ლოლუ - ინოვაციური უბოცო წყლის დისპენსერი Lolu.ge 500-ზე მეტ ქართულ ორგანიზაციაში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
კომპანია Lolu 2022 წელს დაფუძნდა და ქართულ ბაზარზე კომპანიებს უბოცო წყლის დისპენსერების ინსტალაციას სთავაზობს. კომპანიის შესახებ Lolu.ge-ის საოპერაციო დირექტორს აკაკი მალანიას ვესაუბრეთ.
როგორ გაჩნდა Lolu-ს იდეა და რატომ აირჩიეთ ინოვაციური საოფისე წყლის დისპენსერის მიმართულება?
2021 წელს ჩვენი გუნდი უბოცო წყლის დისპენსერების ბაზრის შესწავლის გადაწყვეტილებამდე ყოველდღიურმა საოფისე პრობლემებმა მიიყვანა: წყლის მიწოდების დაგვიანებები, 20 ლიტრიანი ბოცების თრევით დაღლილი პერსონალი, ბოცებით სავსე არამხოლოდ სამზარეულო, არამედ საოფისე სივრცეები, ჭიქებით მომარაგების არეული სქემა, მომსახურების ხარისხთან შეუსაბამო ფასები, და ზოგადად საზოგადოებაში ჩამოყალიბებული უარყოფითი დამოკიდებულება წყლის მომსახურების კულტურის იმდროინდელ დონეზე.
შედეგად გაგვიჩნდა ამბიცია და ძლიერი მოტივაცია, 2022 წელს შეგვექმნა კომპანია "ლოლუ", რომელმაც ზუსტად 24 თვეში 4,400-ზე მეტი უბოცო წყლის დისპენსერის ინსტალაცია და 500-ზე მეტ კომპანიასთან თანამშრომლობის დაწყება მოახერხა, 85 დასახლებულ პუნქტში მთელი საქართველოს მასშტაბით.
როგორ მუშაობს ლოლუს უბოცო დისპენსერები და რამდენად ერგება საოფისე გარემოს?
ლოლუს ინოვაციური უბოცო წყლის დისპენსერი, პირდაპირ ერთდება წყალზე, პატარა 6.4 მილიმეტრიანი დიამეტრის მილით და კორეულ ტექნოლოგიაზე შექმნილი 5 საფეხურიანი ფილტრაციით, რომელიც თავად დანადგარშია ჩამონტაჟებული. წყლის დისპენსერში მუდმივად ხელმისაწვდომია ცხელი, ცივი და ნეიტრალური ტემპერატურის გაფილტრული წყალი.
რადგან მილი სიდიდით არ განსხვავდება ინტერნეტისა თუ ელექტრო კაბელისგან, ინსტალაციები შეუმჩნევლად, კედლებსა თუ ჭერში ჩარევის გარეშე მოვახდინეთ ისეთ A კლასის სივრცეებშიც კი როგორებიცაა - საქართველოს ბანკი, Marriott Hotel, Wyndham Hotels & Resorts, Best Western Hotels, Hilton Garden Inn, Axis Towers და სხვა მრავალი ოფისი თუ ბიზნეს დაწესებულება.
რა ტიპის ფილტრაციის სისტემა აქვს Lolu-ს და რა სიხშირით ხდება მისი განახლება?
საქართველო გამოირჩევა წყლის ხარისხით მსოფლიოში, მაგრამ როგორც ყველგან აქაც გვხვდება მილებში ტრანსპორტირების შემდგომი პრობლემები როგორიც არის, ქვიშა, ტალახი, ქლორი და ა.შ. რისი გასუფთავებაც აუცილებელია. აშშ, კანადა, იტალია, ჩინეთი, კორეა 80-იანი წლებიდან ამ მიზეზით იყენებს წყლის ფილტრიან დისპენსერებს.
ლოლუს კორეული სისტემა 5 განსხვავებული წყლის ფილტრისაგან შედგება, რომელიც საერთო ჯამში აშორებს მექანიკურ ნაწილაკებს, ქლორს, მძიმე მეტალებს და სხვა საზიანო ელემენტებს. ბოლო ეტაპზე წყალი გადის ულტრაფილტრაციას, რაც უზრუნველყოფს მიკრობიოლოგიურ უსაფრთხოებას.
მიუხედავად იმისა, რომ ფილტრების სასიცოცხლო ციკლი 1 წლამდეა, ლოლუს ტექნიკური ჯგუფი ყოველ 6 თვეში ყველა ლოკაციაზე, თავად ახორციელებს ფილტრების განახლებასა და ტექნიკურ მონიტორინგს.
როგორი იყო უკუკავშირი წყლის დისპენსერების ინსტალაციამდე კომპანიებისგან?
ხშირად გვესმოდა - ალბათ კედლების ნგრევა სჭირდება, წყალი 50 მეტრზე როგორ უნდა მიიყვანოთ?! უფროსის კაბინეტს ვერ შევეხებით და ა.შ. მაგრამ მარტივად, ლოლუს წყლის მილის დანახვისას ყველაფერი ნათელი ხდებოდა. ასევე იყო კითხვები წყლის შეწყვეტაზე. წყლის დისპენსერი შიდა 7.5 ლიტრიანი ავზით ნებისმიერ სივრცეში მინიმუმ რამდენიმე საათის განმავლობაში იმუშავებს.
რის ხარჯზე შეძლო ლოლუმ ინოვაციური პროდუქტის წარმატებით დაენერგვა 2 წელზე ნაკლებ დროში 500-ზე მეტ კომპანიაში?
ჩვენი ორგანიზაცია არ გახლავთ ონლაინ მაღაზია, რომელსაც ვებგვერდზე წყლის დისპენსერები აქვს გამოტანილი და უბრალოდ ყიდის, არამედ მომსახურების კომპანია, რომელიც მომხმარებელს აწვდის სერვისის სრულ პაკეტს, წყლის აპარატის ინსტალაციიდან, წყლის ფილტრების შეცვლასა თუ ჭიქების მიწოდების ჩათვლით, მუდმივად.
უპირველესია ნდობა. ლოლუს ათეულობით ორგანიზაცია უწევს რეკომენდაცის ყველა ბიზნეს დარგში, რაც ახალ მომხმარებელს ყოველთვის სჭირდება როცა ინოვაციას ირჩევს. სიახლის დანერგვისას საჭიროა სიმარტივე. არავის სურს ზედმეტი რემონტი, ხარჯები, სამომავლო რისკები და ა.შ. ლოლუ დამოუკიდებლად უზრუნველყოფს წყლის დისპენსერების როგორც მიწოდებას ასევე წყლის გაყვანას, დაერთებას, მონტაჟსა და მონიტორინგს, რის გამოც 0-მდეა დაყვანილი კომპანიის მონაწილეობა ამ პროცესებში, და ყველაფერთან ერთად ბიუჯეტურიც გახლავთ.
რომელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობთ ამჟამად და სად არის უკვე განთავსებული თქვენი დისპენსერები?
ჩვენი წყლის დისპენსერები განთავსებულია 500-ზე მეტ ორგანიზაციაში. ვთანამშრომლობთ 6 სამინისტროსა და მათ სიპებთან, წამყვან კომპანიებთან ყველა ტიპის ბიზნეს დარგში, მათ შორის, BOG, Credo, Crystal, ავერსი, პსპ, Marriott, Alta, Zoommer, Ambassadori, სკოლები, ბაღები, კლინიკები და სხვა მრავალი. ასევე ლოლუს წყლის დისპენსერებით არა მხოლოდ დიდი ორგანიზაციები, არამედ ათეულობით მცირე ბიზნესი სარგებლობს, რადგან ჩვენი პროდუქტი ფინანსურად მომგებიანია.
ლოლუს წყლის დისპენსერები და მომსახურების სისწრაფე არათუ კომფორტად, არამედ კონკურენტულ უპირატესობადაც კი ექცათ ჩვენს პარტნიორებს, გამომდინარე იქიდან, რომ წყლის დისპენსერს როგორც პერსონალი, ასევე კომპანიის მომხმარებლებიც იყენებენ.
პარტნიორი კომპანიისგან უკუკავშირი Smart Academy-ს დამფუძნებელს ვთხოვეთ.
"სმარტ აკადემიაში რამდენიმე თვეა ვიყენებთ Lolu.ge-ს უბოცო წყლის დისპენსერებს და ძალიან კმაყოფილები ვართ. არ გვაქვს საჭიროება ბოცების მუდმივი ცვლის და ცალკე დისპენსერებზე ფიქრის. მუდმივად გვაქვს გაფილტრული ცივი, ცხელი და ნეიტრალური წყალი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი სტუდენტებისთვის და თანამშრომლებისთვის.
ასევე, Lolu.ge-ს წყლის აპარატები შესანიშნავად ერგება სმარტ აკადემიის ოფისის გარემოს და არ იკავებს ზედმეტ ადგილს. ზუსტად ისაა, რაც გვსურდა, ნამდვილად ვუწევ რეკომენდაციას Lolu-ს ნებისმიერი ოფისისთვის. ასევე სახლშიც ვგეგმავ მინი დისპენსერის, იგივე წყლის ბარის განთავსებას." — რატი გველესიანი, Smart Academy-ს დამფუძნებელი.
თქვენი აზრით, რა განასხვავებს ლოლუს სხვა გადაწყვეტილებებისგან?
ლოლუ ერთადერთი კომპანიაა ბაზარზე, რომელიც დაფუძნებულია კომფორტული მომსახურების გაწევაზე და არ აქვს ამოსავალ წერტილად მხოლოდ წყლის დისპენსერი.
ჩვენი გუნდი ყურადღებით ეპყრობა ყველა თანმდევ პროცესს.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეყვანილ შენობებშიც კი მოვახდინეთ უსაფრთხო, მარტივი და შეუმჩნევლი ინსტალაცია, მუდმივი წყლის არქონის შემთხვევაში პარტნიორს ვუმართავთ გარე რეზერვუარებს და ვუწყობთ სისტემას. დამატებით, ვამარაგებთ ჭიქებით საქართველოს ნებისმიერ წერტილში, შეკვეთიდან მაქსიმუმ 3 სამუშაო დღეში, რაც არასდროს ირღვევა.
რემონტის ან ოფისის შეცვლის დროს თავად ვახორციელებთ რეინსტალაციას და რაც მთავარია, ჩვენი ცხელი ხაზი მუშაობს 24/7, უწყვეტი კომუნიკაციის რეჟიმში.
შედეგად პარტნიორმა კომპანიებმა არათუ იციან, არამედ გრძნობენ, რომ მათ უბრალოდ არ უდგათ ინოვაციური წყლის აპარატი, რომელზეც თავად უნდა დახარჯონ ძალისხმევა. მათ ყავთ პარტნიორი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მათთვის კომფორტული იყოს წყლის მოხმარება ყველა ასპექტში.
მხოლოდ თბილისშია ხელმისაწვდომი ლოლუს სერვისი თუ საქართველოს მასშტაბით?
ჩვენი ორგანიზაცია 80-ზე მეტ დასახლებულ წერტილს ემსახურება, მათ შორის: მესტია, ცაგერი, ამბროლაური, ხულო, ქედა, ყაზბეგი, ახალციხე, დმანისი, სასაზღვრო-გამშვები პუნქტები და ა.შ.
ესკლუზიურად ისეთი რეგიონებისათვის სადაც კომპანიების ფილიალებს არ აქვთ ცენტრალური წყლის მიწოდება და იყენებენ (ჭაბურღილის/ტექნიკურ) წყალს, ჩვენი წყლის დისპენსერები სპეციალური სისტემებით არიან აღჭურვილი. ასევე წინასწარ ვიღებთ ზომებს და ვაზღვევთ მაღალმთიან რეგიონში დიდთოვლობის გამო პოტენციურად წარმოწმნილ სირთულეებს.
რა არის ლოლუს ამჟამინდელი მიზნები?
ლოლუ როგორც მოგახსენეთ 500-ზე მეტ საჯარო და კერძო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს მთელი ქვეყნის მასშტაბით, თუმცა ეს ბაზრის ჯერ კიდევ მცირე ნაწილია და არაერთი დაწესებულება მოძველებულ ტექნოლოგიას მოიხმარს. შესაბამისად ლოლუს წინ აქვს დიდი გზა გასავლელი სანამ ბაზარზე კულტურას სრულად შეცვლის, თუმცა რა თქმა უნდა ვამაყობთ იმ შედეგებით რაც პირველ 2 წელში მივიღეთ.
ჩვენი მიზანი გახლავთ 2029 წლის ბოლოს სრულად ჩავანაცვლოთ ბოციანი დისპენსერების მოხმარება მთელი ქვეყნის მასშტაბით და გავხადოთ ჯანსაღი წყლის მოხმარება ყველასთვის უფრო კომფორტული.
როგორ უნდა მოიქცეს კომპანია თუ სურს გახდეს ლოლუს პარტნიორი?
ნებისმიერ დაინტერესებულ კომპანიას და ფიზიკურ პირს შეუძლია მოგვმართოს ჩვენს მეილზე info@lolu.ge ან დაგვირეკოს მითითებულ ნომერზე 577 57 46 77. რის შემდგომაც ჩვენი ტექნიკოსები მოახდენენ 15 წუთიან ვიზიტს, გააცნობენ მომხმარებელს თუ როგორ მოხდება წყლის გაყვანა. დაიწყება მარტივი და სწრაფი ინსტალაციის პროცესი. დასრულების შემდგომ კი ლოლუ თავად მოახდენს წყლის ფილტრების გეგმიურ ცვლილებასა და შეთანხმებული რაოდენობებით ჭიქებით მომარაგებას.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებ გვერდს Lolu.ge.
საკონტაქტო ინფორმაცია
Lolu.ge
facebook.com/Lolu.Georgia
info@lolu.ge
577 57 46 77