Get All Access for $5/mo

მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობა ბიზნესის წარმატებისთვის Develor International-ის და Develor საქართველოს გამოცდილება ორგანიზაციების მხარდაჭერის პროცესში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

10 ოქტომბერი მენტალური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეა და ამასთან დაკავშირებით გავესაუბრეთ "დეველორ საქართველოს" მმართველ დირექტორს, მარიამ ბერიძეს, რომ მოგვესმინა როგორც Develor International-ის, ასევე საქართველოს ოფისის გამოცდილება ამ თემასთან დაკავშირებით.

დატვირთული სამუშაო გრაფიკი, აჩქარებული ცხოვრების ტემპი და სხვა სტრესული გარე ფაქტორები ადამიანების მენტალურ ჯანმრთელობაზე დიდ გავლენას ახდენს. ეს საკითხი ყოველდღიურად უფრო და უფრო აქტუალური ხდება როგორც საზოგადოებაში, ისე ბიზნესსფეროში. კომპანიები იწყებენ იმის გაცნობიერებას, რომ თანამშრომლების მენტალური კეთილდღეობა უშუალოდ აისახება მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხსა და, შესაბამისად, კომპანიის შედეგებზე.

როგორც "დეველორის" ქართული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, მარიამ ბერიძე Entrepreneur-ს უყვება, ორგანიზაციებში ყველაზე ხშირად აწყდებიან გარემოს, სადაც წაშლილია ზღვარი სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის. ამ რეჟიმით კი თანამშრომლები მიდიან როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ გადატვირთვამდე და გადაწვამდე, ე.წ. Burnout-ებამდე - ამას კი შეიძლება სავალალო შედეგებიც მოჰყვეს, ამ ყველაფერს ემატება ჯერ კიდევ მოუშუშებელი ტრავმები, რაც კოვიდის პანდემიამ დაგვიტოვა, ომი და არასტაბილური მდგომარეობა საქართველოში.

ის, რომ ამ თემაზე აქტიური მუშაობა და ორგანიზაციების მხრიდან მეტი რესურსის ჩადებაა საჭირო თანამშრომლების მხარდაჭერის პროცესში, დასტურდება Develor Kaleidoscope 2024-ის კვლევის მიხედვით. კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა 33% ფსიქიკურ ჯანმრთელობას HR-ის მთავარ პრიორიტეტად ასახელებს. კვლევის შედეგები შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ მითითებული ბმულიდან.

ლიდერები ორგანიზაციის საფუძველს წარმოადგენენ. მათზე არის დამოკიდებული გუნდის საერთო განწყობა და სამუშაო გარემო. თუ ლიდერი მენტალურ პრობლემებს ებრძვის, ის ვერც საკუთარ თავს და ვერც თავის გუნდს დაუჭერს მხარს და დაეხმარება.

"ამიტომ, როდესაც ამ თემასთან დაკავშირებით ვსაუბრობ ჩვენს კლიენტებთან, ყოველთვის ვუსვამ ხაზს - პირველ რიგში, მხარდაჭერა ლიდერებმა უნდა მიიღონ. იმისთვის, რომ მენტალური ჯანმრთელობა ტაბუდადებული თემა არ იყოს კომპანიებში, უმნიშვნელოვანესია ღია კომუნიკაცია გუნდში, ლიდერებმა უნდა შეუქმნან შესაბამისი სივრცე თანამშრომლებს, სადაც თავისუფლად შეძლებენ ამ საკითხზე საუბარს და მხარდაჭერის იმედი ექნებათ, თუმცა იმისთვის, რომ ეს შეძლონ, თავდაპირველად თვითონ უნდა ჰქონდეთ მედეგობა და ფლობდნენ ტექნიკებს, რომლებიც დაეხმარებათ, რთულ მდგომარეობას დააღწიონ თავი და გაიუმჯებესონ როგორც მენტალური, ასევე ფიზიკური ჯანმრთელობა. ისინი მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებენ, იყვნენ მაგალითები გუნდის წევრებისთვის", - ამბობს მარიამი.

რაც შეეხება ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს - რა როლი აქვს HR-ს მენტალურად ჯანმრთელი სამუშაო გარემოს პოპულარიზაციაში?

მარიამი ამბობს, რომ HR-განყოფილებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კომპანიებში მენტალური ჯანმრთელობის საკითხების პოპულარიზაციაში. ევროპაში ამ მიმართულებით მასშტაბური პროექტებია დაგეგმილი და "დეველორის" სხვადასხვა ოფისი აქტიურად მუშაობს ორგანიზაციებთან, ამ პროცესში კი ძალიან დიდი ჩართულობა მოდის ეიჩარის დეპარტამენტზე.

"საქართველოს მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ნელ-ნელა აქაც იწყება მუშაობა ამ პრობლემის პოპულარიზაციისთვის, თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ერთჯერადი აქტივობები არ გამოიღებს შედეგს და თანამშრომლების მხარდაჭერისთვის გრძელვადიანი გეგმებია შესამუშავებელი".

"დეველორის" მიგნებების თანახმად, ძირითადი მიზეზები, რის გამოც ადამიანებს მენტალური პრობლემები უჩნდებათ, არის გადატვირთული გრაფიკი, ამის ნიადაგზე გამოწვეული სტრესი, არარეალური ვადები, ხშირად არაფრის მომტანი ან/და გრძელვადიანი შეხვედრები, პირად ცხოვრებაში არსებული ესა თუ ის გამოწვევა და ხშირი ცვლილებები. მნიშვნელოვან როლს ასრულებს კომუნიკაციის პრობლემები და ნეგატიური სამუშაო გარემო.

მარიამი საკუთარ გამოცდილებასაც გვიზიარებს და ამბობს, რომ თანამშრომლების ეფექტიანობაზე კორპორაციული კულტურა დიდ გავლენას ახდენს. როცა თანამშრომელი ფსიქოლოგიურად უსაფრთხოდ არ გრძნობს თავს, პრობლემები იჩენს თავს და ეს ყველაფერი იწვევს როგორ მენტალურ, ასევე ფიზიკურ პრობლემებს, იქნება ეს წონის უეცარი კლება/მატება, აკნე, შფოთვა, კუჭის პრობლემები, დეპრესია და ა.შ.

"როგორც ზემოთ ვახსენე, "დეველორ ინთერნეიშანალის" გუნდი ძალიან დიდ რესურს ხარჯავს ამ მიმართულებით, ჩვენი კოლეგები აქტიურად მუშაობენ არაერთ ორგანიზაციასთან და, რა თქმა უნდა, ამ მნიშვნელოვან საქმეში საქართველოს ოფისიც აქტიურადაა ჩართული. აქედან გამომდინარე, უახლოეს მომავალში მენტალური კეთილდღეობის და მედეგობის მიმართულებით ორი აქტივობაა გვაქვს დაგეგმილი", - გვეუბნება მარიამ ბერიძე.

პირველი აქტივობა ამ მიმართულებით 17 ოქტომბერს გაიმართება "ყავა დეველორთან" ვორქშოპების ციკლის ფარგლებში, რომელსაც ორგანიზაციის ფსიქოლოგი, მენტალური ჯანმრთელობის კონსულტანტი და "დეველორ საქართველოს" ტრენერი, რუსუდან თელია ჩაატარებს, საღამოს19:00-დან 20:30 სთ-მდე.

რეგისტრაციის ბმულსა და დამატებით ინფორმაციას ნახავთ ბმულზე.

ხოლო მეორე ღონისძიება 5 ნოემბერსაა ჩანიშნული. ეს იქნება საერთაშორისო ვებინარი, რომელსაც გაუძღვებიან "დეველორ უკრაინისა" და ცეტრალური აზიის მმართველი პარტნიორი, მარიანა ხონინა და "დეველორ პოლონეთის" ტრენერი და კონსულტანტი, მარჩინ კრასზევსკი. ვებინარი საქართველოს დროით 13:00 სთ-ზეა დაგეგმილი, შეხვედრა ჩატარდება ინგლისურ ენაზე და ერთ საათს გასტანს.

აღნიშნულ ვებინარზე რეგისტრაცია შეგიძლიათ მითითებულ ბმულზე (რეგისტრაციის დროს საჭიროა, გამოიყენოთ კორპორაციული ელფოსტა).

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ანტრეპრენერობა - აზროვნების ტიპია

"რაღაც უნდა ისწავლოთ და ამავე დროს, რაღაც უნდა დაივიწყოთ"