MAQRO DEVELOPMENT-ის ახალი პროექტი - საუკეთესო დროა ბინის საყიდლად, სანამ ფასები გაიზრდება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ქართული უძრავი ქონების ბაზარზე კერძო საკუთრების ფასი წლიდან წლამდე იზრდება და მისი შეძენაც სტრატეგიული გადაწყვეტილებაა. სწორედ ამ რეალობიდან გამომდინარე, სამშენებლო სფეროში მოღვაწე ერთ-ერთი წამყვანი კომპანია, MAQRO DEVELOPMENT ახალ პროექტს აანონსებს და მომხმარებელს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას - შეიძინონ ბინები ბევრად უფრო მიმზიდველ ფასად, ვიდრე ეს მომავალში იქნება შესაძლებელი.
გამოცდილება აჩვენებს, რომ რაც უფრო მალე მიიღებთ გადაწყვეტილებას, მით უფრო უკეთესი ფასებით შეძლებთ სარგებლობას და სასურველი ბინის შერჩევას, რადგანაც მოგვიანებით ღირებულება გაიზრდება. MAQRO DEVELOPMENT-ის ახალი პროექტის კამპანია, სახელწოდებით "ფასები გაიზრდება", პირდაპირ მიანიშნებს, რომ რაც უფრო ადრე მიიღებს მყიდველი გადაწყვეტილებას, მით უფრო მოგებიანად შეძლებს ბინის შეძენას.
MAQRO DEVELOPMENT-ის კონცეფცია ეკომეგობრული, მწვანე საცხოვრებელი კომპლექსების შეთავაზებაა მომავალი ბინადრებისა თუ ინვესტორებისთვის. ამ მიდგომით კომპანია საქართველოში ახლებურ სტანდარტს ამკვიდრებს დეველოპერულ-სამშენებლო სექტორში და, ცხადია, გამონაკლისი არც ახალი პროექტი იქნება. ამ შემთხვევაშიც დაინტერესებულ პირებს დახვდებათ ეკომეგობრული, მწვანე გარემო, რომელიც თანამედროვე ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ასეთი აუცილებელი, თუმცა იშვიათი გახდა.
რაც მთავარია, კომპანიიის ახალი პროექტი იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ. ეს პროექტი გამორჩეული იქნება როგორც მდებარეობით, ისე ინფრასტრუქტურით, ეკოლოგიური დაგეგმარებით და მისი საინვესტიციო ღირებულებაც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება.
MAQRO DEVELOPMENT-ის ეს მიდგომა - შესთავაზოს მომხმარებელს განსაკუთრებული პირობები გაყიდვების საწყის ეტაპზე - პირველად არ ხორციელდება. კომპანია პირველ ეტაპზე მყიდველებს ყოველთვის უფრო ბიუჯეტურ ფასს სთავაზობს. ამის მაგალითია კომპანიის მიერ უკვე განხორციელებული პროექტებიც - "მწვანე ალმასი" და "მწვანე ბუდაპეშტი".
MAQRO DEVELOPMENT მუდმივად ზრდის ყოველი მომდევნო პროექტის მასშტაბებს და მომხმარებელს უფრო და უფრო საინტერესო პირობებსაც სთავაზობს. ცხადია, ახალი შემოთავაზებაც ისეთივე გრანდიოზული პროექტი იქნება, როგორითაც კომპანია მომხმარებლებს მუდმივად ანებივრებს. ბინის შეძენის მსურველებს ახალ პროექტში ელით საუკეთესო პირობები, რაც მათთვის ბინის შეძენას ბევრად უფრო ხელმისაწვდომს გახდის.
თუ დაინტერესებული ხართ ახალი ბინით, ახლა საუკეთესო მომენტია ნაბიჯის გადასადგმელად. თუნდაც ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ გქონდეთ მიღებული, კარგი იქნება კომპანიის წარმომადგენლებთან კონსულტაცია, რათა დროულად შეიტყოთ ყველა დეტალი და არ გამოგრჩეთ კარგი შესაძლებლობა.
დეტალებისა და კონკრეტული შეთავაზებების გასაცნობად, ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია დაუკავშირდეს MAQRO DEVELOPMENT-ს შემდეგ ნომერზე: +995 32 200 10 10.