მაიკლ ვირარდი - ექსპერტი გუნდის მართვასა და სამოტივაციო საკითხებში ქართველ აუდიტორიას 6 ივნისს, წინანდალში შეხვდება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
როცა უნიკალური შესაძლებლობების მქონე ადამიანები ერთ სივრცეში ერთიანდებიან, დიდი გამოწვევების დრო დგება. მაიკლ ვირარდი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სპიკერია, რომელიც კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის, ურთიერთობისა და სტრატეგიის საკითხებში ნამდვილ გურუდ მიიჩნევა.
20-წლიანი გამოცდილების განმავლობაში მისმა საჯარო გამოსვლებმა არაერთი ადამიანის ცხოვრებაში გარდატეხა მოახდინა. მაიკლი ტრენინგებსა და სემინარებს მსოფლიოს 24-ზე მეტ ქვეყანაში ატარებს.
საქართველო კი რიგით 25-ე ქვეყანა იქნება ბიზნესსამიტ "მერიტოს" ფარგლებში, სადაც იგი ქართველ აუდიტორიას შეხვდება. სამიტზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://bit.ly/49pp6zd
მაიკლის პრეზენტაციების ძირითადი თემა ბიზნესის კულტურის ტრანსფორმაციას, პოტენციალისა და შემოსავლების ზრდას ეხება.
2019 წელს გამართულ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე მისი გამოსვლა, სახელწოდებით "AI: Going Off-Script", საუკეთესოდ იქნა აღიარებული.
ვისთვის არის საინტერესო მაიკლ ვირარდის საჯარო გამოსვლაზე დასწრება?
კომპანიის დამფუძნებლებისთვის, დირექტორებისთვის, სხვადასხვა რგოლის მენეჯერებისა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურს აღმოაჩინოს გუნდის მართვისა და მოტივაციის ახალი მიდგომები.
საჯარო გამოსვლებისა და სემინარების გარდა, მაიკლი საკუთარი წიგნებითაც ცდილობს სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს.
მისი პირველი ბესტსელერი "პოზიტიური ზეგავლენა" იმ ადამიანებისთვისაა, ვისაც სურთ გარშემო მყოფები, სამყარო ან საკუთარი თავი შეცვალონ. უნიკალური თხრობის სტილის საშუალებით, ავტორს მკითხველი გასაოცარ მოგზაურობაში მიჰყავს, სადაც ბიზნესისა და ცხოვრების გაუმჯობესების მეთოდებს სთავაზობს.
ამ წიგნში მაიკლი ხსნის, როგორია თანამედროვე, კონკურენტული ბაზარი და როგორ უნდა შეინარჩუნო საკუთარი უნიკალური მახასიათებლები. მკითხველი ვირარდის ცხოვრებისეულ გამოცდილებას ეცნობა და მის მიერ დაგროვილ ცოდნას იზიარებს. წიგნის მთავარი მიზანია, ადამიანმა პროფესიულ და პიროვნულ საქმიანობაში მაქსიმალურ წარმატებას მიაღწიოს.
რაც შეეხება ავტორის მეორე ბესტსელერს, "კრიზისი? მოდი, დავამარცხოთ!" იგი საიდუმლო ფორმულას გვიზიარებს, რომელიც საკუთარი პოტენციალის განვითარებაში გვეხმარება. წარმატების მიღწევა, კარიერული დაწინაურება, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა, ფასეულობათა სისტემა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების ყოველდღიურ ცხოვრებაში პრაქტიკული გზით გამოყენება.
ყველა ადამიანი ერთხელ მაინც აღმოჩენილა კრიზის წინაშე. ეს წიგნი სწორედ ამ კრიზისების პოზიტიურად დაძლევის გზებს გვასწავლის.