Loialté - ბუღალტრული აუთსორსინგის ახალი სტანდარტი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ბოლო წლებში ბუღალტრული აუთსორსინგი საქართველოში ბიზნესისთვის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და მოთხოვნად მომსახურებად ჩამოყალიბდა. სულ უფრო მეტი კომპანია ამბობს უარს კომპანიის შიგნით დაქირავებულ ბუღალტერზე და ირჩევს პროფესიულ ბუღალტრულ მომსახურებას, რომელიც აერთიანებს ფინანსურ აღრიცხვას, საგადასახადო მხარდაჭერას, ხარისხის კონტროლსა და ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელ ექსპერტიზას.
ეს ტენდენცია განსაკუთრებით შესამჩნევია მცირე და საშუალო ბიზნესში (SME), სადაც კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობა, არამედ სანდო ფინანსური ინფორმაცია, საგადასახადო რისკების შემცირება, ეფექტიანი პროცესები და პარტნიორი, რომელსაც ბიზნესის განვითარებაში მხარდაჭერა შეუძლია.
სწორედ ამ მიდგომით მუშაობს Loialté - საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ბუღალტრული კომპანია, რომელსაც ასეულობით ბიზნესი საქართველოში, უზბეკეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ანდობს საკუთარ ბუღალტრულ და საგადასახადო პროცესებს.
რატომ ირჩევენ კომპანიები ბუღალტრულ აუთსორსინგს?
ბუღალტრული აუთსორსინგი დღეს მხოლოდ ხარჯების ოპტიმიზაციის საშუალება აღარ არის. სწორად შერჩეული ბუღალტრული კომპანია ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას:
- მიიღოს დროული და სანდო ფინანსური ინფორმაცია
- შეამციროს საგადასახადო და შესაბამისობის რისკები
- დანერგოს სტანდარტიზებული და გამჭვირვალე პროცესები
- ისარგებლოს მრავალპროფილური ექსპერტიზით ერთი კომპანიისგან
- დაზოგოს დრო და რესურსი ბიზნესის განვითარებისთვის
- და საბოლოოდ - გახდეს უფრო წარმატებული და მიიღოს უფრო მეტი მოგება
თუმცა შედეგი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ უზრუნველყოფს ამ მომსახურებას. სწორედ ამიტომ, კომპანიები ბუღალტრული კომპანიის შერჩევისას სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ გამოცდილებას, ხარისხის სტანდარტებსა და კომფორტს მომსახურების პროცესში.
ISO სტანდარტით დადასტურებული ხარისხი
ბუღალტრული აუთსორსინგის სფეროში ნდობა ყველაზე მნიშვნელოვანია.
Loialté არის პირველი ქართული აუდიტორული და საკონსულტაციო ბრენდი, რომელიც ISO 9001:2015 სერტიფიკატს ფლობს კონკრეტულად ბუღალტრული და საგადასახადო მომსახურების მიმართულებით და უკვე მეოთხე წელია წარმატებით ადასტურებს ამ სტანდარტთან შესაბამისობას.
ISO 9001:2015 სტანდარტი ბიზნესისთვის ნიშნავს:
- ნაკლებ შეცდომას
- ნაკლებ საოპერაციო და საგადასახადო რისკს
- მომსახურების სტაბილურ ხარისხს
- პროგნოზირებად და გამჭვირვალე პროცესებს.
თუმცა, გარდა ხარისხის საერთაშორისო სტანდარტისა, კლიენტების დამატებითი სიმშვიდისა და უსაფრთხოებისთვის, Loialté-ს ბუღალტრული მომსახურება დაზღვეულია წამყვანი და ავტორიტეტული სადაზღვევო კომპანიის მიერ.
დიდი გამოცდილება და ძლიერი პროფესიული გუნდი
ბუღალტრული აუთსორსინგის კომპანიის მთავარი ღირებულება პროფესიონალთა გუნდია.
Loialté-ს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდი ყოველდღიურად მუშაობს სხვადასხვა ინდუსტრიისა და მასშტაბის კომპანიებთან - სტარტაპებიდან მსხვილ ორგანიზაციებამდე.
წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ კომპანიას საშუალება მისცა, შეექმნა საკუთარი მეთოდოლოგია, რომელიც ბიზნესის სპეციფიკაზე სწრაფად მორგებასა და მომსახურების ერთიანი ხარისხის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
განსაკუთრებული გამოცდილება Loialté-ს სწორედ SME სექტორში აქვს, სადაც სწორი და მმოწესრიგებული ბუღალტერია ხშირად კომპანიის ზრდის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ხდება.
ტექნოლოგიები, რომელიც ამცირებს შეცდომებს და ზრდის უსაფრთხოებას
თანამედროვე ბუღალტრული მომსახურება შეუძლებელია მხოლოდ ადამიანურ რესურსზე იყოს დაფუძნებული.
Loialté განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ტექნოლოგიების, ავტომატიზაციისა და ციფრული გადაწყვეტილებების ინტეგრირებას სამუშაო პროცესებში. ამის შედეგად კომპანია უზრუნველყოფს:
- მომსახურების მეტ მოქნილობას
- პროცესების დაჩქარებას
- მომსახურების ღირებულების შემცირებას
- ადამიანური შეცდომების მინიმიზაცია
- მონაცემების უფრო სწრაფ დამუშავებას
- მგრძნობიარე ფინანსური ინფორმაციის უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს.
Loialté-სთვის ტექნოლოგიური განვითარება ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია და კომპანია მუდმივად ახორციელებს ინვესტიციებს თანამედროვე ციფრულ გადაწყვეტილებებსა და სამუშაო პროცესების გაუმჯობესებაში.
Loialte - უფრო ახლოს შენთან
Loialté-ს უკვე ექვსი წელია აქვს ფილიალი ბათუმში და აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედ ბიზნესებთან. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხარისხიან ბუღალტრულ მომსახურებაზე წვდომა მხოლოდ დედაქალაქში მოქმედ კომპანიებს არ ჰქონდეთ.
სწორედ ამიტომ, რეგიონებში საქმიანობის გაფართოება Loialté-ს განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ადგილობრივი წარმომადგენლობის, თანამედროვე ციფრული პროცესებისა და დისტანციური თანამშრომლობის ეფექტიანი მოდელის მეშვეობით, რეგიონში მყოფ მეწარმეებს შეუძლიათ მიიღონ იგივე ხარისხის მომსახურება, პროფესიული მხარდაჭერა და ექსპერტიზა.
Loialté-ს მიზანია, იყოს ადგილობრივი ბიზნესის საიმედო პარტნიორი საქართველოს ყველა რეგიონში და ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, მიუხედავად იმისა, თუ სად ახორციელებენ ისინი საქმიანობას.
25000 ლარამდე თანადაფინანსება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
Loialté "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის" ზრდის ჰაბების პროგრამის ყველაზე მსხვილი სერვის-პროვაიდერია.
პროგრამა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, სააგენტოს 25 000 ლარამდე თანადაფინანსებით ისარგებლონ სხვადასხვა საკონსულტაციო მომსახურებით, მათ შორის ბუღალტრული მომსახურებით.
ამ პროგრამის ფარგლებში Loialté უკვე რამდენიმე ათეულ კომპანიას დაეხმარა ბუღალტრული აღრიცხვის მოწესრიგებაში, საგადასახადო პროცესების გაუმჯობესებასა და ფინანსური მართვის სისტემების ჩამოყალიბებაში.
ერთი პარტნიორი - ბიზნესისთვის საჭირო ყველა სერვისი
თანამედროვე ბიზნესს იშვიათად სჭირდება მხოლოდ ბუღალტერი.
Loialté-ს კლიენტები, ბუღალტრულ აუთსორსინგთან ერთად, იღებენ:
- საგადასახადო კონსულტაციას
- ფინანსური მენეჯერის მომსახურებას
- იურიდიულ მხარდაჭერას
- HR მომსახურებას
- ბიზნესის გაციფრულების გადაწყვეტილებებს
- პროფესიულ ტრენინგებსა, და
- ბიზნესსაკონსულტაციო მომსახურებას.
ეს მოდელი ბიზნესისთვის ამცირებს ხარჯებს, ამარტივებს კომუნიკაციას და უზრუნველყოფს ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი საკითხების კოორდინირებულ მართვას.
ბუღალტრული აუთსორსინგი - სტრატეგიული არჩევანი ბიზნესის განვითარებისთვის
ნებისმიერი წარმატებული კომპანიის ზრდა გამართულ ფინანსურ მოდელს ეფუძნება.
ორგანიზაციები, რომლებიც პროფესიონალურ ბუღალტრულ აუთსორსინგს ირჩევენ, Loialté-ში ჩვეულებრივ შემსრულებელზე მეტს - საიმედო ბიზნეს-პარტნიორს ხედავენ. Loialté უზრუნველყოფს ფინანსური პროცესების სრულ ოპტიმიზაციას, საგადასახადო რისკების პრევენციასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც კომპანიას შეუძლია უსაფრთხოდ გააფართოოს საკუთარი საქმიანობა.
საქართველოს გარეთ ოპერირება ბიზნესისთვის შესაძლებლობების ახალ სივრცეს აჩენს, რისი წარმატებული მაგალითებიც უკვე არსებობს - არაერთი ქართული კომპანია Loialte-ს მხარდაჭერით სარგებლობს ქვეყნის გარეთ ექსპორტის, იმპორტის ან იმ ქვეყნებში საქმიანობის დაწყების შემთხვევაში, სადაც კომპანია ოფისებით არის წარმოდგენილი.
ბუღალტრულ აუთსორსინგთან დაკავშირებით ხშირად დასმული კითხვები
ბუღალტერია აუთსორსზე უფრო ძვირი ხომარ დამიჯდება?
არა. პირიქით, თუ დათვლით ყველა ხარჯს, რომელიც დაკავშირებულია ბუღალტრის მოძიებასთან, დაქირავებასთან, ოფისითა და ტექნიკით უზრუნველყოფასთან, საგადასახადო და შრომის კანონმდებლობის რისკებთან და დაქირავებულისთვის დამატებით ბენეფიტებთან, აღმოაჩენთ, რომ აუთსორსინგი უფრო იაფი გიჯდებათ.
სწორედ ეს არის ამ მომსახურების პოპულარობის და სწრაფად ზრდის ერთ-ერთი წინაპირობა.
ვისთვის არის ბუღალტრული აუთსორსინგი საუკეთესო არჩევანი?
ყველაზე ხშირად ამ მოდელს ირჩევენ მცირე და საშუალო კომპანიები, თუმცა ეფექტიანია ნებისმიერი ზომის ბიზნესისთვის, რომელსაც სურს ხარისხიანი ბუღალტრული მომსახურება და მრავალპროფილურ ექსპერტიზაზე წვდომა. Loialte-ს მომსახურებით სარგებლობენ როგორც ძალიან მცირე, ისე პირველი კატეგორიის კომპანიები.
რა უპირატესობა აქვს ბუღალტრულ აუთსორსინგს კომპანიის შიდა ბუღალტერთან შედარებით?
აუთსორსინგი ბიზნესს აძლევს პროფესიონალთა გუნდის მხარდაჭერას, ხარისხის მრავალსაფეხურიან კონტროლს, პროცესების უწყვეტობას, ტექნოლოგიურ მხარდაჭერასა და დამატებით ექსპერტიზას საგადასახადო, ფინანსური, იურიდიული და HR მიმართულებებით.
ვინ არის პასუხისმგებელი საგადასახადო ხარვეზებსა ან ჯარიმებზე?
შიდა ბუღალტრის შეცდომისგან განსხვავებით, პროფესიონალური აუთსორსინგული კომპანია ხელშეკრულებით იღებს სრულ ფინანსურ პასუხისმგებლობას. Loialté-ს მომსახურება მოიცავს ფინანსურ გარანტიებს - კომპანია თავად ფარავს საკუთარი ხარვეზით გამოწვეულ შესაძლო საგადასახადო სანქციებს, თუმცა დამატებითი სიმშვიდისთვისა და უსაფრთხოების განცდისთვის მომსახურება დაზღვეულია წამყვანი სადაზღვევო კომპანიის მიერ.
გადაიყვანეთ თქვენი კომპანიის ფინანსური მართვა ახალ საფეხურზე
გსურთ, დაიცვათ ბიზნესი საგადასახადო რისკებისგან და გამოათავისუფლოთ დროითი და ფინანსური რესურსები ბიზნესის განვითარებისთვის? ჩანიშნეთ უფასო საკონსულტაციო შეხვედრა Loialté-ს გუნდთან და აღმოაჩინეთ, თუ როგორ შეუძლია სწორად ორგანიზებულ ბუღალტრულ მომსახურებას თქვენი კომპანიის ზრდის დაჩქარება.