ლუკა პაჩიოლის საბუღალტრო ცენტრი თქვენს ბიზნესს მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ლუკა პაჩიოლის საბუღალტრო ცენტრი" გთავაზობთ ორი ტიპის საბუღალტრო მომსახურებას ინდივიდუალური პირობებითა და სატრენინგო მომსახურებით. ინდივიდუალური და კორპორაციული ტრენინგები განკუთვნილია პრაქტიკოსი ბუღალტრებისთვის და სხვა კომპანიებისაგან განსხვავებით, თითოეულ ბუღალტერს 1-წლიან უფასო მენტორინგის მხარდაჭერას სთავაზობს, რაც მათ კარიერული განვითარების შესაძლებლობებს აძლევს.

"საკუთარი კომპანიის შექმნის იდეა რამდენიმე წლის წინ გამიჩნდა, როდესაც საბუღალტრო კომპანიაში ვმუშაობდი. პასუხისმგებელი ვიყავი მეწარმეებთან მუშაობის პროცესზე, სადაც სამუშაო პროტოკოლი ძალიან მკაცრად იყო გაწერილი და საკმაოდ შეზღუდული ვიყავი.

მე კი ყოველთვის მინდოდა ბიზნესისთვის დამენახვებინა, რომ ბუღალტერია არის ცოცხალი, საინტერესო და ემოციური პროცესი, ხოლო ბუღალტერი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანური რესურსი. არ არსებობს ცუდი და კარგი ბუღალტერი. არსებობს მხოლოდ განსხვავებული გარემოებები", - ხატია ჭონქაძე, "ლუკა პაჩიოლის საბუღალტრო ცენტრის" დამფუძნებელი.

ხატია იხსენებს, რომ ვარშავაში მუშაობისა და სწავლის პარალელურად, ბიზნესის დაწყება დიდი გამოწვევა იყო. მიაჩნია, რომ ეს მისი ცხოვრების ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა.

"ჩემ გარშემო ბევრი ადამიანი მიიჩნევდა, რომ ვცდებოდი და ვერ შევძლებდი, თუმცა ხასიათი და მტკიცე ნებისყოფა დამეხმარა, საკუთარი თავისთვის მომესმინა. ბიზნესის დაწყება გამბედაობას ყოველთვის მოითხოვს, თუმცა თუ გჯერა იმის, რასაც აკეთებ, სხვებსაც დაარწმუნებ".

ხატია გვიყვება, რომ პანდემიის დროს კომპანიამ ოფისი დახურა და დისტანციურ რეჟიმში მუშაობდა, რამაც პირველი გამოწვევა შექმნა.

"რაღაც პერიოდი გვიწევდა, დაგვერწმუნებინა მომხმარებელი, რომ აპლიკაციითაც იმავე ხარისხით ვმუშაობდით, როგორიც ოფისიდან. ერთადერთი მედიატორი სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის იყო ბუღალტერი, ამიტომ 2020 წელს ჩვენი მომხმარებლები გავაერთიანეთ ჯგუფში "ონლაინ ბუღალტერი" და შევთავაზეთ უფასო მხარდაჭერა საგადასახადო და სხვა საკანონმდებლო სიახლეებზე.

ჯგუფში იდება ყოველდღიური პოსტები, ვიდეოპოსტები, რასაც დავამატეთ ყოველთვიური ონლაინსემინარები ხელმისაწვდომ ფასად, და ეს ყველაფერი დისტანციურად მუდმივ რეჟიმში მოქმედებს.

ამით დავეხმარეთ ასობით კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამან ძალიან დიდი აღიარება მოგვიტანა. ჯგუფი დღემდე აქტიურად მუშაობს და საბუღალტრო მხარდაჭერას წარმატებით ახორციელებს".

ხატიას ბიზნესსაქმიანობამ თავის სიყვარული და სირთულეებთან გამკლავება ასწავლა.

"თუ შეგეშინდებათ, თუ იტირებთ, თუ აღმოაჩენთ, რომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, არ შეწყვიტოთ წინსვლა. ჩემი საყვარელი ფრაზაა "საღამო ღამე არ არის". უნდა დაიჯერო, რომ ნებისმიერ დროს, მაშინაც კი, როცა გგონია, ყველაფერი დასრულდა, შესაძლოა ნებისმიერი ოცნება ახდეს.

გენდერულ სტერეოტიპებს ადრეული ასაკიდან ვებრძოდი. ბიზნესსა და პროფესიულ საქმიანობაში დღემდე ვაწყდები ამ გამოწვევებს. ადამიანები ისევ ცდილობენ ქალებისა და კაცების საქმე ერთმანეთისგან გამიჯნონ. ეს ძალიან მაბრაზებს. ამავე დროს, მაძლევს ძალას, ქალებს მაგალითი მივცე და ვაჩვენო, რომ საქმე გენდერული ნიშნით არ იყოფა და მათ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ".

ხატია მიიჩნევს, რომ ანტრეპრენერი არის სამყაროში ყველაზე თავისუფალი და ბედნიერი ადამიანი, რომელსაც სიკეთე მოაქვს. მისი აზრით. ეს არის ფერადი და მზარდი ენერგია, რომელიც არ იყიდება და არ იზომება.

"ცხოვრებაში ყველაზე მეტად ჩემი თავისუფლება მიყვარს. ჩემი თავისუფლება არის ჩემი გადაწყვეტილებები, მზის ამოსვლა, ყავა, ციფრები, მოგზაურობა, საკუთარი საქმის კეთება".

ხატია აღნიშნავს, რომ კომპანიის ყველა სერვისი მომხმარებელზე ინდივიდუალურადაა მორგებული და მათი კმაყოფილება კიდევ უფრო დიდ მოტივაციას მატებს.

"განათლება არის იმისთვის, რომ ადამიანების ცხოვრება უკეთესი გახდეს, ამიტომაც 2025 წელს სილამაზის სფეროს შევთავაზეთ განახლებული, ექსკლუზიური ტრენინგკურსი "ბიუთი სფეროს ბუღალტერია", რომელიც კონკრეტულად სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური ცენტრებისთვისაა განკუთვნილი.

ასევე, დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ ქალი მეწარმეების განვითარებაში წვლილი შევიტანოთ და შევთავაზოთ ახალი მასტერკლასი "ქალები ბიზნესში", რომლის პრეზენტაციაც მარტის ბოლოსაა დაგეგმილი.

მასტერკლასის მიზანია ქალების გაძლიერება სამი მიმართებულით: ლიდერობა, ფინანსები და მარკეტინგი. მასტერკლასი დაეხმარება ქალებს საკუთარი თავის სწორად წარმოჩენაში, გაყიდვებსა და, რა თქმა უნდა, ბიზნესგადაწყვეტილებების მიღებაში.