
"ლიბერთის" ლოიალობის პროექტებიდან ჩვენს ინტერვიუში ამჯერად აქცენტი სოციალურ პროექტზე გავაკეთოთ. რას გულისხმობს სოციალური პროექტი?
ლოიალობის ერთ-ერთი გამორჩეული მიმართულების – სოციალური პროექტის მიზანია "ლიბერთის" სოციალური ბარათის მფლობელების ყოველდღიურობის გაუმჯობესება და მათთვის დანაზოგის შექმნა. პროექტი ითვალისწინებს ქვეყნის წამყვანი სექტორების ლიდერ კომპანიებთან ერთად, ჩვენი მომხმარებლებისთვის შეღავათიანი ფასის შეთავაზებას მათთვის საინტერესო და საჭირო პროდუქტებსა თუ მომსახურებებზე.
ბანკში, ლოიალობის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, ყოველწლიურად რეკორდულ მაჩვენებლებს ვაღწევთ ჩვენი მომხმარებლების დანაზოგის ზრდის მაჩვენებლებში. აღსანიშნავია, რომ სოციალური პროექტის ფარგლებში, მისი დაწყებიდან დღემდე "ლიბერთის" სოციალური ბარათის გამოყენებით ბანკის მომხმარებლებმა 37 მლნ ლარზე მეტი დაზოგეს.
სოციალური პროექტის შეთავაზებებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ "ლიბერთის" სოციალური ბარათის მფლობელებისთვის. რამდენი ადამიანი ფლობს ამ ბარათს?
ლიბერთის სოციალურ ბარათს 1,2 მლნ-ზე მეტი მომხმარებელი ფლობს. მათ შორის, 800 ათასს აღემატება უფროსი თაობის ადამიანთა რაოდენობა. ჩვენთვის განსაკუთრებული შესაძლებლობა, მოტივაცია და ამავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობაა ვიზრუნოთ მათზე და წვლილი შევიტანოთ მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.
რა შეთავაზებებს ითვალისწინებს სოციალური პროექტი? და როგორ არის შესაძლებელი სარგებლობა?
ბანკში ლოიალობის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ქვეყნის წამყვანი სექტორების: სურსათი, ფარმაცია, სამედიცინო სერვისები – ლიდერ კომპანიებთან. მათთან კოლაბორაციით ვქმნით შეთავაზებებს, რაც განაპირობებს სოციალური ბარათის მფლობელების ფინანსურ დანაზოგს მათ ყოველდღიურობაში.
თანამშრომლობის წარმატება უფროსი თაობის ადამიანების კმაყოფილებაში აისახება.
შეთავაზებებით სარგებლობა ძალიან მარტივია. ერთადერთი პირობაა, შეძენილი პროდუქტის / მომსახურების ღირებულების ანგარიშსწორება განხორციელდეს: "ლიბერთის" სოციალური ბარათით "ლიბერთის" პოს ტერმინალზე.
პარტნიორი ბიზნესების ზრდა და სოციალური გავლენა
ბანკში სოციალური პროექტის სტრატეგიული მნიშვნელობის და მიზნობრივი აუდიტორიის გათვალისწინებით, შევიმუშავეთ კომუნიკაციის მეთოდები იმისთვის, რომ სრულად იყოს ხელმისაწვდომი თითოული სოციალური ბარათის მფლობელისთვის ინფორმაცია ბარათით სარგებლობის უპირატესობებზე.
შეთავაზებების შესახებ დეტალური ინფორმაცია სრულად ხელმისაწვდომია ციფრულ არხებშიც
ბიზნესებისთვის სოციალურ პროექტში ინტეგრირება სტრატეგიული მარკეტინგული მიზნების შესრულების და განვითარების შესაძლებლობაა, რაც პოზიტიურად აისახება კომპანიის რეპუტაციასა და საიმიჯო პარამეტრებზე.
აღსანიშნავია, რომ პროექტის შედეგად, ყოველწლიურად მზარდ რეკორდულ მაჩვენებლებს ვაღწევთ პარტნიორ კომპანიებში სოციალური ბარათის მფლობელების ხარჯვითი მოცულობის და რაოდენობის, ასევე, ახალი უნიკალური კლიენტების მოზიდვის პარამეტრებში.
ბანკისა და პარტნიორი კომპანიების თანამშრომლობა წარმატებულია, რადგან ორივე მხარე თანაბრად იაზრებს პროექტის მნიშვნელობას და გავლენის პოზიტიურ ეფექტს სოციალური ბარათის მფლობელებზე, რაც განაპირობებს ორივე მხარის თანაბარ მოტივაციას – ჩართულობის ზრდის და შეთავაზების გაუმჯობესების თვალსაზრისით.
პროექტის ხელმძღვანელობა: ხედვა, პროცესები, შედეგები
როგორც ლოიალობის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელისთვის, ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სტრატეგიის შექმნა, არამედ მისი სწორად მართვა და მასშტაბირება, ტექნიკურად გამართული ინტეგრაციიდან მომხმარებლის ქცევის და პარტნიორი კომპანიის შედეგების სიღრმისეულ ანალიზამდე.
ჩემი პროფესიული ფოკუსი მუდმივად ორიენტირებულია, რომ ბანკი არ იყოს მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტი, არამედ ღირებულებების მატარებელი ინოვაციური პლატფორმა, რომელიც საზოგადოებაზე რეალურ პოზიტიურ გავლენას ახდენს და აუმჯობესებს ადამიანების ყოველდღიურობას.
პროექტის შედეგები უკვე ცხადია: ათასობით სოციალური ბარათის მომხმარებელი, რომელიც ყოველდღე იყენებს მათთვის შექმნილ შეთავაზებებს, და პარტნიორები, რომელთა გაყიდვები და ჩართულობა თვალსაჩინოდ იზრდება.
წარმატებული შედეგების მიღწევის მთავარი ფაქტორი კი პროფესიონალი და ამბიციურ მიზნებზე ორიენტირებული ერთიანი გუნდია.
პროექტის განვითარების სამომავლო ხედვა?
ლოიალობის პროექტები ერთდროულად არის პროფესიული მისია და სისტემური ინოვაცია. ჩვენ ვანვითარებთ მოდელს, სადაც ბიზნესი, ბანკი და საზოგადოება ერთიანი ღირებულების ქსელში არიან ჩართულნი. ეს არის ქმედითი სოციალური და ეკონომიკური პლატფორმა, რომელიც საქართველოს პირობებში რეალურ შესაძლებლობას ქმნის მომხმარებლისა და პარტნიორი კომპანიებისთვის.
უახლოეს პერიოდში კომპანიების სექტორულ ათვისებას კიდევ უფრო გავაფართოებთ და პროექტში მოვახდენთ წამყვანი ბიზნესების ინტეგრაციას მომხმარებლისთვის შექმნილი საუკეთესო შეთავაზებებით, რაც ლოიალობის მიმართულების განვითარების სტრატეგიულ მიზნებს შეასრულებს.