მეამას ინოვაციური წარდგენა, Anuga-ს, მსოფლიოს წამყვან F&B გამოფენაზე
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მეამა გერმანიაში შექმნილი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც საქართველოში კაფსულის პროდუქციას 2019 წლიდან აწარმოებს. დღეისათვის, ბრენდის პროდუქცია 30 კაფსულის სახეობას აერთიანებს მათ შორისაა: კაფსულის არომატიანი და specialty ყავა, სხვადასხვა გემოს ჩაი, თურქული და მარცვლოვანი ყავა. მეამას საქმიანობის იდეა მაღალი ხარისხის პროდუქტის შექმნის და წარმოების გარდა, ინოვაციური მიდგომების დამკვიდრებას გულისხმობს, კაფსულის ინდუსტრიაში.
რამდენიმე დღის წინ მეამა, სასმლის და საკვების მიმართულებით მსოფლიოს წამყვან გამოფენაზე - Anuga-ს ღონისძიებაზე, კიოლნში, გერმანიაში წარდგა. გამოფენა მთელი მსოფლიოდან დაახლოებით 5000-ამდე გამორჩეულ Food & Beverage სეგმენტის კომპანიას მასპინძლობდა. მათ შორის იყო მეამაც.
მეამასთან ერთად, გამოფენაზე მეამას პარტნიორი მაღალტექნოლოგიური კომპანია Digital Settings-იც წარდგა. კომპანია 2009 წელს გერმანიაში დაარსდა. დღესდღეობით, Digital Settings ამერიკაში და ევროპაში მოღვაწე კომპანიებს მაღალი ხარისხის ტექნოლოგიურ სერვისს სთავაზობს. Მეამას ონლაინ სივრცის სისწრაფე, მოხერხებულობა და სიმარტივე, რომელსაც მომხმარებლებს სთავაზობს სწორედ ამ კომპანიის დამსახურებაა.
უახლოეს პერიოდში მეამას ონლაინ მაღაზია და ბრენდული სივრცე გერმანიაში გაიხსნება. Ნაცნობი არომატების, გემოების და ახალი საინტერესო პროდუქტების გასინჯვის თავგადასავლს მეამა საქართველოს საზღვრებს გარეთაც იწყებს.