მდგრადი განვითარების მიდგომები ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ინტერვიუ თამარ სახეიშვილთან
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"სმარტ კაპიტალ ჯგუფში" შემავალი ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ყველაზე დიდი ინდუსტრიული ზონაა საქართველოში, რომელიც თავისი სტრატეგიული ადგილმდებარეობითა და შეთავაზებებით სტიმულს აძლევს ინვესტორებსა და მეწარმეებს, ისარგებლონ შეღვათიანი საგადასახადო პირობებითა და საქართველოს ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით.
ფოთის "თიზი" რეგიონში აფართოვებს სამეწარმეო ინფრასტრუქტურას, ზრუნავს რეგიონის დასაქმების ინდექსის ზრდაზე, მისი საქმიანობა პირდაპირ კავშირშია ისეთ ზეგავლენებთან, როგორიც არის შრომის უფლებები, გარემოსდაცვა და უსაფრთხოება. სწორედ ამიტომ, თიზისთვის, როგორც პასუხისმგებლიანი კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესია ამ ზეგავლენების მართვა.
თიზის როლის მნიშვნელობაზე და სხვა საინტერესო პროექტებზე, გთავაზობთ ფოთის თიზის ინვესტიციების მოზიდვის დეპარტამენტის უფროსის, თამარ სახეიშვილის საინტერესო ინტერვიუს:
თამარ, ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს სოციო-ეკონომიკურ სისტემაში, რაც თავისთავად დიდ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. რა არის თქვენი მხრიდან ის საპასუხო ბერკეტი, რითიც მართავთ თქვენს ზეგავლენებს და ინარჩუნებთ პასუხისმგებლიანი კომპანიის იმიჯს?
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 15 წელია, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს წვლილს დებს.
300 ჰექტარზე განლაგებულ თიზში 110-მდე იურიდიული პირია დარეგისტრირებული, თუმცა 2024 წლისთვის დაგეგმილია რაოდენობის 20 %-ით გაზრდა. რათქმაუნდა, საწარმოების რაოდენობის გაფართოვება და მათი საქმიანობის სპეციფიკა გავლენას ახდენს რეგიონის ეკოსისტემაზე, განსაკუთრებით გარემოზე.
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, მაქსიმალურად ცდილობს საქმიანობის პროცესში ყურადღება გაამახვილოს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე მოქმედ გარემოსდაცვით კანონმდებლობასა და სტანდარტებზე. ფოთის თიზში შექმნილია გარემოსდაცვითი, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების პოლიტიკა, რომლის შესრულებაც ერთგვარი წინაპირობაა ფოთის თიზში ბიზნეს საქმიანობის დაწყებისას. კომპანიაში აქტიურად ხდება გარემოსდაცვითი და უსაფრთხოების პროცესების მუდმივი მონიტორინგიც კონტრაქტორ კომპანიებთან. ეს პროცედურები იმ ზეგავლენების კონტროლის მექანიზმია, რომელსაც კომპანია თავისი ოპერირების პროცესში ავლენს.
ამას გარდა, ფოთის თიზის საქმიანობა პირდაპირ პასუხობს მდგრადი განვითარების სოციალურ-ეკონომიკურ მიზნებსაც, როგორიც არის შიმშილის აღმოფხვრა, ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა, ქალთა გაძლიერება, ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა.
ამ მიმართულებით მოქმედებს შრომითი და უსაფრთხოების პოლიტიკაც, რომელიც ხაზს უსვამს, რომ ფოთის თიზ-ისთვის თითოეული თანამშრომელი არის მნიშვნელოვანი აქტივი. კომპანია მუდმივად ზრუნავს გუნდის განვითარებასა და კვალიფიკაციის გაზრდაზე, რის გამოც კომპანიაში ხშირად ტარდება თიმ ბილდინგები, მოწვეული ქოუჩები ატარებენ ლექცია-სემინარებს სხვადასვა უნარების განსავითარებლად. თანამშრომლები სარგებლობენ ჯანმრთელობის დაზღვევის საუკეთესო პაკეტით.
თიზ-ს შექმნილი აქვს უსაფრთხო სამუშაო სივრცე, სადაც თანამშრომლებს ღიად შეუძლიათ მიმართონ კომპანიის ტოპ მენეჯმენტს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.
ფოთის თიზში თუ გაქვთ დანერგილი ქალთა გაძლიერების პრაქტიკები?
ფოთის თიზი რეგიონში 600-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. დასაქმებულთაგან 90 % ქალია, რომლებიც უმეტესწილად ტექსტილის ტიპის საწარმოებში მუშაობენ. ასევე, ვაპირებთ, დავიწყოთ გენდერულად სენსიტიური პოლიტიკების დანერგვაზე მუშაობაც. ამ პოლიტიკების არსებობა და სამოქმედო გეგმა ვფიქრობთ მნიშვნელოვანი ბერკეტი იქნება ქალთა გაძლიერების თვალსაზრისით.
ფოთის თიზში მოქმედებს სპეციალური შეთავაზებები ქალი მეწარმეებისთვის, რაც გულისხმობს კომპანიის რეგისტრაციას შეღავათიანი პირობებით.
ვფიქრობთ, რომ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად საკმაოდ დიდ რესურსს დებს, თუმცა ჩვენი სამომავლო მიზნები კიდევ უფრო დაიხვეწება, დაინერგება არაერთი სასარგებლო ინიციატივა, რომელიც 2024 წლის კალენდარში უკვე ჩანიშნულია.