ლუქს ავტომობილების ამერიკული ბრენდი - Cadillac, საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

General Motors-მა და Lynx Motors-მა ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდის - Cadillac-ის საქართველოში ოფიციალურად შემოსვლა დააანონსეს. ბრენდის საქართველოს ბაზარზე წარდგენა სამხრეთ კავკასიის პრემიუმ და ლუქს საავტომობილო ინდუსტრიაში ახალი ეტაპის დასაწყისია.

საქართველოს ბაზარზე შესვლა Cadillac-ის სტრატეგიას შეესაბამება და უკავშირდება ქვეყნის დინამიურ ეკონომიკურ განვითარებას, პრემიუმ სეგმენტის მომხმარებელთა მზარდ მოთხოვნებსა და საქართველოში, ამერიკული პრემიუმ და ლუქს საავტომობილო ბრენდების მიმართ არსებულ ინტერესს.

"Cadillac საერთაშორისო ლუქს ბრენდია, რომელიც უკვე 120 წელზე მეტია ასოცირდება ტექნოლოგიურ დახვეწილობასა და ინოვაციასთან. ჩვენთვის საქართველო სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და განვითარებული ქვეყანაა. Cadillac-ის შემოსვლა ადგილობრივ ბაზარზე შექმნის ახალ შესაძლებლობებს - მათ შორის ინვესტიციების, მაღალკვალიფიციური სამუშაო ადგილებისა და ახალი პროფესიული უნარების განვითარების მიმართულებით, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას", - Tommy Hosea, GM International and China-ს ვიცე-პრეზიდენტი – GPSC და GM Central Asia-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი.

საქართველოს ბაზარზე Cadillac-ის ოფიციალური წარმდგენი და ექსკლუზიური დისტრიბუტორი Lynx Motors-ი იქნება. კომპანიის გუნდი პრემიუმ საავტომობილო სექტორში დაგროვილ მრავალწლიან გამოცდილებას და ადგილობრივი ბაზრის სიღრმისეულ ცოდნას ბრენდის მომხმარებლებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გამოცდილების შესაქმნელად გამოიყენებს.

"Cadillac-ის საქართველოში შემოსვლა ჩვენთვის ახალი ეტაპის დასაწყისია. ბოლო წლებში, საქართველოს ბაზარი მნიშვნელოვნად განვითარდა, მომხმარებლები დღეს უფრო მეტად ინფორმირებულები არიან და საერთაშორისო ბაზრების გამოცდილებასაც უკეთ იცნობენ. პრემიუმ და ლუქს სეგმენტის მომხმარებელი უკვე მხოლოდ ავტომობილს აღარ ეძებს - მისთვის მნიშვნელოვანია დიზაინი, ტექნოლოგია, ხარისხი, კომფორტი და გამოცდილება. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ Cadillac-ის საქართველოში შემოსვლისთვის დრო სწორადაა შერჩეული", - გიორგი ფოცხვერია, Lynx Motors-ის თანადამფუძნებელი.

Cadillac-ის შოურუმი უახლოეს პერიოდში თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე გაიხსნება. სამსართულიანი სივრცე გააერთიანებს შოურუმს, სრულად აღჭურვილ სერვისცენტრსა და მომხმარებელთა პრემიუმ ლაუნჯს.

შოურუმის გახსნის თარიღის, წარმოდგენილი ავტომობილების მოდელებისა და Cadillac-ის საქართველოში ოფიციალური შემოსვლის შესახებ დეტალური ინფორმაცია უახლოეს პერიოდში იქნება ხელმისაწვდომი ვებგვერდზე: cadillac.lynxmotors.ge.

General Motors-ის შესახებ

General Motors-ი ტრანსპორტის მომავალს მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით ქმნის და მომხმარებლებს უფრო უსაფრთხო, ჭკვიან და დაბალი ემისიის მქონე მსუბუქი, მაღალი გამავლობის და SUV-ის ტიპის ავტომობილებს სთავაზობს.

GM-ის Buick, Cadillac, Chevrolet და GMC ბრენდები მომხმარებლებს სთავაზობენ ინოვაციური, ბენზინზე მომუშავე ავტომობილების ფართო არჩევანს და ინდუსტრიაში ელექტრომობილების ყველაზე მრავალფეროვან პორტფელს. კომპანია სრულად ელექტრიფიცირებულ მომავალზე გადასვლისკენ მიემართება.

ინფორმაცია იხილეთ: GM.com

Lynx Motors-ის შესახებ

Lynx Motors აერთიანებს ადგილობრივი საავტომობილო ინდუსტრიის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდს. კომპანიის საქმიანობას საფუძვლად უდევს ბაზარზე დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილება, ძლიერი პროფესიული კომპეტენცია და ინდუსტრიის სიღრმისეული ცოდნა.