MEMO: პრემიალური ქართული პროდუქცია ეროვნული მახასიათებლებით

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კოტე აფხაზის #31-ში ახალი კონცეპტუალური მაღაზია-სალონი MEMO გაიხსნა. ეს სივრცე მომხმარებელს ქართულ, პრემიალურ პროდუქციას სთავაზობს, რომელიც როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო აუდიტორიაზეა გათვლილი.

MEMO არის ადგილი, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ საქართველოს კულტურისა და სილამაზის შთაგონებით ექსკლუზიურად შექმნილი უნიკალური პროდუქცია შეიძინონ.

"ეს პროდუქცია არის კავშირი მომხმარებელსა და საქართველოს კულტურას შორის, რომელიც მათ უნიკალურ ემოციასა და გამოცდილებასთან ერთად, ხარისხიანი მასალებით შექმნილ გემოვნებიან ნივთებს სთავაზობს", — განაცხადა ალექსანდრე სუსარეიშვილმა, MEMO-ს დამფუძნებელმა და დირექტორმა.

როგორც ალექსანდრე აღნიშნავს, ბრენდის მთავარი შთაგონების წყარო და მიზანი პრემიალური ქართული პროდუქციის ერთ სივრცეში თავმოყრა გახდა. ეს ქართული კულტურის პოპულარიზაციას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე შეუწყობს ხელს.

"MEMO" მოგონებებს, მათთან დაკავშირებულ ემოციას, კულტურასა და სასიამოვნო გამოცდილებას აერთიანებს. მიგვაჩნია, რომ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ქართული კულტურის პოპულარიზაცია თითოეული ქართველის ვალდებულებაა, ჩვენ გვაქვს უმდიდრესი, მრავალფეროვანი კულტურა, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, მის წარმოჩენაში ყველამ ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ვფიქრობთ, რომ MEMO ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. გარდა ამისა, მოლაპარაკებები საზღვარგარეთ მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს", — დასძენს ალექსანდრე.

MEMO-ში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ქართული ბრენდის პრემიალური პროდუქცია. ასევე, სალონში განთავსდება Memo By GSH-ის (Georgia Starts Here) ბრენდირებული ნივთები, ქართულ თემატიკაზე მორგებული, ექსკლუზიური დიზაინით შექმნილი მაგნიტები, პოსტერები და ა.შ.

"MEMO-ში საკვები პროდუქტები წარმოდგენილი არ იქნება, თუმცა ალკოჰოლური სასმელების მიმართულებით რამდენიმე კომპანიასთან ვთანამშრომლობთ. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სხვადასხვა მარანთან, რათა ღვინო სპეციალურად ჩვენი ბრენდისთვის ჩამოვასხათ", — აღნიშნავს ალექსანდრე სუსარეიშვილი.

ალექსანდრე სუსარეიშვილის თქმით, უცხოურ ბაზარზე დამკვიდრება და საზღვარგარეთ მაღაზიის გახსნა ხელს შეუწყობს ქართული კულტურის კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ბიზნეს და ეკონომიკურ ფაქტორებზე. ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ჩვენი პატარა, მაგრამ მრავალფეროვანი ქვეყნის წარმატებისთვის.

ინდუსტრიული ტრენდები

ცხოვრება დაკიდებულ სივრცეებში

"კაზა სოლე" – ქართული არქიტექტურული პროექტი, რომელმაც საკუთარი ხედვა მსოფლიო არქიტექტურულ სცენაზე წარმოადგინა

Business News

Villa Perla By NEXT: ნექსთი ესპანეთშია!

მარბეია არაერთი წლის განმავლობაში ინარჩუნებს მოწინავე პოზიციას ევროპის უძრავი ქონების ბაზარზე