Marte - ბიზნესკონსულტაციისა და ზრდის ხელშეწყობის სივრცე
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Marte არის ბრენდი, სადაც ქართული კომპანიები სტრატეგიულ მართვასა და სტაბილური განვითარების გზების ჩამოყალიბებას სწავლობენ.
"ჩვენი იდეაა ბიზნესის გამარტივება და მისი გარდაქმნა ისეთი სისტემად, რომელიც შედეგზე მუშაობს. ჩვენი წარმატებული გამოცდილება აჩვენებს, როგორ შევძელით სხვადასხვა ტიპის კომპანიებისთვის სტრუქტურის გამარტივება, გაყიდვების ზრდა და გუნდური სისტემების ამუშავება", - მარიამ ნაცვლიშვილი, ბრენდინგისა და მარკეტინგის სპეციალისტი, Marte-ს თანადამფუძნებელი.
რა სახის ბიზნესკონსულტაციებს სთავაზობს Marte კომპანიებს?
ბრენდი გთავაზობთ სტრატეგიულ კონსულტაციებს, რომლებიც მორგებულია კომპანიის ზრდის ყველა ეტაპსა და კონკრეტულ მიზნებზე.
კონსულტაცია მოიცავს:
- ბიზნესის დიაგნოზსა და განვითარების სტრატეგიის შექმნას.
- გაყიდვების სისტემის აწყობას.
- მარკეტინგისა და ბრენდის პოზიციონირებას.
- გუნდის მართვის პროცესების გაუმჯობესებას.
- კრიზისების მართვასა და მოქნილი სტრუქტურის ჩამოყალიბებას.
"ჩვენ, "მართეს" დამფუძნებლები, 10 წელზე მეტია, რაც წამყვან პოზიციებზე ვმუშაობთ, საფინანსო, სამშენებლო, ტექნოლოგიურ კომპანიებში, და ამ მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით შევქმენით გაშიფრული სისტემა, რომელიც ქართულ რეალობას ერგება და უკვე აპრობირებულია არაერთ წარმატებულ შემთხვევაში", - თეო ჭანტურია, ბიზნესსტრატეგი, Marte-ს თანადამფუძნებელი.
რას მოიცავს Marte-ს სერვისები და რით არის გამორჩეული?
- ბიზნესკონსულტაცია - ყველა ბიზნესი საკუთარ ტემპში სწორად დაგეგმილ ზრდას იმსახურებს.
- გაყიდვების სტიმულირება – პრაქტიკული და მარტივი ინსტრუმენტები გაყიდვების გასაზრდელად.
- მარკეტინგი და ბრენდინგი – ვიზუალი და კომუნიკაცია, რომელიც თქვენს მომხმარებელზე მორგებულ ისტორიას ჰყვება.
- გუნდის მართვა და სისტემები – არა მხოლოდ კარგ თანამშრომლებს, არამედ შედეგზე ორიენტირებულ გუნდს ქმნით.
- CEO მენტორინგი – კომპანიის დამფუძნებლებისა და decision-maker-ებისთვის პირადი სტრატეგიული მხარდაჭერა.
- კრიზის მენეჯმენტი – რთულ პერიოდებში გზის გაკვლევა მინიმალური დანაკარგებით.
- ტრენინგები და სესიები – ყველაფერი გამოცდილებაზე დაფუძნებული, არა თეორიაზე.
"ქართულ ბაზარზე ბევრი ბიზნესია ინიციატივაზე დამყარებული, მაგრამ სისტემისა და სტრატეგიის გარეშე. ჩვენი დახმარებით მფლობელები მკაფიო ხედვას აყალიბებენ, ფუნქციურ სტრუქტურას ქმნიან და ზრდაზე ორიენტირებულ მუშაობას იწყებენ. ჩვენი მომხმარებლები ხშირ შემთხვევაში შედეგს პირველივე თვეებში ხედავენ, ზოგჯერ ზრდის, ზოგჯერ სტაბილურობის სახით", - მარიამ ნაცვლიშვილი.
Marte კომპანიის მფლობელებისთვის, მენეჯერებისა და გუნდებისთვის პრაქტიკულ, მიზნობრივ ტრენინგებსაც ატარებს, რაც გუნდური სტრატეგიის სესიებს, გაყიდვებისა და ბრენდინგის მიმართულებით სპეციფიკურ ვორქშოფებს, CEO მენტორინგის ინდივიდუალურ მოდულებს მოიცავს.
"ბიზნესის ზრდის საწყისი წერტილი არის სიცხადე – სად ხარ და საით მიდიხარ. ამის გარეშე არც იდეა იძლევა შედეგს, არც ინვესტიცია. მეორე – პროცესების გამარტივება და იმ სისტემების დანერგვა, რომლებიც უშენოდაც იმუშავებს.
ჩვენი სტანდარტი არის ეფექტიანობა და შინაარსი. არ გვჯერა ზედაპირული, "ლამაზი იდეების". გვჯერა იმ ნაბიჯების, რომლებიც ფინანსურ, მენეჯერულ და ბრენდულ გაუმჯობესებას ასახავს.
ჩვენი კომბინაცია, მენეჯმენტური ხედვა და ბრენდსტრატეგიები ქმნის სტრუქტურას, რომელიც ქართულ ბაზარზე რეალურად მუშაობს", - თეო ჭანტურია.
Marte ფუნდამენტური პრინციპები
- სიმარტივე სტრატეგიაში.
- სტრუქტურა ოპერაციებში.
- გახსნილობა კომუნიკაციაში.
"საქართველო ჯერ კიდევ ქმნის ბიზნესკულტურას, და ეს არის ჩვენი შანსი. კონკურენცია იმ სფეროებში ძლიერდება, სადაც სისტემები და აზროვნების სიღრმე ჩნდება. ჩვენ ვირჩევთ არა ბაზართან მორგებას, არამედ მისი ტრანსფორმაციის ხელშეწყობას, სწორი მაგალითებისა და სტრატეგიული ჩარევების გზით".
Marte ტრენინგცენტრებისა და ონლაინპროდუქტების გაფართოებას გეგმავს. კომპანია აპირებს, მენტორობის პროგრამები რეგიონებისთვისაც აამოქმედოს, რათა სტარტაპ მენეჯმენტის მხარდამჭერი სივრცე უფრო გაიზარდოს.
"მიუხედავად მასშტაბის ზრდისა, ჩვენთვის მთავარი ადამიანებთან პირდაპირი და რეალური ურთიერთობა დარჩება".