"მეკრე" შავი პარასკევისთვის განსაკუთრებულ სურპრიზებს ამზადებს – Citroën-ისა და Opel-ის მოდელები სპეციალურ ფასად

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Citroën-ისა და Opel-ის ახალი ავტომობილები განსაკუთრებულ ფასად – შავი პარასკევის შეთავაზება "მეკრესგან"

კომპანია "მეკრე", Citroën-ისა და Opel-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, შავი პარასკევის სპეციალურ აქციას იწყებს. აქციის ფარგლებში მომხმარებლებს ახალ ავტომობილებზე მნიშვნელოვანი ფასდაკლებები ელოდებათ.

შეთავაზებაში წარმოდგენილია სხვადასხვა საჭიროებასა და ცხოვრების სტილზე მორგებული მოდელები – ელექტრო, ჰიბრიდული და ბენზინის ძრავებით. ავტომობილების ფასები 13 000 ევროდან იწყება, რაც ახალი ავტომობილის შეძენას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

ყველა ავტომობილის ნახვა შეგიძლიათ Citroën-ისა და Opel-ის შოურუმში, დავით აღმაშენებლის ხეივანი 118. დაინტერესებულ მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ადგილზე გაეცნონ მოდელებს და მათთვის სასურველი ავტომობილი სატესტო რეჟიმში გამოცადონ.

შავი პარასკევის შეთავაზება საუკეთესო შესაძლებლობაა, აღმოაჩინოთ თქვენთვის სასურველი მოდელი და ის განსაკუთრებულ ფასად შეიძინოთ.

მომხმარებლები აქციით სარგებლობას 5 დეკემბრის ჩათვლით შეძლებენ.