Get All Access for $5/mo

Mastering The Blockchain - 3 კვირიანი პროგრამა ბლოკჩეინ ინდუსტრიაზე, ბიტკოინისა და Peer-to-Peer ტექნოლოგიების გავლენაზე ფინანსურ და სიტყვის თავისუფლებაზე

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Tether Operations Limited (Tether), კომპანია, რომელიც ოპერირებს ბლოკჩეინით მხარდაჭერილი პლატფორმით tether.to საქართველოში პირველ საგანმანათლებლო პროექტს Mastering The Blockchain-ს იწყებს.

პროექტი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და ციფრული ინდუსტრიის აკადემიისა მხარდაჭერით შეიქმნა.

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართვლოში ბლოკჩეინის, ბიტკოინისა და Peer-to-Peer ტექნოლოგიების შესახებ განათლების ამაღლებას.

Mastering The Blockchain-ის სამ კვირიანი პროექტი ქართველ და უცხოელ სტუდენტებს შეუქმნის უნიკალურ შსაძლებლობას, გაიზიარონ ინდუსტრიის ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების გამოცდილება. გაეცნონ Bitcoin, Stablecoin, Peer-to-Peer და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის საფუძვლებს, მის გავლენას ფინანსებსა და დეცენტრალიზებულ ფინანსებზე (DeFi). კურსი ასევე მოიცავს ბლოკჩეინის ანალიზს, კიბერუსაფრთხოებასა და იურიდიულ საკითხებს.

Პროგრამა შექმნილია, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე ინდუსტრიის პროფესიონალების, მეწარმეებისა და მკვლევარებითვის. მათთვის, ვისაც სურს, რომ საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის, მისი გავლენებისა და როლის შესახებ ფინანსურ ინდუსტრიაში. აგრეთვე მათთვის, ვინც დაინტერესებულია ბლოკჩეინში კარიერის გაგრძელებით, ფინანსურ სექტორში ახალი შესაძლებლობების შესწავლით, ან უბრალოდ ინდუსტრიაზე ცოდნის გაღრმავებით.

Mastering The Blockchain - პროგრამის 60% დაფინანსებულია Tether Operations Limited-ის მიერ. კურსის სრული ღირებულებაა 800 ლარი, Tether-ის სტიპენდიის საშუალებით, კი მისი ღირებულება შეადგენს 320 ლარს. სწავლის საფასურში შედის ლექციები, ყავის შესვენება და სერთიფიკატი.

კომპანია მსგავს პროექტს უკვე ახორციელებს შვეიცარიაში, კერძოდ ლუგანოში, ქალაქის მუნიციპალიტეტთან და შვეიცარიის სამ წამყვან უნივერსიტეტთან ერთად. პროექტი Lugano's Plan ₿ Summer School-ის სახელწოდებით არის ცნობილი. ის ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობას იღებენ ინდუსტრიით დაინტერესებული პირები მთელი მსოფლიოდან.

Mastering The Blockchain იქნება Lugano's Plan ₿ Summer School-ის ანალოგიური პროგრამა, სადაც ლექციებს წაიკითხავენ ის სპიკერები, რომლებიც ლუგანოს პროექტშიც იღებენ მონაწილეობას, Მათ შორის არიან Tether-ის ტექნოლოგიების მთავარი ოფიცერი პაოლო არდოინო, ასევე Holepunch -ის აღმასრულებელი დირექტორი მატიას ბუსი, Chainalysis. Inc-ის უფროსი ტრენინგ სპეციალისტი ზულფი მოლედინა, ბიტკოინ კონსულტნტი ჯიაკომო ძუკო, Bitfinex & Tether-ის ლიცენზირების ხელმძღვანელი ჯაილს დიქსონი, Bitfinex & Tether-ის კიბერუსაფრთხოების ხელმძღვანელი რიკარდო მაზუტი, DeFi-ს კოსნულტანტი ლორენცო რომანიოლი და Universita della Svizzera Italiana-ს პროფესორი ედოარდო ბერეტა.

ქართველ სპიკერებს შორის არიან CityPay.io-ს დამფუძნებლები ბექა ქემერთელიძე და ერალფ ჰატიპოღლუ, აგრეთვე საქართველოს ბანკის ვირტუალური აქტივების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი გვაზავა, TechLaw Georgia-ს პარტნიორი უჩა ძიმისტარიშვილი, ლიბერთი ბანკის ციფრული საბანკო პროდუქტების მენეჯერი ლუკა ლომსაძე, Liam Group-ის გენერალური მრჩეველი ალეკო ნანაძე და Cryptal-ის აღმასრულებელი დირექტორი ხვიჩა კოპინაძე.

უცხოელი სპიკერების სესიები ჩატარდება ონლაინ, ხოლო ქართველი სპიკერების სესიები პირისპირ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში და ტერმინალში.

პროგრამაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო, დაინტერესებულ პირებს სარეგისტრაციოდ შეუძლიათ გამოიყენონ სტატიაში მითითებული ბმული.

კურსი დაიწყება 2023 წლის 6 ნოემბერს.

Tether Operations Limited-საქართველოში ოფიციალურად 2023 წლის მაისში, ქართულ ფინტექ-სტარტაპ CityPay.io-ში ინვესტირებით შემოვიდა. CityPay.io კრიპტო გადახდების სისტემაა, რომელიც უკვე 700-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესს უქმნის შესაძლებლობას, მიიღონ კრიპტო გადახდები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

Რეგისტრაციის ბმული: https://blockchain.digitaledu.ge/ka-ge/

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი