Get All Access for $5/mo

მარიშა გოგოლაური Extra-ს მარკეტინგის გუნდს უხელმძღვანელებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Extra ერთ-ერთი მსხვილი პლატფორმაა საქართველოში, რომელიც ქართულ ბაზარზე მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს სხვადასხვა კატეგორიის ნებისმიერი ნივთი ონლაინ შეიძინონ და რაც მთავარია, საქართველოს მასშტაბით უფასო მიწოდებით ისარგებლონ.

Extra-ს გუნდს ახლახან მარიშა გოგოლაური შეუერთდა. იგი კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს და ბრენდის განვითარებაზე იზრუნებს. მარიშას კომუნიკაციებისა თუ მარკეტინგის სფეროში მუშაობის მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს. ექვსი წლის განმავლობაში იგი "თიბისის" მარკეტინგის გუნდში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა, მათ შორის იყო "თიბისი სტატუსის", "თიბისი ბიზნესის", "თიბისი კაპიტალისა" და სხვა განყოფილებების მარკეტინგის გუნდის წევრი და ბრენდმენეჯერი.

საბანკო სივრცეში მიღებული გამოცდილების შემდეგ, იგი აქტიურად ჩაერთო სტარტაპ-ინდუსტრიაში და მეგობრებთან ერთად საგანმანათლებლო პლატფორმა UpWay შექმნა, რომელიც ქვეყანაში არსებულ სასწავლო კურსებსა თუ სამოყვარულო წრეებს ერთ სივრცეში აერთიანებს. UpWay-ის პარალელურად მარიშა Episode Hotels-ის მარკეტინგის განყოფილებას ხელმძღვანელობდა, მოგვიანებით კი "მეამას" მარკეტინგის დირექტორიც გახდა.

როგორც მარიშა Entrepreneur-თან საუბრისას აღნიშნავს, Extra-ს განვითარების პოტენციალი საკმაოდ საინტერესოა მისთვის და არჩევანი ამ კომპანიაზეც სწორედ ამიტომ შეაჩერა.

"ძალიან დიდი პოტენციალი დავინახე Extra-ში, როგორც პროდუქტის, ასევე ბრენდის განვითარების კუთხით. ძალიან მომეწონა გუნდი, რომელიც აქ დამხვდა − ცნობისმოყვარე და შედეგზე ორიენტირებული. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ მიმართულებით წასვლა", − აღნიშნავს მარიშა გოგოლაური.

ქვეყანაში იქომერსის ზრდისა და განვითარების კვალდაკვალ, Extra აქტიურად ავითარებს საკუთარ პროდუქციას, ამატებს სხვადასხვა სერვისსა და მიმართულებას. "დღეს ქვეყანაში იზრდება იქომერს-სექტორი, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, ამ სფეროში მყოფმა ბიზნესებმა ფეხი აუწყონ მის განვითარებას. ძალიან მნიშვნელოვანია პროდუქტის განვითარება, მომხმარებლის გამოცდილების გათვალისწინება და სხვა. მგონია, რომ ძალიან სწორ დროს აღმოვჩნდი ამ გარემოში".

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მარიშას თქმით ახლა მათი მიზანი კომპანიის მასშტაბირება, ახალ სეგმენტზე გასვლა და სერვისის კიდევ უფრო გაუმჯობესებაა, რისთვისაც Extra-ს გუნდი ყოველდღიურად აქტიურად მუშაობს.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ