მარიამ პაკაცოშვილი - გამოცდილი PR-სტრატეგი ბიზნესის წარმატებისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

პროფესიით ჟურნალისტი მარიამ პაკაცოშვილი უკვე წლებია, რაც ბიზნეს სექტორს განვითარებასა და წინსვლაში ეხმარება. მანამდე ის სატელევიზიო სფეროში ჟურნალისტიკისა და რედაქტორის პოზიციებს იკავებდა, ასევე აქტიურად იყო ჩართული ევროკავშირის პროექტებში, როგორც მედიაკოლაბორატორი.

ამჟამად რამდენიმე კომპანიაში საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კომუნიკაციის ხელმძღვანელ პოზიციას იკავებს. მარიამს ასევე აქვს საკუთარი სარეკლამო კომპანია, რომელიც უკვე საერთაშორისო ასპარეზზეც დიდი წარმატებით პოზიციონირებს. მისი საქმიანობის არეალი მოიცავს ისეთი კომპანიების ბიზნესის განვითარებას როგორებიცაა: საგანმანათლებლო დაწესებულებები, დერმატოლოგიური და ესთეტიკური კლინიკები, გათბობა-გაგრილების სისტემები, სამშენებლო-სარემონტო კომპანიებს.

მარიამის პორტფოლიოში გამორჩეული ადგილი უკავია მსოფლიოში წამყვან მარკეტინგულ კომპანიებთან თანამშრომლობას, რაც მოიცავს საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას, საიმიჯო ვიდეო-რგოლებისა და სიუჟეტების ფროდაქშენს, ქართული წარმოების ევროპაში გატანას/ პოპულარიზაციას და სხვა.

მარიამი ასევე გახლავთ სამოტივაციო სპიკერი და პროფესიული განვითარების ასოციაციის თანადამფუძნებელი, რომლის დახმარებითაც ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა სწორად აირჩიონ და დაგეგმონ კარიერა. მისი საქმიანობა ასევე მოიცავს კორპორატიულ ტრენინგებს, რომლის მეშვეობითაც საჯარო და კერძო სექტორი საკუთარი თანამშრომლების და ორგანიზაციული განვითარების უზრუნველყოფას ახორციელებენ.

როგორი იყო ეს გზა წარმატებისკენ, საიდან იღებს მოტივაციას და რა შედის მარიამის სამომავლო გეგმებში - ამ ყველაფერზე მან Entrepreneur-თან ისაუბრა:

რა კონკრეტული პრობლემის გადაჭრას ემსახურება თქვენი ბიზნესი? როგორ გაჩნდა იდეა და რა ახალი გამოცდილების შემოტანა გსურდათ ბაზარზე?

ჩემი ბიზნესი მიზნად ისახავს ეფექტური მარკეტინგული კომუნიკაციის და PR სტრატეგიების შემუშავებას. იდეა გაჩნდა, როდესაც დავინახე, ბაზარზე არსებობდა თანამედროვე ინსტრუმენტების და ტექნოლოგიების გამოყენების დეფიციტი. მოგეხსენებათ დღეს ამხელა კონკურენციის პირობებში, თანამედროვე კონკურენტულ ლანდშაფტში, პერსონალიზებული მარკეტინგული სტრატეგია გადამწყვეტია ნებისმიერი ბიზნესისთვის, რომელიც მიზნად ისახავს უფრო მეტად დაუკავშირდეს მომხმარებლებს და შეინარჩუნოს ლოიალური დამოკიდებულება. ამ ნაწილში კი, პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციის სპეციალისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დემოგრაფიულ სეგმენტს თაობა "Y" წარმოადგენს (1980-2000). ბოლო მონაცემების მიხედვით, აღნიშნული სამომხმარებლო სეგმენტის 78% უპირატესობას ისეთ ბრენდებს ანიჭებს, რომლებიც მათ ინდივიდუალურ ურთიერთობებს და კომუნიკაციის ინტერაქტიულ საშუალებებს სთავაზობენ. აქედან გამომდინარე, ჩემი კომპანიისთვის უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს, ბიზნეს სექტორში შევიტანოთ ინოვაციური მიდგომები და პერსპექტივები. გავცდეთ ტრადიციულ, ერთჯერად PR და მარკეტინგულ კამპანიებს და თითოეულ მომხმარებელს მივაწოდოთ მათთვის ღირებული გამოცდილება, რაც გულისხმობს მათი პრეფერენციებისა და ქცევების შესწავლის საფუძველზე- ინდივიდუალურად, მომხმარებლებზე მორგებული შეთავაზებების შექმნას. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ მომხმარებლების დეტალურად შესწავლა და მათთან ინდივიდუალური ურთიერთობების აგება გადამეწყვიტა, რადგან სამომავლოდ სწორედ ასეთი ტიპის კომუნიკაცია და სტრატეგია მოუტანს კომპანიებს წარმატებას.

ფიქრობთ თუ არა, რომ თქვენ მიერ ბიზნესის დაწყება, კონკრეტულ დროსა და ვითარებაში, მოითხოვდა გაბედულობას, სიმამაცეს, რაც იმ დროს მხოლოდ თქვენ/ბიზნესის დამფუძნებლებს აღმოგაჩნდათ?

რა თქმა უნდა გაბედულობა უპირველესი თვისებაა დამფუძნებლისთვის, ამ თვისების გარეშე შეუძლებელია ახლა კითხულობდეთ იმ მიღწევების და ჩემი მრავალპროფილური მიმართულებების შესახებ როგორებიცაა: ჟურნალისტიკა, პიარი და მარკეტინგული კომუნიკაცია, მედიაკოლაბორაცი. მე ყოველთვის მჯეროდა ჩემი შესაძლებლობების და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე საკუთარი კომპანიით და პროფესიული საქმიანობით ახალი ნიშის შექმნა.

რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, წინააღმდეგობა, რომელიც თავიდან გადაუჭრელი გეჩვენებოდათ, მაგრამ მაინც შეძელით გამკლავება?

ჩემთვის გადაუჭრელი გამოწვევები არ არსებობს. რთული გამოწვევები ცხოვრების ნაწილია, მაგრამ სწორი მიდგომის და თავდაჯერებულობის წყალობით, ყველანაირი სირთულე დაძლევადია.

მოგიწიათ თუ არა გენდერულ სტერეოტიპებთან გამკლავება თქვენს პროფესიულ საქმიანობაში?

სიმართლე გითხრათ არასოდეს მიგრძნია შერჩევითი დამოკიდებულებები, მიმაჩნია, რომ ძლიერი პროფესიული რეპუტაცია არის ფარი არასწორი დამოკიდებულებებისა. როგორც ამბობენ- "Build on your strengths and around your weaknesses"!

რა გასწავლათ დამოუკიდებელმა ბიზნეს საქმიანობამ და თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა რჩევას მისცემდით დამწყებ ანტრეპრენერებს/ტოპ მენეჯერებს?

დამოუკიდებელმა ბიზნესმა დამანახა, რომ სწორი სტრატეგიის არჩევა და მუდმივი ადაპტირება ცვლილებებთან, ფეხის აწყობა თანამედროვე ტენდენციებთან და გამოწვევებთან უმნიშვნელოვანესია წარმატებისთვის.

თქვენი აზრით, ვინ არის ანტრეპრენერი?

ანტრეპრენერი არის ადამიანი, რომელიც ხედავს შესაძლებლობებს იქ, სადაც სხვები ხედავენ დაბრკოლებებს.

რა გაძლევთ ინსპირაციას საქმიანობაში?

შთამაგონებენ ჩემს გვერდით მდგომი ადამიანები, ბიზნესპარტნიორები, ქართველი თუ უცხოელი დამკვეთები, მათთან ერთად განხორციელებული უმაღლესი დონის პროექტები. როცა ვხედავ, რომ ჩემი გუნდის მუშაობა რეალურ ცხოვრებაში ახდენს ცვლილებებს, ეს საუკეთესო მოტივაციაა.

როგორია თქვენი განვითარების ხედვა და სამომავლო გეგმები?

ჩემი სამომავლო გეგმების სტრატეგიულ პრიორიტეტებშია, საკუთარი საერთაშორისო სარეკლამო კომპანიის განვითარება. ტექნოლოგიური სიახლეებისა და ახალი სერვისების დანერგვა, ახალგაზრდების პროფესიულ თვითგამორკვევაში დახმარება მათი გაძლიერება, დასაქმების ხელშეწყობა და ჩემი კომპანიის გლობალურ ბაზარზე უფრო მეტად გაფართოება.

ინდუსტრიული ტრენდები

Maven - თქვენი ბიზნესის ფინანსური კომპასი

ფინანსური სერვისების აუთსორსინგული საკონსულტაციო მომსახურების კომპანია, სადაც აკადემიური ცოდნა და პროფესიული გამოცდილება თითოეულ თანამშრომელშია თავმოყრილი