"მარკეტინგი არ მუშაობს" - დავით ჩქოტუას წიგნის პრეზენტაცია და დისკუსია მარკეტინგის გამოწვევებზე
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
27 ოქტომბერს, თბილისში, "ფაბრიკის" საკონფერენციო სივრცეში გაიმართება ღონისძიება "Marketing isn't working", რომლის ფარგლებშიც დავით ჩქოტუას წიგნის - "მარკეტინგი არ მუშაობს" პრეზენტაცია და პანელური დისკუსია მოეწყობა. შეხვედრის მონაწილეები იმსჯელებენ, რატომ ვერ აღწევს მარკეტინგი ხშირად სასურველ შედეგებს, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს სფერო და როგორ უნდა დაუკავშირდეს მარკეტინგული საქმიანობა ბიზნესის რეალურ საჭიროებებს.
ღონისძიებას გამომცემლობა "პალიტრა L" და Marketing Architect Studio-ს დამფუძნებელი დავით ჩქოტუა აწყობენ. შეხვედრას სხვადასხვა ინდუსტრიის 150-მდე წარმომადგენელი დაესწრება, მათ შორის ბიზნესის დამფუძნებლები, მარკეტინგის ხელმძღვანელები, კრეატიული სააგენტოების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები.
ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი პანელური დისკუსია "რატომ არ მუშაობს მარკეტინგი?" იქნება. დარგის წარმომადგენლები ბიზნესის, ბრენდინგის, ტექნოლოგიების, განათლებისა და ადამიანური რესურსების პერსპექტივიდან განიხილავენ მარკეტინგის მართვის პროცესში არსებულ პრობლემებს, ეფექტიანი გუნდების როლსა და ბიზნესშედეგებზე ორიენტირებული მიდგომების მნიშვნელობას.
შეხვედრის ფარგლებში დავით ჩქოტუა საკუთარ წიგნსაც წარადგენს. "მარკეტინგი არ მუშაობს" რეალურ ქეისებსა და ისტორიებზე დაყრდნობით მიმოიხილავს ბიზნესისა და მარკეტინგის ურთიერთკავშირს, სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს. წიგნი განკუთვნილია როგორც ბიზნესის მფლობელებისა და მარკეტინგის სფეროს პროფესიონალებისთვის, ისე მათთვის, ვინც ამ მიმართულებით კარიერის დაწყებას გეგმავს.
ღონისძიება 27 ოქტომბერს, 20:00 საათზე, თბილისში, ეგნატე ნინოშვილის N8-ში, "ფაბრიკის" საკონფერენციო სივრცეში გაიმართება. სტუმრების მიღება 19:30 საათზე დაიწყება. ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელი იქნება სპეციალური მოწვევით, ასევე ავტორის წიგნის მქონე ან ადგილზე მისი შემძენი პირველი 50 მკითხველისთვის.
ღონისძიების პროგრამა 19:30 საათზე სტუმრების მიღებითა და ნეთვორქინგით დაიწყება. საღამოს განმავლობაში დაგეგმილია დარგის წარმომადგენლების გამოსვლები და პანელური დისკუსია, რომელიც მარკეტინგის პრაქტიკულ გამოწვევებს დაეთმობა. ღონისძიება 21:30 საათზე დასრულდება.
ღონისძიების განრიგი:
- 19:30-20:00 - სტუმრების მიღება და ნეთვორქინგი
- 20:00-20:05 - დავით ჩქოტუა: მისალმება და წიგნის წარდგენა
- 20:05-20:15 - თამთა ჯაფარაშვილი: "რაზე ვლაპარაკობთ, როცა მარკეტინგზე ვლაპარაკობთ ხოლმე"
- 20:15-20:25 - ელე ბიბილეიშვილი: "ხმაური vs თანამედროვე ტექნოლოგიები"
- 20:25-20:35 - გიგი კურტანიძე: "AI გვინდა vs რეალური გამოყენება მარკეტინგში"
- 20:35-20:50 - მარი დემურაშვილი და ნატალია სარალიძე: "კაი მარკეტერს ხომ არ იცნობ?"
- 20:50-21:20 - პანელური დისკუსია: "რატომ არ მუშაობს მარკეტინგი?"
- 21:20-21:30 - ღონისძიების დახურვა.