Get All Access for $5/mo

"ლურჯმა ოკეანემ" წლის პირველ შემაჯამებელ ღონისძიებას CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა უმასპინძლა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

8 დეკემბერს "ლურჯმა ოკეანემ" წლის პირველ შემაჯამებელ ღონისძიებას CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა უმასპინძლა. ღონისძიებამ პიროვნულ და კარიერულ განვითარებაში (ბიზნეს)ლიტერატურის როლის შესახებ გააერთიანა პანელური დისკუსიები და ინსპირაციული გამოსვლები.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორი და "ლურჯი ოკეანეს" ხელმძღვანელი თამთა ჯაფარაშვილი Entrepreneur-თან ინტერვიუში ამბობს, საქართველოში ღონისძიებები ბიზნესისა და ლიტერატურის კვეთაზე არ კონცენტრირდებიან. CROSSOVER კი სწორედ ამ ორი სფეროს თანაკვეთას აღნიშნავს. წლის თემა "კიდევ ერთის ძალა"გახლდათ ამავე სახელწოდების წიგნის გამო, რომელიც ექსკლუზიურად ღონისძიებაზე გაიყიდა და ერთი თვის განმავლობაში, სხვაგან არ იქნება ხელმისაწვდომი.

"არსებითად, "კიდევ ერთის ძალა" მარტივ წინაპირობას ეფუძნება. იმაზე გაცილებით ახლოს ხარ ცვლილებასთან, ვიდრე წარმოგიდგენია. კიდევ ერთი ნაბიჯი, კიდევ ერთი ურთიერთობა, კიდევ ერთი გადაწყვეტილება, კიდევ ერთი მოქმედება ან კიდევ ერთი აზრი გაშორებს ისეთ ცხოვრებას, როგორსაც იმსახურებ. გვინდა, რომ ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს, პირველ რიგში საკუთარ თავში, და შემდეგ გარე სამყაროში, კიდევ ერთის ძალის აღმოჩენაში დავეხმაროთ", - ამბობს თამთა ჯაფარაშვილი.

"CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა" ქართული კრეატიული ინდუსტრიის შესახებ საინტერესო დისკუსიით "ალქიმია: კიდევ ერთი (არაორდინარული) იდეა" გაიხსნა.

ღონისძიების ერთ-ერთი მოდერატორისა და სპიკერის, ალექსი ჩიქოვანის თქმით, "ემოციისა და შემოქმედებითი ალქიმიის ნაკლებობა" ინდუსტრიის წარმომადგენელთა ტკივილია. ჩიქოვანი ამბობს, რომ უემოციოდ რაიმეს შექმნა წარმოუდგენელია, სწორედ ამიტომ დისკუსიამ უპასუხა კითხვებს: სად გვაქვს პრობლემა? რატომ გვაქვს ეს პრობლემა და რაშია გამოსავალი?

ივენთის ერთ-ერთი მიზანი საგამომცემლო საქმიანობის, როგორც ბიზნესის, შესახებ ცნობადობის ზრდაც იყო. ღონისძიებაზე ისაუბრეს, თუ როგორია წიგნის შექმნის ხელოვნება, რა გზა გაიარა ქართულმა საგამომცემლო სექტორმა 90-იანი წლებიდან დღემდე, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ქართული საგამომცემლო ინდუსტრია და ა.შ.

"ღონისძიება ყოველწლიური იქნება შინაარსობრივი ცვლილებებით. თუმცა ერთი პანელური დისკუსია საგამომცემლო ინდუსტრიის შესახებ CROSSOVER-ის კონცეფციის ნაწილია", - გვიყვება თამთა ჯაფარაშვილი.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დისკუსიები და მოხსენებები ისეთ თემებზე, როგორებიცაა: "გუნდების გუნდი", "ადამიანური ალქიმია", "How to Become Relentless", "Ego and Team Consciousness" და "Crossover: წიგნის შექმნის ხელოვნება".

პანელური დისკუსია გაიმართა თემაზე "ადამიანური ალქიმია". სპიკერებმა ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საკუთარი თავის სიყვარულის მნიშვნელობა და ფენომენი, როგორ არჩევანი და არა მხოლოდ ემოცია. დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა პასუხები კითხვებზე: როგორ ვიპოვოთ, განვიცადოთ და სრულვყოთ სიყვარული? რა როლს ასრულებს ჩვენს წარმატებაში ემოციური ინტელექტი და როგორ განვავითაროთ ის? როგორ შევაბიჯოთ გულით ფიქრის ალქიმიაში?

სამი კოენმა, ღონისძიებაზე "Ego and Team Consciousness" საკითხზე ისაუბრა. კოენი უნიკალური პიროვნული განვითარების მოდელის, "ლეო მეთოდოლოგიის" თანაავტორი და Leo Institute-ის თანამდამფუძნებელია.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ლურჯი ოკეანის" პირველი ღონიძიება CROSSOVER წარმატებით ჩატარდა და ახალი თემების და სტუმრების მოლოდინში მომავალ წლამდე დაგვემშვიდობა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია