Majestic New York – საქართველოში შექმნილი ძვირფასი სამკაულის ბრენდი, რომელიც ნიუ-იორკში იწარმოება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Majestic New York წარმოადგენს საქართველოში შექმნილი ძვირფასი სამკაულების ბრენდს, რომელიც იწარმოება ნიუ-იორკში. კომპანია მუშაობს ბრილიანტის,ოქროსა და პლატინის სამკაულზე, რომლის იდეა და დიზაინი საქართველოში იბადება, შემდეგ კი ჩანაფიქრი სისრულეში ნიუ-იორკის არტიზანებს მოჰყავთ.

კომპანიის ბრენდისა და კომერციული მიმართულების დირექტორი, რუსუდან კობახიძე ამბობს, რომ კომპანიის მთავარი ამოცანაა საქართველოში პრემიუმ ხარისხის ბრილიანტის სამკაულების შემოტანა.

"ქართულ ბაზარზე სულ უფრო იზრდება ინტერესი ბრილიანტის სამკაულების მიმართ, განსაკუთრებით ნიშნობის ბეჭდებზე. ამის მიუხედავად, ადგილობრივ ბაზარზე თითქმის არ არსებობდა საერთაშორისო კლასის შოურუმი ან ბუტიკი, სადაც მომხმარებელს შეეძლო უმაღლესი სტანდარტის სამკაულის შერჩევა ექსპერტების დახმარებით. ამასთანავე, ამ სტანდარტის სამკაულის ინდივიდუალური დიზაინით შეკვეთა საქართველოში ამ დრომდე თითქმის შეუძლებელი იყო – განსაკუთრებით ბრილიანტით, რომელიც საერთაშორისო ინსტიტუციების მიერ არის დამოწმებული (GIA/IGI სერტიფიკატები).

ამ დაკვირვებების ფონზე მივხვდით, რომ დღეს მომხმარებლისთვის საოცნებო ძვირფასეულობის ბრენდს უნდა შეეძლოს სერტიფიცირებული ბრილიანტებით მომხმარებლის ყველა სურვილისა და ოცნების ახდენა – რაც დღეს ჩვენთან უკვე შესაძლებელია – ჩვენს შოურუმში თუ ჩვენს ვებგვერდზე სტუმრობით", – ამბობს რუსუდან კობახიძე.

Majestic New York შოურუმში, რომელიც ზ. ფალიაშვილის 71-ში მდებარეობს, ხელმისაწვდომია თანამედროვე თუ კლასიკური სტილის უზადო ბრილიანტის ნაკეთობები – საერთაშორისო სერტიფიკატებით. მათთვის კი, ვინც ადგილზე ხელმისაწვდომი კოლექციიდან შესაფერისს ვერ აღმოაჩენს, ინდივიდუალური შეკვეთით მათთვის 2-3 კვირაში მზადდება სამკაული კომპანიის ნიუიორკელი არტიზანების მიერ.

რუსუდან კობახიძის თქმით, ქართველი მომხმარებელი საკმაოდ გამოცდილი და კრიტიკულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა პრემიუმ ხარისხზეა საუბარი.

"შესაბამისად, ისეთი გამოცდილების შექმნა და სერვისის შეთავაზება, რომელიც ზუსტად ასახავდა ჩვენი პროდუქტის ხარისხს და ამასთანავე, ჩვენი მომხმარებლებისთვისაც საინტერესო იქნებოდა – ნამდვილად დიდი გამოწვევა იყო. დავიწყეთ პატარა ნაბიჯებით, ვტესტავდით სხვადასხვა ტიპის მიდგომას, განვიხილეთ ბრენდის განვითარება ონლაინმომსახურებით, მაგრამ თავიდანვე მივხვდით, რომ მხოლოდ ონლაინსივრცე არასდროს იქნებოდა საკმარისი იმ გამოცდილების გასაზიარებლად, რაც Majestic-ის ხარისხია. ბრილიანტის თუ სხვა ძვირფასი სამკაულის შეძენა ყოველთვის ბედნიერ წამებთან ასოცირდება. მაშინ, როცა მაგალითად, ხელის თხოვნაა, მომხმარებლები უდიდესი ბედნიერებით და მღელვარებით ეკიდებიან ამ საკითხს, რაც სრულიად ბუნებრივია, მაგრამ ეს პროცესი აუცილებლად მოითხოვს შესაბამის უკუკავშირს ბრენდის მხრიდან, რაც, ვფიქრობ, ჩვენი შოურუმის სივრცეში წარმატებით დავნერგეთ", – აღნიშნავს ის.

მისი თქმით, დღეს, ბრენდის შოურუმში მომხმარებლის ყველა შესაძლო კითხვას თუ მოთხოვნას პასუხობენ – ეხმარებიან იდეალური დიზაინის შერჩევაში და სთავაზობენ დიდ არჩევანს, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მისთვის სასურველი იდეალური დიზაინი შეარჩიოს. რუსუდან კობახიძე აღნიშნავს, რომ სარისკოდ ეჩვენებოდათ ახალი ბრენდის შექმნა და ხარისხზე დანაპირების უნაკლოდ შესრულება, თუმცა, მისი აზრით, რისკმა გაამართლა და დღეს ამ დავალებას წარმატებით გაართვეს თავი.

რუსუდან კობახიძე ამბობს, რომ ბრენდზე ფიქრის პირველივე დღიდან კომპანიის მთავარი ამოცანა ძვირფასი სამკაულის წარმოების საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვის შექმნა იყო – ნიუ-იორკიდან საქართველომდე.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, წარმოება ნიუ-იორკში გვქონოდა, ხოლო ბრენდი თბილისში შეგვექმნა. ეს სამკაულის უმაღლეს სტანდარტს ნიშნავს, მაგრამ ამავდროულად, ორი კონტინენტის მასშტაბით სახელოსნოებთან, სერტიფიკატებთან, ლოგისტიკასთან, საბაჟოსა და ვადებთან მუშაობას გულისხმობს – რაც ერთი შეხედვით ჩვენთვის შეუძლებლად ჩანდა.

ამის მიუხედავად, ჩვენ ეს შევძელით, რადგან გვჯეროდა, რომ შეგვეძლო Majestic New York – ნამდვილად მაღალი კლასის ძვირფასი სამკაულის ბრენდი შეგვექმნა და ის თავიდანვე გლობალური სტანდარტებით უნდა აგვეგო", – ამბობს კომპანიის ბრენდისა და კომერციული მიმართულების დირექტორი.

ინსპირაციაზე საუბრისას რუსუდან კობახიძე აღნიშნავს, რომ კომპანიისთვის ყველაზე დიდი შთაგონებისა და მუდმივი მოტივაციის წყარო ის ემოციაა, რომელსაც მათი სამკაულის შეძენის დროს განიცდიან მომხმარებლები.

"აქამდე არასდროს მქონია შეხება საქმესთან, რომელიც ადამიანების ამხელა სიხარულის მიზეზია. ჩვენთან მოდიან წყვილები, მეგობრები, დედები, შვილები და ყველას საერთო ემოცია აკავშირებს – სიყვარული, რომელიც სურთ, რომ სიმბოლურად ყველაზე ბრწყინვალე ნივთით გამოხატონ. როდესაც ასეთი მომენტების თანაზიარი ხარ, ძნელია არ გქონდეს მუდმივი სურვილი, ყოველი მომდევნო დღის გამოცდილება უკეთესად აქციო", – აღნიშნავს ის.

რუსუდან კობახიძის თქმით, Majestic New York ბაზარზე გამოჩენის პირველივე თვეებიდან მიმზიდველი პროდუქტი გამოდგა ადგილობრივი მომხმარებლისთვის და მასზე ინტერესი თვიდან თვემდე იზრდება. შესაბამისად, კომპანიის გეგმები, პირველ რიგში, საქართველოს მასშტაბით განვითარებაზე, პარალელურად კი საერთაშორისო მასშტაბით ზრდაზეა ორიენტირებული. საქართველოს შემდეგ პირველი საერთაშორისო ბაზარი აშშ იქნება.

"დღეს მთავარი სიახლე ჩვენი ვებგვერდია, სადაც არსებულ კოლექციასთან ერთად ინდივიდუალური შეკვეთების მიღებაც არის შესაძლებელი. ახლო მომავალში ახალი შოურუმიც დაგვემატება – რაც კიდევ უფრო კომფორტულს გახდის ქართველი მომხმარებლისთვის ჩვენი კოლექციების გაცნობას. გვჯერა, სწორი სტრატეგიითა და ბევრი შრომით Majestic სულ მალე მიაღწევს იმ საერთაშორისო მასშტაბს, რაც შექმნის დღიდან ჩაფიქრებული გვაქვს", – ამბობს Majestic New York-ის ბრენდისა და კომერციული მიმართულების დირექტორი, რუსუდან კობახიძე.