Management Strategy Game By David Kenchadze რა შევქმენით, რატომ არის მნიშვნელოვანი და რა ადგილი უჭირავს საერთაშორისო კონტექსტში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

რა არის Management Strategy Game

Management Strategy Game (MSGame) არის Kenchadze Academy-ის მიერ შექმნილი ბიზნეს-სიმულაციის სისტემა, სადაც მონაწილეები მართავენ ვირტუალურ კომპანიებს კონკურენტულ გარემოში. გუნდები იღებენ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს - მარკეტინგი, ფინანსები, ოპერაციები, ადამიანური რესურსები - და ხედავენ, როგორ აისახება მათი არჩევანი კომპანიის შედეგებზე. 10 ვირტუალური წლის განმავლობაში გუნდები ეჯიბრებიან ერთმანეთს, ხოლო გამარჯვებულს განსაზღვრავს კაპიტალზე უკუგების (ROE) მაჩვენებელი.

სისტემა მთლიანად ხელოვნური ინტელექტის (AI) ბაზაზეა აშენებული. მოთამაშეები არ ირჩევენ მზა ვარიანტებს მენიუდან - ისინი თავისუფალი ტექსტით წერენ გადაწყვეტილებებს, ზუსტად ისე, როგორც რეალურ ბიზნესში მოხდებოდა. AI სიმულატორი აანალიზებს ყოველ გადაწყვეტილებას, აფასებს მის ლოგიკას, ითვალისწინებს კონკურენტულ გარემოს და გამოთვლის შედეგებს.

საერთაშორისო კონტექსტი

ბიზნეს-სიმულაციებით სწავლება არის საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგია, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი ბიზნეს-სკოლები იყენებენ.

Harvard Business School - ქეის-მეთოდს 100 წელზე მეტია იყენებს. პირველი კურსის MBA სტუდენტები 8 სხვადასხვა სიმულაციაში მონაწილეობენ. Harvard-ის განმარტებით, სიმულაციები სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას იმოქმედონ და დაინახონ შედეგები, რაც ქეის-მეთოდს ავსებს და აძლიერებს.

INSEAD (Markstrat) - Markstrat სიმულაცია შეიქმნა 1970-იან წლებში INSEAD-ის პროფესორების მიერ და დღეს 500-ზე მეტ უნივერსიტეტსა და ბიზნეს-სკოლაში გამოიყენება, მათ შორის მსოფლიოს ტოპ 10 ბიზნეს-სკოლიდან 8-ში. 2 მილიონზე მეტი მონაწილე ამ სისტემით სწავლობს.

მეთოდოლოგიის არსი - პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება (experiential learning): ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ თეორია ისწავლო, შენ რეალურ სიტუაციებში იღებ გადაწყვეტილებებს, ხედავ შედეგებს, აანალიზებ შეცდომებს და სწავლობ გამოცდილებიდან. სწორედ ამ პრინციპზეა აგებული Kenchadze Academy-ის მიდგომა.

რითი გამოირჩევა ჩვენი სისტემა

AI-ზე დაფუძნებული სიმულატორი. ტრადიციული სიმულაციები (Markstrat და მსგავსი) პროგრამული უზრუნველყოფაა, სადაც გადაწყვეტილებებს ფიქსირებული ველებიდან ირჩევ - ბიუჯეტის ციფრი, ფასის ციფრი, არხის არჩევანი. ჩვენს სისტემაში მოთამაშე თავისუფალი ტექსტით წერს გადაწყვეტილებას - სრული სტრატეგიული არგუმენტაციით. AI აფასებს არა მხოლოდ ციფრებს, არამედ ლოგიკას, კრეატიულობას და არგუმენტაციის ხარისხს.

უნივერსალური ქეისების შექმნა. სისტემას შეუძლია წამებში მოერგოს ნებისმიერ ინდუსტრიას, რომელიც საშუალებას გვაძლევს ნებისმიერი ინდუსტრიისთვის შევქმნათ სიმულაცია - რძის ინდუსტრია, IT კომპანია, რესტორანი, სასტუმრო, ფარმაცევტიკა. არ ვართ შეზღუდული ერთი სცენარით.

ქართულ ენაზე. პირველად ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, შეიქმნა ეროვნული ინტელექტუალური პროდუქტი, რომელიც სრულად პასუხობს გლობალურ სტანდარტებს და ამავდროულად, ადაპტირებულია ქართულენოვან გარემოზე. ეს ნიშნავს, რომ ენობრივი ბარიერი აღარ არის დაბრკოლება უმაღლესი დონის ბიზნეს-განათლების მისაღებად

მოზარდებისთვისაც. საერთაშორისო პრაქტიკაში ბიზნეს-სიმულაციები ტრადიციულად MBA სტუდენტებისა და მაღალი რგოლის მენეჯერების პრეროგატივაა. თუმცა, Kenchadze Academy-მ გადადგა რევოლუციური ნაბიჯი და ამ მეთოდოლოგიას ადაპტირება გაუკეთა 14-17 წლის მოზარდებისთვის.

რა მოგვცა ამ სისტემის შექმნამ

Kenchadze Academy-მ მიიღო სრულიად უნიკალური საგანმანათლებლო ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოში არავის აქვს:

პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება, რომელსაც მსოფლიოს საუკეთესო ბიზნეს-სკოლები იყენებენ, ახლა ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი.

მოსწავლეები იღებენ რეალურ ბიზნეს-გადაწყვეტილებებს და ხედავენ შედეგებს - ეს არის სწავლება, რომელიც მეხსიერებაში რჩება.

კურსის დასრულებისას გაცემული სერტიფიკატი არ არის მხოლოდ ფურცელი – ეს არის ციფრული დასტური იმისა, რომ სტუდენტმა წარმატებით გაიარა 10-წლიანი ბიზნეს-ციკლის სიმულაცია.LinkedIn-თან ინტეგრაცია კი საშუალებას აძლევს მათ, საკუთარი მიღწევები გლობალურ პროფესიულ საზოგადოებას გაუზიარონ