MASA – Academy & Consulting – მარკეტინგული სკოლა და საკონსულტაციო მომსახურება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
MASA – Academy & Consulting არის კომპანია, რომელიც აერთიანებს ორ მიმართულებას – მარკეტინგულ სკოლასა და საკონსულტაციო მომსახურებას.
MASA-ს იდეა 4 ძირითად მარკეტინგულ განზომილებაზეა აგებული და იშიფრება, როგორც M (Mindset) ხედვა, A (Alive) ნამდვილობა, S (Spark) საჭიროება და A (Action) მოქმედება.
"კიდევ ერთხელ" განახორციელე ზარი, ჩანიშნე შეხვედრა, შეაფასე, სცადე, განავითარე... (აქ შეგიძლია ჩასვა ნებისმიერი სიტყვა, რომელიც მოქმედებისკენ გიბიძგებს) – სწორედ ეს არის MASA-ს მამოძრავებელი იდეა.
MASA-ს მეშვეობით 2025 წლის შემოდგომაზე წარვადგინე პირველი კურსი "შენი 16 ნაბიჯი იდეიდან რეალურ ბიზნესამდე", რომელიც სრულიად პრაქტიკულ და ქეისური სწავლების მეთოდზეა აგებული. ეს არის 16 შეხვედრა, რომლის განმავლობაშიც ადამიანები, პირველ რიგში, შეიცნობენ საკუთარ თავს, საჭიროებებს და მუშაობენ იმ იდეაზე, რომლის რეალურ ბიზნესად ან ბიზნესის განვითარების ხედვად ქცევაც სრულიად შესაძლებელია. ქმნიან ამ იდეის ბიზნესპორტფოლიოს, სტრატეგიას და პრაქტიკულად იზიარებენ უკვე არსებული ბრენდების გამოცდილებებს", – ამბობს დეა ცომაია, კომპანიის დამფუძნებელი და ლექტორი.
დეა ცომაია აღნიშნავს, რომ მისი მიზანია MASA-ს მეშვეობით სამიზნე აუდიტორიას მოუწოდოს, რომ იდეის ან ბრენდის განვითარების რომელ ეტაპზეც არ უნდა იყოს ის, MASA-სთან ერთად შეუძლია "თავისი ისეთი 16 ნაბიჯის გავლა, რომლის მეშვეობითაც იდეა იქცევა რეალურ ბიზნესად".
"ყველა ბიზნესს აქვს თავისი ინდივიდუალური ქცევის მოდელი და ემოცია, რომელსაც მომხმარებელი, მატერიალური სარგებლის მიღმა, ემოციური კავშირის გამო ირჩევს. სწორედ ამ მოტივაციით MASA განსხვავებული ხედვებითა და სტრატეგიით ეხმარება სტარტაპებსა და ბიზნესებს, რათა თავიანთი ბრენდი აქციონ არა მხოლოდ პროდუქტად, რომელიც კარგად იყიდება, არამედ ბრენდად, რომელიც მომხმარებელთან ემოციურადაა დაკავშირებული", – ამბობს ის.
კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ MASA არის იქ, სადაც ინდივიდს აქვს იდეა, ან უკვე არსებული ბრენდი, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ხვდება, რომ მას არ სჭირდება თეორია, რომელიც მხოლოდ იმას უყვება, თუ როგორ უნდა იფიქროს.
"MASA-სთვის ადამიანები ორ ძირითად ჯგუფად იყოფიან: პირველ ჯგუფში ერთიანდებიან ადამიანები, რომლებსაც თავიანთი ჰობის ან უნარის ბიზნესად ქცევა სურთ, მაგრამ არ იციან საიდან დაიწყონ, ან ფიქრობენ, რომ ფინანსების არქონა ხელის შემშლელი ფაქტორია, ხოლო მეორე ჯგუფში არიან ისინი, ვისაც უკვე აქვთ ბიზნესი, მაგრამ არ იციან, როგორ მოიზიდონ ახალი და მიზნობრივი მომხმარებლები, რომლებისთვისაც ბიზნესი სანდო მეგობრად იქცევა", – ამბობს დეა ცომაია.
მისი თქმით, MASA ბიზნესებისთვის ისეთ ხედვას ქმნის, რომლის საშუალებითაც ბრენდის ეფექტურობა გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილება. დეა ცომაია აღნიშნავს, რომ MASA-ს მიზანი დამკვეთი ბრენდებისთვის საკუთარი ინდივიდუალური ხედვისა და ემოციის, ქცევის მოდელისა და ხასიათის შექმნაა, რომელიც მათ ბრენდს ისეთ პერსონად აქცევს, ვისთან კომუნიკაციაც მომხმარებელს სიამოვნებას ანიჭებს.
"ბიზნესის დაწყება, რომელიც ბაზარზე პრობლემას წყვეტს, გაბედულებასა და თანმიმდევრულობას მოითხოვს. MASA-ს მიზანი მარკეტინგის სრულიად განსხვავებული განზომილების დანახვა და შედეგად ბიზნესების განვითარებაში მონაწილეობაა. ამიტომ დამკვეთი MASA-ს არჩევით სწორ დროსა და ადგილზე მოხვდება, რადგან შეუძლია ჯანსაღი კონკურენციის ფარგლებში მინიმუმ 16 ნაბიჯით წინ იყოს განვითარების გზაზე სხვებთან შედარებით", – ამბობს ის.
დეა ცომაია აღნიშნავს, რომ ამ საქმიანობაში მთავარი მამოძრავებელი იდეა არის ადამიანი, რადგან როდესაც მომხმარებლებისთვის ბიზნესის ინდივიდუალური განვითარების საჭირო ხედვას ქმნის, გრძნობს, რომ მისი საქმიანობა სასარგებლოა.
"MASA-ს მეშვეობით ადამიანებს მოვუწოდებ, რომ "კიდევ ერთხელ" განახორციელონ ზარი, ჩანიშნონ შეხვედრა, შეაფასონ, სცადონ, განავითარონ... (და თან აქ შეუძლიათ ჩასვან ნებისმიერი სიტყვა, რომელიც მოქმედებისკენ გვიბიძგებს). ვფიქრობ, ეს მოტივაცია ყოველ ნაბიჯზე გვახსენებს, რომ თუ დღეს კიდევ ერთხელ არ ვცდით და არსებულ გამოწვევებს ხვალისთვის გადავდებთ, ყველაზე მნიშვნელოვანს – დროს – დავკარგავთ", – ამბობს ის.
დეა ცომაიას თქმით, MASA-ს მომავალი ერთი წლის განმავლობაში სურს ბიზნესებისთვის ისეთ სანდო პარტნიორად ქცევა, რომელსაც ისინი რთულ პერიოდებში ენდობიან.
"ვგეგმავ მარკეტინგული და საკონსულტაციო სერვისების მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებასა და სანდო მეგობრად ქცევას, რომელსაც შეუძლიათ დაეყრდნონ", – ამბობს MASA – Academy & Consulting-ის დამფუძნებელი და ლექტორი, დეა ცომაია.