MAQRO Development-მა ახალი მასშტაბური პროექტი "მაქრო სითი თბილისი" საზეიმოდ წარადგინა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
14 ივნისს MAQRO Development-ის ახალი, უპრეცედენტო მასშტაბის ურბანული პროექტის – "მაქრო სითი თბილისი" – ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა. გრანდიოზულ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პროექტის დეტალები და ოფიციალურად დაიწყო გაყიდვების ეტაპიც.
"მაქრო სითი თბილისი" აერთიანებს ყველაფერს, რაც თანამედროვე ცხოვრებისთვის საჭიროა - საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული სივრცეები, ფართო რეკრეაციული ზონები, სპორტული ინფრასტრუქტურა, ფიტნეს ცენტრები, საბავშვო სივრცეები და მწვანე გარემო. აქ ცხოვრება არ ნიშნავს მხოლოდ მყუდრო ბინაში ყოფნას - ესაა სივრცე, სადაც შეგიძლია იმუშაო, ივარჯიშო, დაისვენო და ოჯახთან ერთად გაატარო დრო - ყოველივე ეს ერთი კომპლექსის ფარგლებში.
კომპანიაში ამბობენ, რომ სწორედ ახლაა იდეალური დრო ბინის შესაძენად. მშენებლობის მიმდინარეობასთან ერთად იზრდება როგორც პროექტის ღირებულება, ისე მოთხოვნაც და ეს ღირებულებაზეც აისახება. მიმდინარე ეტაპზე კვადრატული მეტრის ფასი $1,250-დან იწყება, მაგრამ მომდევნო ეტაპებზე მისი ზრდაა მოსალოდნელი. სწორედ ამაზე მიანიშნებს კომპანიის მიმდინარე კამპანიაც - "ფასები გაიზრდება", შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების დრო არის ახლა.
"მაქრო სითი თბილისი" შენდება ნოე რამიშვილის ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდით - ეს არის ერთ-ერთი სტრატეგიული ადგილმდებარეობა, რაც უზრუნველყოფს სწრაფ წვდომას ისეთ ობიექტებთან, როგორიცაა მეტროსადგური, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, ძველი თბილისის ისტორიული უბნები, პოპულარული სავაჭრო სივრცე "ისთ ფოინთი".
პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ინვესტორები, წამყვანი ბიზნესმენები, სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, მშენებლობისა და არქიტექტურის სფეროს სპეციალისტები, პარტნიორი კომპანიები, ასევე კულტურისა და ხელოვნების ცნობილი სახეები.
საღამოს პროგრამა მრავალფეროვანი და სანახაობრივი იყო: მოეწყო ვიზუალური, თეატრალური და მუსიკალური ელემენტებით გაჯერებული წარმოდგენები, ხოლო ბავშვებისთვის სპეციალურად შეიქმნა გასართობი სივრცე, სადაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ დრო სასიამოვნოდ და აქტიურად გაეტარებინათ სხვადასხვა თამაშებსა და შემოქმედებით აქტივობებში მონაწილეობით.
ღონისძიების ერთ-ერთ მთავარ კულმინაციად იქცა ლეგენდარული ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილების" გამოსვლა, რომელმაც დინამიკური ქორეოგრაფიითა და ქართული კულტურის შთამბეჭდავი ინტერპრეტაციით დამსწრე საზოგადოებაზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა. გამორჩეული იყო დუეტი "ჯორჯიას" მიერ შესრულებული ახალი კომპოზიცია, რომელიც სპეციალურად "მაქრო სითი თბილისისთვის" შეიქმნა და პროექტის იდეას მუსიკალურად ასახავდა.
საღამო DJ-ის ენერგიულმა გამოსვლამ, რამაც სტუმრებს მხიარული და სადღესასწაულო განწყობა შეუქმნა.