"მაკდონალდს საქართველოს" IT დეპარტამენტის ხელმძღვანელმა Shining Light award-ის გლობალური ჯილდო მოიპოვა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"მაკდონალდს საქართველოს" გუნდი საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციებს კიდევ უფრო იმყარებს. ნიკოლოზ მღებრიშვილი, "მაკდონალდს საქართველოს" IT დეპარტამენტის ხელმძღვანელი პრესტიჟული გლობალური ჯილდოს Shining Light award-ის გამარჯვებულია. უნდა აღინიშნოს, რომ ნიკოლოზ მღებრიშვილი ჯილდოს მფლობელი სერვისის მიმართულებით გახდა.
Shining Light award-ის არსებობის 5 წლიან ისტორიაში კი, "მაკდონალდს საქართველოს" გუნდმა უკვე მეოთხედ მოიპოვა აღიარება, რაც ქართული წარმომადგენლობის პროფესიონალიზმის და გლობალურ სტანდარტებთან სრული თანხვედრის დასტურია.
Shining Light Award 2020 წელს დაფუძნდა და მისი მიზანია, მსოფლიოს მასშტაბით, აღიაროს, "მაკდონალდსის' კორპორაციის ის თანამშრომლები, რომლებმაც საკუთარი შედეგებით და მიღწევებით განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქსელის წარმატებაში.
ნიკოლოზ მღებრიშვილი "მაკდონალდს საქართველოს" 10 წლის წინ შეუერთდა. სწორედ იმ გარდამტეხ პერიოდში, როდესაც გლობალური ბრენდი ციფრული ევოლუციის ახალ ეტაპს გადიოდა. მისი მისვლა "მაკდონალდს საქართველოში" დაემთხვა დროს, როცა "მაკდონალდსის" გუნდი ნერგავდა სისტემებს, რომლებიც მომხმარებლის გამოცდილებას უფრო პერსონალიზებულს, ხოლო ოპერაციულ მართვას უფრო ეფექტურს გახდიდა. დღეს, "მაკდონალდსი" ტექნოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე გამართული რესტორანია და ეს იმ მუშაობის და იდეის შედეგია, რომელსაც საფუძველი წლების წინ ჩაეყარა.
ნიკოლოზ მღებრიშვილის თქმით, "ტექნოლოგია არ არის დამხმარე საშუალება, ის ბიზნესის ზრდის ფუნდამენტია."
როგორც ნიკოლოზი ამბობს, მისთვის და თითოეული თანამშრომლისთვის "მაკდონალდსი" ადამიანებზე ორიენტირებული, საერთაშორისო სტანდარტების მქონე გლობალური ბრენდია, რომელიც საკუთარი ფასეულობების ერთგულია და კორპორაციის მრავალწლიანი ღირებულებების გაზიარებით მოქმედებს.
"ხშირად "მაკდონალდსს" მხოლოდ რესტორნად აღიქვამენ, თუმცა რეალობა გაცილებით მასშტაბურია, მაკი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური პლატფორმაა. ჩემთვის IT მიმართულების ხელმძღვანელობა ერთდორულად გამოცდილებაცაა და საინტერესო გამოწვევაც, სადაც საერთაშორისო აღიარება პასუხისმგებლობის სულ სხვა თამასას აწესებს. ჩემთვის ეს ჯილდო, პირველ რიგში, სწორედ ამ შრომის დაფასებაა. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ეს აღიარება მხოლოდ ერთი ადამიანის წარმატება არ არის, ეს გუნდის გამარჯვებაა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ საქართველოში დანერგილი სტანდარტები მსოფლიო მასშტაბით კონკურენტუნარიანია. დავიჯერეთ, რომ როდესაც საქმეს მაქსიმალური პასუხისმგებლობით აკეთებ, შენი შრომა აუცილებლად ხდება გლობალური წარმატების ნაწილი." ამბობს ნიკოლოზ მღებრიშვილი
ნიკოლოზ მღებრიშვილმა გლობალური ჯილდო მომსახურების კატეგორიაში მოიპოვა. IT მიმართულება "მაკდონალდსის" გამართული მუშაობის მთავარი კომპონენტია. ტექნოლოგიური სრულყოფის მაღალი დონე, გლობალური სტანდარტების დანერგვა და ინოვაციური მიდგომები ის ფაქტორებია, რამაც ნიკოლოზს საერთაშორისო აღიარება მოუტანა.
"მაკდონალდსი" მსოფლიო მასშტაბით უმკაცრეს ტექნოლოგიურ პროტოკოლებს და სტანდარტებს აწესებს. ეს მოიცავს როგორც მონაცემთა უსაფრთხოებას, ისე ოპერაციული სისტემების უწყვეტობას და მომხმარებლისთვის კომფორტული, თანამედროვე გარემოს შექმნას. საქართველო გამოირჩევა იმითაც, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ტექნოლოგიური გადაწყვეტები "მაკდონალდს საქართველოში" პირველი ინერგება. თვითმომსახურების კიოსკები, მობილური აპლიკაციით სარგებლობა, ლოიალობის პროგრამები, საერთო ჯამში მომხმარებლისთვის კომფორტს და "მაკდონალდს საქართველოსთვის" ეფექტურობას ნიშნავს.
ნიკოლოზის გამარჯვება სერვისის კატეგორიაში ადასტურებს, რომ ტექნოლოგიური ადაპტაცია და ციფრული არხებით მომსახურება, სტუმრისთვის საუკეთესო სერვისის მიწოდების კარგი ინსტრუმენტია. გამართული IT ინფრასტრუქტურა კი ნიშნავს სწრაფ მომსახურებას, მინიმალური შეფერხებებით.
ტექნოლოგიური პროცესების მართვა და მათი სრულყოფა მუდმივ განვითარებას მოითხოვს. ჩვენი მიზანია, გლობალური სტანდარტები არა მხოლოდ დავნერგოთ, არამედ მათი შესრულების უმაღლესი ხარისხი ვუზრუნველვყოთ, რაც ვფიქრობ "მაკდონალდსის" გუნდს გამოგვდის. ეს ჯილდო მთელი IT გუნდის დაუღალავი შრომის შედეგია," - აღნიშნავს ნიკოლოზ მღებრიშვილი.
"მაკდონალდსის" ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ყველა ადამიანისთვის დასაქმების და კარიერული განვითარების შესაძლებლობების შექმნაა. კომპანია მუდმივად ზრუნავს გუნდის წევრებზე, ხელს უწყობს მათ კარიერულ და პიროვნულ ზრდას. შედეგებიც შესაბამისია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა "მაკდონალდს საქართველოს" თანამშრომელი მოიპოვებს საერთაშორისო ჯილდოს. 2020 წელს Shining light award-ის ჯილდო ბექა სტურუამაც მიიღო. ამის შემდეგ 2022 წელს, "მაკდონალდს საქართველოს" თანამშრომელს ეკატერინე ებრალიძეს, ორი საერთაშორისო ჯილდო Shining Light Awards და Global Development Hero's გადაეცა, ხოლო Shining Light Award-ის 2023-ის ჯილდოს მფლობელი გახდა ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ ლაზარაშვილი.
2025 წლის Shining Light Award-ის გამარჯვებულთა სია შთამბეჭდავია და მასში საქართველო ისეთი ქვეყნების გვერდით არის, როგორიცაა ფინეთი, შვედეთი, საბერძნეთი, საუდის არაბეთი და სხვა. EMEA 2025 Global Award Winners-ზე მოპოვებული ეს გამარჯვება კიდევ ერთი დასტურია, რომ "მაკდონალდს საქართველო" რეგიონში ლიდერია.