Mattel დებს პირველ გარიგებას OpenAI-სთან, რომელიც მოიცავს ChatGPT-ის დანერგვას ბესტსელერ სათამაშოებში ახალი, ინოვაციური პარტნიორობა ხელოვნური ინტელექტის ძალას ბესტსელერ სათამაშოებში დანერგავს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Mattel-მა განაცხადა, რომ გაფორმდა ხელშეკრულება OpenAI-სთან, რაც მოიცავს ChatGPT-ის ინტეგრირებას ცნობილ სათამაშოებში. სათამაშოების მწარმოებელი კომპანია პოპულარული ნივთების, მათ შორის Barbie-ს, Hot Wheels-ის, UNO-ს და სხვა ბრენდების შემქმნელია.
"მოხარულები ვართ, რომ ვთანამშრომლობთ Mattel-თან, რადგან კომპანიას თავის ცნობილ ბრენდებში ხელოვნური ინტელექტით მართული გამოცდილებისა და პროდუქტების დანერგვა ამოძრავებს და, ამავდროულად, თანამშრომლებს ChatGPT-ის უპირატესობებს სთავაზობს", - განაცხადა OpenAI-ის ოპერაციულმა დირექტორმა, ბრედ ლაითკეპმა პრესრელიზში.
TechCrunch-ის ცნობით, მსგავსი გარიგება OpenAI-სთვის პირველია. OpenAI თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა Reddit და Google, მაგრამ მას არასდროს უთანამშრომლია სათამაშოების მწარმოებელთან. რაც შეეხება Mattel-ს, ჯერ არ ჰქონდა გაფორმებული რაიმე გარიგება ხელოვნური ინტელექტის არცერთ კომპანიასთან. ეს ნაბიჯი ასევე ითვალისწინებს Mattel-ის მიერ ChatGPT Enterprise-ის ჩართვას ბიზნესოპერაციებში იმისთვის, რომ თანამშრომლებმა შეძლონ ჩატბოტის გამოყენება ახალი პროდუქტების შესაქმნელად.
ჯერჯერობით პარტნიორობა საწყის ეტაპზეა, ხოლო პირველი პროდუქტის გამოცხადება წელს იგეგმება. Lightcap-ისა და Mattel-ის მთავარმა ფრენჩაიზის ხელმძღვანელმა, ჯოშ სილვერმანმა, Bloomberg-ს განუცხადა, რომ Mattel-ს შეუძლია ხელოვნური ინტელექტი გამოიყენოს პოლი პოკეტის მსგავსი პერსონაჟების საფუძველზე ციფრული ასისტენტების შესაქმნელად ან UNO-ს მსგავსი თამაშების გასაუმჯობესებლად.
"ეს რეალურად ფიზიკური პროდუქტებისა და ზოგიერთი გამოცდილების სპექტრს მოიცავს", - განუცხადა სილვერმენმა მედიას და ასევე, აღნიშნა, რომ Mattel არ გასცემს ლიცენზიას თავის ინტელექტუალურ საკუთრებაზე და ინარჩუნებს შექმნილ პროდუქტებზე სრულ უფლებას.
Mattel ციფრული თამაშების სფეროში აქტიურად ჩართვას გეგმავს და მომავალ წელს პირველ თამაშსაც გამოუშვებს.
ამავდროულად, OpenAI ფიზიკური პროდუქტების სფეროში უფრო ფართოდ აპირებს ფესვების გადგმას.
გასულ თვეში ChatGPT-ის შემქმნელმა კომპანიამ გამოაცხადა თავისი ყველაზე დიდი გარიგება, რომელიც 6,4 მილიარდ დოლარად Apple-ის ყოფილი დიზაინერის, ჯონი აივის მიერ შექმნილი io-ს შეძენის გეგმებს ეხებოდა. Wall Street Journal-ის ცნობით, გარიგება აივისა და მის 55-კაციან გუნდს აძლევს საშუალებას, გადავიდნენ OpenAI-ში ChatGPT-ით ჩაშენებულ აპარატურაზე სამუშაოდ, რაც შესაძლოა მოიცავდეს ყურსასმენებსა და კამერიან მოწყობილობებს.
აპრილში რეკორდული საფონდო მოზიდვის რაუნდის შემდეგ, OpenAI-ის ღირებულება 300 მილიარდ დოლარს შეადგენს. სტატიის დაწერის მომენტისთვის, Mattel-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 6,23 მილიარდ დოლარს შეადგენს.