Get All Access for $5/mo

მედია გამოძიების კონკურსი აბიტურიენტებისთვის ვებსტერის უნივერსიტეტში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ყალბი ახალი ამბების (Fake News) გავრცელება არ არის დაკავშირებული მხოლოდ თანამედროვე სამყაროსთან - მისი ნიშნები უძველეს პერიოდშიც შეინიშნება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ციფრული ტექნოლოგიებისა და სოციალური მედიის განვითარებამ, ყალბი ახალი ამბების გავლენა კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაზარდა. ყალბი ინფორმაცია პროპაგანდის შემადგენელი ნაწილია და ხშირად, ის მოიცავს არამხოლოდ გამოგონილ თუ დამახინჯებულ ამბავს, არამედ - რეალურ ისტორიასაც, რომელიც, შესაძლოა, ადამიანთა დაბნევას ემსახურებოდეს. შედეგად კი, მსოფლიოს მასშტაბით ყალბი ინფორმაცია იმაზე უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ნამდვილი, რეალური ამბავი და შესაბამისად, საზოგადოება ხშირად შეცდომაში შედის.

ვინაიდან მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია და მისი ნეგატიური გავლენა საზოგადოებაზე თანამედროვეობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, Webster University Georgia აბიტურიენტთათვის მედია გამოძიების კონკურსს უმასპინძლებს. პროექტის, Media Investigation, მიზანია, ხელი შეუწყოს მოზარდებს, განივითარონ კრიტიკული და ლოგიკური აზროვნება. მოსწავლეებმა უნდა აღმოაჩინონ ნებისმიერ მედიასივრცეში, მათ შორის: ინტერნეტი, ტელევიზია, ბეჭდური მედია, რადიო მედია და სხვა) გავრცელებული ყალბი ამბავი (რომელიც აქამდე არ დადასტურებულა ყალბ ამბად) და წარმოაჩინონ აღმოჩენის გზა, მისი გადამოწმების წყარო და ამავდროულად, დაადგინონ რეალური ფაქტები.

კონკურსში მონაწილეობის წესები და შეფასების კრიტერიუმები:

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ აბიტურიენტს, რომლებიც კომპეტენტური ჟიურის მიერ ქვემოთჩამოთვლილი კრიტერიუმების მიხედვით შეფასდებიან:

  • რამდენად რთული იყო ყალბი ინფორმაციის მოძიება და მისი იდენტიფიცირება?
  • რამდენად რთულად დასამტკიცებელი იყო ნამდვილი ამბავი?
  • როგორ იყენებს აბიტურიენტი წყაროების სიზუსტეს?
  • რამდენად შემოქმედებითად არის შესრულებული დავალება?
  • რამდენად ინფორმაციული, ხარისხიანი და პრეზენტაბელურია ნაშრომი?

რაც შეეხება უშუალოდ საბოლოო პროდუქტს, აბიტურიენტებმა პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე უნდა წარმოადგინონ. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ:

  • ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 01:30 წუთს;
  • ვიდეო ფაილის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 50 მბ-ს.

ნამუშევრებს შეაფასებს სპეციალურად მოწვეული ჟიური:

  • მარიამ ბიბილაშვილი - მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, კომუნიკაციების კომისია;
  • დავით ბაღაშვილი - მედია მენეჯერი დაწამყვანი, "ბიზნესპარტნიორი".

დაინტერესებულმა მონაწილეებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ მითითებულ ბმულზე და რეგისტრაციის შემდგომ, იმავე სივრცეში ატვირთონ ნაშრომები. განაცხადების მიიღების ბოლო ვადაა - 2 ნოემბერი, 18:00 საათი.

აღსანიშნავია, რომ ვებსტერის უნივრსიტეტის საქართველოს კამპუსი ახორციელებს მედია კომუნიკაციების ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას (BA), რომლის ფარგლებშიც სტუდენტები შეისწავლიან მედია შეტყობინებების დიზაინს, მათი მიწოდებისა და შედეგების კომუნიკაციის ფორმებსა და მეთოდებს. პროგრამა სტუდენტებს უყალიბებს მრავალფეროვან პროფესიულ პორტფოლიოს და უვითარებს მრავალი მედია მიმართულებისთვის დამახასიათებელ უნარებს. მედიაკომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის ერთ-ერთი ფოკუსი სწორედ მედიაწიგნიერება გახლავთ, რომელსაც უნივერსიტეტი სხვადასხვა მოდულის სახით სთავაზობს სტუდენტებს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ტექნოლოგიური ტრენდები

5 ანტრეპრენერი, რომელიც რადიკალურად ცვლის განათლებას

ბავშვები ჩვენი მომავალია, ეს ანტრეპრენერები კი საგრძნობლად დიდ შესაძლებლობას აძლევენ მათ, რომ ხარისხიანი განათლება მიიღონ