Join our Waitlist for Expert Advice!

LVMH-ი ცნობილი ბრენდის, Orient Express-ის განვითარების პროექტში ინვესტიციას დებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მოდის ინდუსტრიის გავლენიანი კონგლომერატი LVMH-ი სტუმარმასპინძლობის სფეროში ერთ-ერთ წამყვან კომპანიასთან, Accor-თან იწყებს თანამშრომლობას. LVMH-ის ინვესტიცია ცნობილი ბრენდის - Orient Express-ის განვითარებაზეა ფოკუსირებული.

Orient Express-ი 1883 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც უნიკალური დიზაინისა და კონცეფციის სამგზავრო მატარებლებით მომხმარებელს მაღალი კლასის სერვისსა და სამოგზაურო გამოცდილებას სთავაზობს. ბრენდი Accor-მა 2022 წელს შეიძინა და Orient Express-ის ჩვეული კონცეფციით სასტუმროებისა და სამგზავრო გემების პროექტების განვითარება დაიწყო. LVMH-ი კი გეგმავს, Accor-თან ერთად Orient Express-ის ბრენდი კიდევ უფრო დიდ მასშტაბებზე განავითაროს და ახალი ჰორიზონტები დაიპყროს.

როგორც ცნობილია, LVMH-ისა და Accor-ის პარტნიორობის ფარგლებში Orient Express-ის პირველი გემის მშენებლობა საფრანგეთში მიმდინარეობს. გემი პირველ რეისს 2026 წელს შეასრულებს. ასევე ცნობილია, რომ Orient Express-ის ბრენდის პირველი სასტუმროები რომსა და ვენეციაში გაიხსნება, შემდეგ კი მსოფლიო მასშტაბით ტურისტულად მნიშვნელოვან სხვა ქალაქებსაც მოიცავს.

როგორც LVMH-ის დამფუძნებელი, ბერნარ არნო აღნიშნავს, ამ თანამშრომლობით 140-წლიანი ისტორიისა და ლეგენდის ახალი თავი იწერება.

Business News

TikTok-ი და Facebook-ი არის "დროის სულელური ფლანგვა" და ადამიანებმა წიგნები უნდა წაიკითხონ

JPMorgan-ის აღმასრულებელი დირექტორის რჩევა ახალგაზრდებს - ჯეიმი დიმონის რჩევა ახალგაზრდებს

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი